გია მარიამიძის ბლოგი

მორალეთი

მორალეთი


საქართველოში რამოდენიმე ქრისტიან-დემოკრაიული სახელის პარტიაა. მათგან ერთ-ერთს ‘’ცნობადი სახეების’’ წყალობით პარლამენტში ფრაქციაც აქვს. ახლოვდება არჩევნები და პარტიებსაც მადა აღეძრათ. ‘’ქართული ოცნება’’ საოცნებო ქვეყანას გვპირდება, ნაცინალური მოძრაობა ბნელ წარსულში დაბრუნებით და მუმიებით გვაშინებს. ქრისტიან-დემოკრატი გიორგი თარგამაძეც პროცესებს არ ჩამორჩა და მორალის საკითხებით დაკავდა.


ქრისტიან-დემოკრატების მიერ მომზადებული პროექტის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილება უნდა შევიდეს:


“საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი განათლებით, პროფესიით და მორალური ქცევით აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.”



მეორე ცვცლილება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ეხება. შეზღუდვის მიზეზები კი ასეთია:


„როდესაც ადგილი აქვს ქრისტიანული, ან საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე, რელიგიურ მიმდინარეობათა მიერ აღიარებული, რელიგიური პრინციპების შელახვასა და საზოგადოებრივი მორალის საწინააღმდეგო უხამსობის პროპაგანდას.”


პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მორალი აუცილებელი რამაა და მის გარეშე საზოგადოება ვერ იარსებებს. უნდა არსებობდეს დაუწერელი, ზნეობრივი ნორმები, რომლებიც კოდექსებში გაწერილ კანონებთან ერთად საზოგადოებრივ ურთიერთობებს არეგულირებენ. დაწერილი და დაუწერელი ნორმები ერთმანეთს უნდა ავსებდნენ. თუმცა ისინი ზოგჯერ ერთმანეთს უპირისპირდებიან, რაც კრიზის გამომწვევი მიზეზი ხდება.  

ბატონმა თარგამაძემ, ამ მარადიული პრობლემის გადაჭრის გზა იპოვა. ეს გზა დაუწერელი ზნეობრივი ნორმების კანონად გადაქცევა და კონსტიტუციაში ჩაწერა ყოფილა. გასაოცარია, როგორ მოხდა, რომ ეს თარგამაძემდე არავის მოაფიქრდა.



საქმე იმაშია, რომ ადამიანი ემოციური არსებაა. ადამიანის შინაგანი-ემოციური სამყარო კი მუდმივად ცვალებადი, არაზუსტი, სუბიექტური, იმპულსური და უმართავია. ერთი და იგივე ადამიანი ერთსა და იმავე ემოციას არასოდეს გნიცდის. ჩვენ, წარსულში განცდილის გასხენებისას ემოციურ ცვლილებებს ვერც კი ვამჩნევთ, სხვა და სხვა ადამიანების ემოციბის მსგავსებაზე საუბარიც ზედმეტია. სწორედ აქედან გამომდინრეობს გამოთქმა ‘’გემოვნებაზე არ დაობენ’’. რაც იმას ნიშნავს, რომ დაობენ, მაგრამ არასოდეს თანხმედიან. ლიტერატურულ მაგალითს რომ დავესესხოთ, ვერასოდეს დავადგენთ ჩიხირთმა უკეთესი კერძია, თუ ბოზბაში, რადგან ეს ადამიანის გემოს აღქმის უნიკალურ თვისებებზეა დამოკიდებული. გემოვნების კლასიფიცირების ობიექტური კრიტერიუმი არ არსებობს. ადამიანის მიერ მორალთან დამოკიდებულებას, ეთიკური ნორმის დარღვევის გამო გაღიზიანებას, ასევე ემოციები განაპირობებენ. შესაბამისად მორალურის, თუ ამორალურის აღქმა სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვაგვარია. მთავარი ეს სხვადახვაგვარობა კი არ არის, მათ შორის გადაულახავი ბარიერებია-სხვისი განცდის გაზიარება შეუძლებეელია, რომ მიხვდე სხვა რას განიცდის, საკუთარი გამოცდილებიდან რაიმე მსგავსი უნდა გაიხსენო .



მორალის და გემოვნების საკითხებში ობიექტური კრიტერიუმები არ არსებობს, ის რაც ერთს ამორალურად ეჩვენება, მეორისთვის ჩვეულებრივი რამაა და მათი გადარწმუნება შეუძლებელია. დაუწერელი წესების არსებობას ფუნდამენტური მიზეზები აქვს. მიზეზი ის არის, რომ მათი ზუსტი ფორმულირება შეუძლებელია. მათ ფორმულის სახით ვერ ჩამოაყალიბებ და კანონად ვერ გაწერ. კანონი კი აუცილებლად ზუსტი უნდა იყოს და ინტერპრეტაციებს უნდა გამორიცხავდეს. ეს არის დაუწრელი ნორმების არსებობის მიზეზი და არა ქაღალის, ან მელნის უკმარისობა. ბატონ თარგამაძეს კაცობრიობის გამოცდილების თავდაყირა დაყენება მოუნდომებია, ბუნების კანონებს არ ითვალისწინებს და მორალის ფორმულებად ქცევა განუზრახავს.


თანამდებობაზე დანიშვნისას, როგორ უნდა დაადგინოს კანონმა არის თუ არა, ესაა თუ ის ადამიანი მორალური? თარგამაძეს ქრისტიანულ მორალზე აქვს საუბარი. გამოდის, რომ კანონში უნდა ჩაიწეროს ამორალური საქციელის უშველებელი ნუსხა, რომელიც სრული მაინც არასოდეს იქნება. თარგამაძის განზრახვა თუ განხორციელდა, გემრიელად ჭამის მოყვარული ადამიანერბი ამორალურად უნდა ჩაითვალონ-ნაყროვანება მომაკვდინებელი ცოდვაა. სამსახურში მოსაწყობად მისულებს ალბათ გააშიშვლებენ და დაათვარიელებენ სხეულზე ტატუ ხომ არა აქვთ-ესეც ცოდვად ითვლება. გაუთხოვარ ქალბატონებს, ექიმთან მისვლა და გინეკოლოგიური დათვალიერების გავლა მოუწევთ, ვაი თუ ქალწული არ იყოს-ესეც ხომ მრუშობა და ამორალურობაა. ბოლოს, ალბათ სიზმრების შესახებ სიცრუის დეტექტორზე ჩვენების მიცემას შემოიღებენ, ეგებ ვინმე ამორალურ სიზმრებს ხედავს და გაფიქრებაც ხომ ცოდვაა? ეს ჩამონათვალი, თუ ვინმემ გადამეტებად ჩათვალა, მინდა ვკითხო: ვინ უნდა დაადგინოს მორალიზების ხარისხი? ამ ყველფრის მოთხოვნას ქრისტიანული მორალი უშვებს და რატომ არ უნდა ვისწრაფვოდეთ სრულყოფილებისაკენ და მორალის სრულად შესრულება რატომ არ უნდა მოვითხოვოთ?


გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მორალისტურ მოტივებზეც იგივე შეიძლება ითქვას. როგორ უნდა დადგინდეს, რა არის ‘’საზოგადოებრივი მორალის შეურაცხმყოფელი უხამსობა’’ ? თანაც ქრისტიანული და სხვა რელიგიური კონფესიების თვალსარისით. ბევრს, ქალზე მოკლე კაბაც უხამსობად ეჩვენება, ზღვის სანაპიროზე გასვლა უზნეობად მიაჩნია და საერთოდ ყველაფერში ამორალობას ხედავს. ყველა ეს შემთხვევა კანონად თუ დაიწერა კოდექსი ბიბლიოთეკის ზომას მიიღებს.


კიდევ ერთი გაურკვეველი საკითხი ის არის, თუ ვინ უნდა გამოიტანოს ვერდიქტი, რა არის მორალური და რა ამორალური. თუ ამას მორალის დამცველთა კომისია გააკეთებს, აქ ყველაფერი გასაგებია-ქვეყანა მათი გონებრივი შესაძლებლობების და ამორალობის მიხედვით იცხოვრებს-რასაც ისინი ხელს დაადებენ ამორალურიც ის იქნება. თუ ეს საკითხები სასამართლოს გადასაწყვეტი უნდა იყოს, წინასწარვე შეიძლება ითქვას, რომ იქ, ვერაფერი გადაწყდება და პროცესი ლუარსაბ თათწარიძის და დარეჯანის ჩიხირთმაზე და ბოზბაშზე კამათს დაემსგავსება.


კონფლიქტების მოგვარების ერთადერთი, აპრობირებული ფორმა კანონი და სასამართლოა. მორალთან და ამორალურობასთად დამოკიდებულება კი იძულებითი ხასიათის ვერასოდეს გახდება. ამორალურობისგან თავის დასაცავი ერთადერთი საშუალება, მასში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმაა.



ასეთი ტიპის მოთხოვნა თარგამაძის პარტიის მიერ პირველი არ არის, მათ სხვა ეგზოტიკური მოსაზრებებიც ჰქონდათ. მაგალითად, უსაზღვრო რაოდენობით წყლის ექსპორტის გეგმა, რის შემდეგაც მილიარდობით მოგებას ვნახავდით. თითოეული ქართველი აქციას მიიღებდა და დივიდენტებით გამდიდრედებოდა. მაგრამ ამ გეგმას ერთი ნაკლი ქონდა, თარგამაძე გრუნტის და არტეზიულ წყლებს შეგნებულად ერთმანეთში ურევდა, მონაცემებს აყალბებდა და იტყუებოდა. ასევე იყო მართლმადიდებლობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების მოთხოვნა, რაც იურიდიული ფიქციაა და სინამდვილეში მართმადიდებლობა ოფიციალური რელიგია ისედაც არის. ამ ყველაფრის არსი კი ის არის, რომ აფსურდული, მაგრამ მოსახლების ყურისთვის სასიამოვნო მოთხოვნები წამოაყენო, იმაზე გათვლით, რომ ისინი არ შესრულდება და შემდეგ სალაპარაკო გექნება, თუ როგორ ზრუნავ ქვეყანაზე და ამაში ხელს გიშლიან.



ტყუილიც ამორალური საქციელი უნდა იყოს მგონი.