გია მარიამიძის ბლოგი

ცოცხის ანატომია

ცოცხის ანატომია

ალბათ, ცოტას თუ ახსოვს რა გულმოდგინე და დამჯერე იყო ერთ დროს სააკაშვილი. რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსული მიშა ე.წ. საზოგადოებას ყურს უგდებდა, რჩევებს ითვალისწინებდა,  ეკონომ კლასით დაფრინავდა, პრეზიდენტი სასახლის რეკონსტრუქციისთვის მომჭირნეობას და  ფულის დაზოგვას ითხოვდა. მაგრამ გავიდა დრო ცოცხი მოძველდა და ‘’ვარდების’’ ხელისუფლება ჰედონიზმსა და თავნებობაში ჩაეფლო.

თუმცა რაღა დროს ვარდსურნელოვანი ცოცხია. ‘’ოცნების’’ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის თავზე ქვეყანაში საკმაოდ ნაგავი დაგროვდა ცოცხი კი უკვე აღარ გვის.

ახალი ხელისფლება ე.წ. კოჰაბიტაციის დასრულებიდან ცოტა ხანში, მორალური არჩევანის წინაშე დადგა და  ძალაფლებით ცდუნებას ვერ გაუძლო. მან პირველივე გამოცდა ვერ ჩააბარა. სახელმწიფო ინტრესსა და კლანურ ინტერსესს შორის არჩევანი კლანის სასარგებლოდ გააკეთა. სერიოზულ დანაშაულში ნასამართლევი ადამიანი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დატოვა. ამის შემდეგ ნებისმიერ დამნაშავეს  შესაძლებლობა ეძლევა  სასამართლო პროცესზე სახელმწიფოს სახელით მოქმედ  პროკურორს მისი უშუალო უფროსის კრიმინალური წარსული შეახსენოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევის პროცესი კარგად დაიწყო. გასაუბრება, დებატები, კანდიდატების შერჩევა. მაგრამ ჯერი როგორც კი პარლამენტზე მიდგა აღმოჩნდა, რომ ახალ ხელისუფლებას ქვეყანაში   სიტყვის თავსუფლების დამკვიდრების სურვილი არ ჰქონია.. ხელისუფლება ბანალურად, ‘’პირველი არხის’’  ხელში ჩაგდებას ცდილობს.

‘’პირველი არხისგან’’ განსხვავბით ‘’ფოლკლორის ცენტრის’’ გარშემო მიმდინარე ამბებში ხელისუფლებასთან ერთად ჩვენი სახელოვანი ინტილიგენცია იგივე ‘’ერის მოაზროვნე ნაწილიც’’ აქტიურად მონაწილეობს. აქაც ახალი არაფერია-თანამდებობების გაყოფა, ერთმანეთზე კომპრომატების გავრცელება, მტრებად ქცეული ყოფილი მეგობრები  და ა.შ. ცოცხი და დალაგება კი  არსად  სჩანს.  

ყველა ამ პროცესის სათავე რესურსების სიმცირეში, სახრების უკმარისობაში, მარტივად-ფულის უქონლობაშია. ქვეყანაში არსებული ფული ჩვენებური პოლიტიკური, საზოგადო,  შემოქმედებითი და ა.შ. ელიტების მადას ვერ აკმაყოფილებს. ფულის, თანამდებობების და პრივილეგიების განწილების ბერკეტი ხელისუფლებას უპყრია. როდესაც რესურსი ყველასთვის სამყოფი არ არის იძულებული ხარ ერთნი დააკმაყოფილო  მეორენი კი გაანაწყენო და უკმაყოფილო დატოვო. სწორედ დაკმაყოფილებულების რიგებში ყოფნისთვის ხდებოდა და ხდება ჩვენს ელიტებში ყველა დაპირისპირება და ჩხუბი. ეს დაპირისპირება ზოგჯერ სამოქალაქო ომამდეც კი მისულა. სამწუხაროდ ახალმა ხელისუფლებამ ყველა წინას მსგავსად რესურსების სამართლიანად კონკურსის გზით განაწილების პოლიტიკა არ აირჩია და ისევ კლანურად-შინაურების დაკმაყოფილებას მიჰყო ხელი. შესაბამისად ისევ იქნებიან პრივილეგირებულბი და ‘’ჩაძირულები’’ . იქნებიან უკმაყოფილოებიც და იქნება დაპირისპირებაც. ასე რომ საქართველოში ყოველი ახალი ხელისუფლების მოსვლის დროს ცოცხის საკითხი ცოცხლდება . მაშ მომავალ ცოცხებამდე ..