ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ქართველი თვითნასწავლი მხატვრის გამოფენა ნიუ იორკში

ქართველი თვითნასწავლი მხატვრის გამოფენა ნიუ იორკში

ნიუ იორკში მოქმედი ქართული კულტურის ცენტრში – “მოცეკვავე წერო” – ახალბედა, თვითნასწავლი მხატვრის, ნიკოლოზ წეველიძის პირველი გამოფენა გაიხსნა. იგი პროფესიით ეკონომისტია, მისი ემიგრაცია ორი წლისაა, სახელოვნებო გამოცდილება კი – სულ ოთხი თვის.

ნიკოლოზ წეველიძე

ნიკოლოზ წეველიძე

“ხატვა ნოსტალგიის გამო დავიწყე. მონატრება ხომ ემიგრაციის თანმდევია,” – მიყვება ნიკოლოზ წეველიძე. “ხატვისადმი ინტერესი ყოველთვის მქონდა. ერთ მშვენიერ დღესაც საღებავები ვიყიდე და ხატვას შევუდექი. იმის გამო, რომ ფუნჯის გამოყენება არ ვიცოდი, ხატვა თითებით დავიწყე. ერთხელაც მეგობარმა მთხოვა და დავხატე ჩემი პირველი ნახატი “იდუმალებით მოცული ტყე”… ამჯერად ფუნჯით. ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ რაღაც სიცოცხლეზე უფრო მეტის გაკეთება შემეძლო და ის “რაღაც” საღებავების ფერთა გამაში ვიპოვე…

როცა ხელში ფუნჯი ავიღე, არ ვიცოდი საიდან დამეწყო. მერე ნაფიქრის ბუნების, მრავალფეროვნების გამოხატვა გადავწყვიტე და ამაში აბსტრაქცია დამეხმარა. ჰოდა, ამგვარად ხატვის ჩემს სტილსაც მივაგენი. მგონია, რომ აბსტრაქცია არის თავისუფლება, სადაც საზღვრები, დოგმები არ არსებობს და სადაც ჩემი თავი ვიპოვე. ჩემს თავს ვაკვირდები ამ ექსპერიმენტის, ფერების ძიების, გამოცდილების მიღების, სწავლის დროს და ვგრძნობ, რომ ვიცვლები. ერთმა მხატვარმა რჩევა მომცა, რომ ჩემი ფერები მეპოვა და ამ პროცესმა მართლაც გამიტაცა. ძალიან მომწონს საღებავებით საუბარი.

მე ჩემი ნახატების საშუალებით ჩემს გრძნობებს, სიყვარულსა და სევდას უფრო კარგად გადმოვცემ. ბევრი დადებითი შეფასებაც მივიღე. შემოდგომაზე კი ნიუ იორკში საქართველოს საკონსულოში მეორე გამოფენის გახსნას ვგეგმავ. უკვე მყავს მენეჯერი, რომელიც აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ამერიკულ ბაზარზე ჩემი შესაძლებლობები მოვსინჯო.”

ნიკოლოზ წეველიძის ნამუშევარი

ნიკოლოზ წეველიძის ნამუშევარი

ნიკოლოზ წეველიძის ნამუშევარი

ნიკოლოზ წეველიძის ნამუშევარი

ნიკოლოზ წეველიძის ნამუშევარი

ნიკოლოზ წეველიძის ნამუშევარი

ნიკოლოზ წეველიძის ნამუშევარი

ნიკოლოზ წეველიძის ნამუშევარი