ნათია აბრამიას ბლოგი

ნათია აბრამიას ბლოგის შესახებ

03.02.2015 | 1733 |
ნათია აბრამიას ბლოგის შესახებ

ნათია აბრამია, ირაკლი იმნაიშვილი
ნათია აბრამია, ირაკლი იმნაიშვილი

ქართველი ჟურნალისტები ნათია აბრამია და ირაკლი იმნაიშვილი უკვე ერთი თვეა აწარმოებენ ბლოგს – C ჰეპატიტამდე და მას შემდეგ [http://c-hepatiti.blogspot.co.uk]. მათი მიზანია ინფორმაცია მიაწოდონ ყველას, ვისაც შეეხო ჰეპატიტის პრობლემა. ოფიციალური მონაცემებით საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 6.7%, დაახლოებით 200 ათასი ადამიანია ინფიცირებული. ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ მათ ბლოგპოსტებს.

ირაკლი იმნაიშვილს C ჰეპატიტის დიაგნოზი 2006 წელს დაუსვეს. მას შემდეგ ნათია და ირაკლი ამ პრობლემით დაინტერესდნენ და დაავადების შესახებ ინფორმაციის მოგროვება დაიწყეს. ამჟამად ორივე ცხოვრობს ინგლისში და მუშაობს ბი-ბი-სიზე. დიდ ბრიტანეთში მკურნალობის კურსს სახელმწიფო აფინანსებს. პაციენტებისთვის ასევე არსებობს არაერთი სპეციალური პროგრამა – სამუშაო ადგილას მათ უწევენ შეღავათებს მკურნალობის პერიოდში. ფსიქოლოგიურ დახმარებას იღებენ მათი ოჯახის წევრებიც. ნათია აბრამია და ირაკლი იმნაიშვილი ბლოგში აღწერენ თუ როგორი გავლენა მოახდინა ვირუსმა მათ ოჯახურ ცხოვრებაზე, რა რჩევებს აძლევენ მათ ინგლისელი ექიმები, როგორია მკურნალობის პროცესი და რანაირი რეჟიმია რეკომენდირებული C ჰეპატიტის მატარებლებისთვის.