ელენე ხაჭაპურიძის ბლოგი დიეტაზე

დიეტის პირველი შედეგი

16.02.2013 | 1570 |
დიეტის პირველი შედეგი

თუ ამ ბლოგზე წერის დროს დიეტას დავარღვევ აუცილებლად გეტყვით. სწორედ იმიტომ მჭირდება მკითხველი და გულშემატკივარი, რომ ასეთ დროს გამამხნევოთ. ყოველთვის ყურადრებით ვკითხულობ თქვენს კომენტარებს და ვხვდები, რომ საჭირო რჩევებით თქვენ უფრო მამარაგებთ ვიდრე მე.


შეიძლება დაკლებული 4 კილოგრამი ბევრი არაა, მაგრამ ნორმალური კვებისთვის ძალინ კარგი შედეგიცაა. საერთოდ წონის კლების მთავარი მტერი დროა. ადამინებს არ ყოფნით ნებისყოფა მოითმინონ და 20 კილოგრამის დაკლება ყველას ერთ თვეში უნდა. სურვილი, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია, მაგრამ  შეუძლებელზე მეტად არასასურველი.


სწრაფი კლება მხოლოდ შიმშილითაა შესაძლებელი. ადამიანს შეუძლია რაღაც დროის მონაკვეთზე შიმშილს გაუძლოს, შეიძლება ერთი თვესაც და ყოველი დღე მაგალითად მაწონი ჭამოს მხოლოდ, მაგრამ ასეთი შიმშილი აუცილებდლად დასრულდება, ძალიან მსუყე და “ისტერული” კვებით, რომელიც სამწუხაროდ ერთჯერადი არ იქნება. მშიერი ორგანიზმი კი კალორიებს მარტივად აითვისებს, ამიტომ დაკლებულს მალევე აინაზღაურებთ და შრომა, როგორც უყვართ თქმა “წყალში ჩაგეყრებათ”.


არ გეგონოთ მე არ მაწუხებდეს სწრაფი შედეგის მიღების სურვილი. ამ საკითხზე მუდმივად ვწუწუნებ და ამ წუწუნით დაღლილმა ჩემმა ბიძაშვილმა ალბათ პირველად ადეკვატური რჩევა მომცა:D


“ბოლოს როდის იყავი 58 კილო?” – მკითხა გუგამ, დიდხანს ფიქრი არ დამჭირვებია, 10 წლის წინთქო ვუპასუხე. ჰოდა 10 წელიწადში დაგროვებული კილოგრამების ერთ–ორ თვეში დაკლების სურვილი უსამართლოაო. მაშინ მივხვდი, რომ “ერთ შევჭამ და ეგრევე მეტყობა, არ შევჭამ და არაფერი შედეგი არ მაქვს” თავის მოსატყუებლად მოფიქრებული მითია. დრო მნიშვნელოვანია!


ვფიქრობ, ადამიანს თუ წონის სტაბილური კლება და გრძელვადიან პერსპექტივაში  მისი შენარჩუნება სურს, შიმშილით ამ მიზნის მიღწევა უნდა დაივიწყოს.  ჭამეთ  ცოტა და დიეტური საკვები. ყველა ექიმი ამტკიცებს, რომ კვების რაციონი ინდივიდუალური უნდა იყოს თითოეული ადამიანისთვის, თუმცა დიეტური საკვები ყველასთვის ერთია და როგორც არ უნდა ჩასვა იგი დღიურ რაციონში, ჰამბურგერი ვერსდროს იქნება სასარგებლო  ვერცერთი ორგანიზმისთვის.

მაგალითად დიეტა რომელიც მომავალი ათი დღე უნდა დავიცვა, შემდეგნაირია. ერთი კვება სალათისგან შედგება. სალათის ფურცლები და სხვა მწვანილები, რომლებიც გიყვართ, ორი ცალი ბულგარული წიწაკა, 2 ცალი კიტრი, ამ ყველაფერს დაჭრით, მოასხამთ ერთ სუფრი კოვზ ზეითუნის ზეთს და ლიმნის წვენს, შეგიძლიათ ლიმონი დაწუროთ ან ლიმნის წვენი იყიდოთ, 2 ლარამდე ღირს.


მეორე ჯერზე 500 მილილიტრიანი იოგურტი უნდა დალიო, ბოლო კვება კი უკვე მოხარშული 4 სუფრის კოვზი გრეჩიხა და 100 გრამი უმარილო ყველია. დამიჯერეთ მშიერად ნამდვილად არ იგრძნობთ თავს და 10 დღეში 3 კილოს მაინც დაიკლებთ.


მოკლედ ახალ დიეტას და ახალ პოსტს ერთდროულად გიწერთ, დაპირებული პოსტები არ დამვიწყებია და გპირდებით აღარ დავიკარგები. 🙂