გია მარიამიძის ბლოგი

ჭრელი პეპელა

ჭრელი პეპელა

სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ ხელისუფლებაში დარჩება, თუ წავა? თუ დარჩება, რა თანამდებობაზე და თუ წავა, მემკვიდრედ ვის დატოვებს ? ამ და სხვა კითზხვებზე პასუხი გაიცა: სააკაშვილი მიდის, მაგრამ რჩება.


ის, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობას აღარ დაიკავებს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლებაზე გავლენას შეინარჩუნებს და ქვეყნის ფაქტიური მმართველი იქნება. სწორედ ამისათვის შეირჩა პრემიერ მინისტრად ტექნოკრატი ივანიშვილი, რომელსაც პრეზიდენტზე მაღალი რეიტინგი არ აქვს, და რაც მთავარია, არ აქვს ამ რეიტინგის მოპოვების პოტენციალი. მას არ ეხერხება ხალხის დიდ მასებთან ურთიერთობა, სიტყვით გამოსვლა, მუდმივად ტელე ეკრანზე ყოფნა, P. R.- კომპანიებში მონაწილეობა და სააკაშვილის მსგავსად, არტისტიზმის წყალობით, ყურადღების ცენტრში ყოფნა. მერაბიშვილი საჯარო პერსონაჟი არ არის, ის კარგი ორგანიზატორია. პრემიერ მინიხსტრის თანამდებობა კი პოლიტიკურია და ორგანიზაციული საქმიანოიბის გარდა, ზემოთ ჩამოთვლილ უნარებსაც მოითხოვს. ახალი კონსტიტუციის მიხედვით ქვეყანას პრეზიდენტიც ეყოლება, რომელსაც პრემიერ მინისტრზე ბევრად ნაკლები უფლებები ექნება, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მაინც სერიოზულ როლს ითამაშებს. სავარაუდოდ, ნაციონალური მოძრაობა ამ თანამდებობაზე, დღევანდელი პრეზიდენტის მიმართ კიდევ უფრო მეტად ლოიალურ და მასზე დამოკიდებულ პიროვნებას წარადგენს და ეს ვანო მერაბიშვილის დასაბალანსებლად მოხდება.




ნათქვამია, ახალი ცოცხი კარგად გვისო. ახალ ხელისუფალს თვითდამკვიდრება სჭირდება და ამას, ის, წინამორბედის შეცდომების წარმოჩენით ( თუნდაც ის მისივე პარტიიდან იყოს) და მათი გამოსწორების ხარჯზე ახერხებს. თუ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა დარჩა და სააკაშვილი მერაბიშვილმა შეცვალა, ეს ფორმულა არ იმუშავებს, რადგან ახალი დიდ წილად ძველ ხელისუფალზე იქნება დამოკიდებული.



სააკაშვილის მმართველობის დროს ქვეყანაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ დაგროვილი და სასწრაფოდ გადასაწყვეტი სისტემური პრობლემები კიდევ ბევრია. მოსაგვარებელია მონოპოლიების და ხელოვნურად გაზრდილი ფასების საკითხი. კონკურენცია ეკონომიკის უმეტეს ნაწილში არ არის და ბაზარი ადმინისტრაციულად ნაწილდება . საშუალო და მცირე ბიზნესიც კი დაუცველია და ადგილობრივი ხელისუფლებების საკბილოდ იქცა. შესაქმნელია სახელმწიფო ინსტიტუტები: სასამართლო, დამოუკიდებელი ექსპერტიზა, საზოგადოების მიერ კონტროლირებადი პროკურატურა, რომ სასამართლო და პენიტენციალური სისტემა რეპრესიული მანქანა აღარ იყოს. დღეს, ყოველი მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორი არ არის, ადამიანთა გარკვეული წრე კანონზე მაღლა დგას და პასუხს თითქმის არაფერზე აგებს.




სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ძალაუფლების ერთ ხელში კონცეტრირების გამო, სახელმწიფოს მართვის სტილი პრეზიდენტის ხასიათის თვისებებით იყო განპირობებული. სამწუხაროდ ხელისუფლებისთვის მთავარი ფასეულობა ადამიანი არ ყოფილა. სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი, სუსტის დაცვა კი არა, საკუთარი თავისთვის საკუთარივე „მაგრობის“ მტკიცება იყო. ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს ის, რომ შენდებოდა გრანდიოზული სასახლეები, ციხესიმაგრეები, ტაძრები, მინის პარლამენტი, მინის ხიდი, მსოფლიოში ყველაზე გრძელი ბულვარი, ცათამბრჯენი ეშმაკის ბორბალით, მაგრამ ირგვლივ ისევ უამრავი მშიერი მოხუცია, ბევრი ადამიანი მათხოვრობს და მშობლების მიერ მიტოვებული, უსახლკაროდ დარჩენილი, ბავშვები ქუჩაში იზამთრებენ.



ეს და სხვა საკითხები, ალბათ, ისევ მოუგვარებელი დარჩება. არ მოხდება განათლების სფეროში საჭირო ცვლილებები და მასმედიის საშუალებით სწორი საგანმანათლებლო პოლიტიკის გატარება, არ მოხდება ნამდვილი მოდერნიზაცია. ინფრასტრუქტურის განახლებას და ყოფით ურთიერთობებში სიმბოლური ცვლილებების შემოტანას, საგრძნობი სასარგებლო ცვლილებები არ მოაქვს, ადამიანები სიახლეში ხეირს ვერ ხედავენ და ძველისადმი ნოსტალგია უჩნდებათ.



რაც მთავარია, ხელისუფლებიდან წასული სააკაშვილი, სერიოზული ცვლილებების განხორციელებაში და ზოგადად ივანიშვილის წარმატებაში დაინტერსებული არ იქნება, რადგან მისი წარმატების შემთხვევაში ხელისიუფლებაში კვლავ დაბრუნბა გაუჭირდება.