მარიამ ოთხმეზური – ჩარლტონი

„ფრიკის კოლექციის“ ქართველი გიდი

მარიამ ოთხმეზურიჩარლტონი, ალბათ ერთადერთი ქართველია, რომელსაც ნიუ იორკის მეგამუზეუმების უნიკალური არტკოლექციების შექმნისა და მათი მნიშვნელობის შესახებ მინილექციები ყველა ასაკის სტუმრისთვის წაუკითხავს. ამგვარი საინტერესო ლექტორიუმების გამართვა კი გიდის მოვალეობაში შედის.   მან დიდი ვაშლის ქალაქის ერთერთ უმნიშვნელოვანეს მეგაგალერეაში – “ფრიკის კოლექციაში“, ისევე როგორცმეტროპოლიტენ მუზეუმში” (განათლების განყოფილების ადმინისტრაციული თანამდებობა) მუშაობა მოხალისედ დაიწყო და ახლაფრიკშიგანათლების განყოფილებაში მუზეუმის გიდად მუშაობს. მარიამ ოთხმეზურმა ახლახანს ხელოვნების მარკეტის შესასწავლადქრისტის აუქციონთანარსებულ ინსტიტუტში ინტენსიური ზაფხულის პროგრამა დაასრულა. იგი ამ კურსებს პერიოდულად გადის, რათა  თანამედროვე ხელოვნების ბაზარზე და ზოგადად არტსფეროში მიმდინარე სიახლეებს თვალი ადევნოს.

მარიამს ბუნდოვნად ახსოვს მისი პირველი საგიდო ტური 2008 წელსფრიკის კოლექციაში“, რომელიც მუზეუმის თანამშრომლის თანდასწრებით მიმდინარეობდა და, რაღა თქმა უნდა,  ნერვიულობდა. იგი პროფესიით ისტორიკოსია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რუსეთის ისტორიის სპეციალისტი. მესამე კურსი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა,  ამერიკაში კი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებისა და პროფესიული გამოცდილების მისაღებად წამოვიდა. ამბობს, რომ იმ პერიოდში საქართველოში მძიმე ცხოვრება იყო და მომავალს იქ  ვერც ერთ სფეროში ხედავდა. თუმცა ცხოვრება იოლი არც ამერიკაში აღმოჩნდა და როგორც თავად ამბობს, ამ ქვეყანაში ადამიანი ყველა არსებულ დაბრკოლებებს აწყდება და ამიტომ მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევაა საჭირო

– “ფრიკის კოლექციაუნიკალური მუზეუმია”,მიყვება მარიამი, – “იგი ამერიკელი ინდუსტრიალისტის, ჰენრი კლეი ფრიკის  (1849 – 1919) კერძო კოლექციაა. ფრიკი ექსტრაორდინალური კოლექციონერი იყო. მისი შემგროვებლური მოღვაწეობა ორმოცი წელი გრძელდებოდა. ამ საქმიანობაში მთელი სერიოზულობით მას შემდეგ ჩაერთო, რაც ბიზნესს ჩამოშორდა და 1905 წელს საცხოვრებლად პიცბურგიდან ნიუ იორკში გადავიდა. იგი პირადად იღებდა გადაწყვეტილებას რა შეეძინა და მუდმივ ძიებაში იყო, რათა კოლექცია უიშვიათესი ნიმუშევრებით გაემდიდრებინა, ამისთვის დიდ თანხებს არ იშურებდა, თუმცა  ფულისა და შრომის ფასი ძალიან კარგად იცოდა. ფრიკი მეხუთე ავენიუსა და სამოცდამეათე ქუჩის გადაკვეთაზე ოჯახთან ერთად დიდ სასახლეში ცხოვრობდა. მისი სიკვდილის შემდეგ ანდერძის თანახმად ფასდაუდებელი კოლექციააც და ფრიკის საცხოვრებელიც მუზეუმად (1935) გარდაიქმნა. აქ თავმოყრილია დასავლური სახვითი ხელოვნების ისეთი ბრწყინვალე წარმომადგენლების ნამუშევრები, როგორიცაა: ტიციანი, ჰოლბაინი, ველასკესი, რემბრანტი, ვერმეერი, გოია, და ა.. მუზეუმი ასევე მდიდარია ქანდაკებებითა და დეკორატიული ხელოვნების საუკეთესო ექსპონატებით.

მარიამ ოთხმეზური – ჩარლტონი

მარიამ ოთხმეზური – ჩარლტონი

თქვენს მოვალეობაში რა შედის?

ჩემი მოვალეობაა გავაცნო დამთვალიერებლებს მუზეუმის კოლექციამათ ფრიკის ოჯახის ისტორიაზე ვუამბო და კონკრეტული ნამუშევრების შესახებ დასმულ შეკითხვებს ვუპასუხო. იქ მუშაობა ძალიან მიყვარს, მართალია ეს უკვე რამდენიმე წელია რაც გრძელდება, მაგრამ კოლექციის ისტორიას დღემდე ვსწავლობ, დამთვალიერებლებთან გასაუბრება კი ჩემთვის ბევრის მომცემია. ტურები, რომელიც მე მიმყავს, ინტერაქტიული ხასიათისაა და საფუძვლად უდევს ამერიკელი ფილოსოფოსისა და პედაგოგის ჯონ დიუის იდეები (1859-1952). . დიუიროგორც ამერიკული პრაგმატული სკოლის წარმოდგენელი, მიიჩნევდა, რომ განათლება გამოცდილებას უნდა ემყარებოდეს. წარმატებული სწავლისათვის საჭიროა ცოდნა გამოცდილებისა და სოციალური ინტერაქციის საფუძველზე მივიღოთ. დიუის აზრით, განათლება მთავარი ინსტრუმენია სოციალური პროგრესისთვის და დემოკრატიული საზოგადოების შექმნისთვის. იგი თვლიდა, რომ ხელოვნების შესწავლაც გამოცდილების საფუძველზე უნდა ხდებოდეს  და პედაგოგი ახსნის პროცესში მხოლოდ მშრალი ფაქტებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ვხელმძღვანელობ მისი ცნობილი ნაშრომებით, როგორიცაადემოკრატია და განათლება” (1915) და  ”ხელოვნება, როგორც გამოცდილება” (1934).

მუზეუმებამდე თქვენს ცხოვრებაში რა ხდებოდა?

აქ ნიუ იორკის უნივერსიტეტში ჩავირიცხე და უახლესი ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კურსი გავიარე. შემდეგ მუშაობა დავიწყე  გაეროს განვითარების პროგრამაში (UNDP) პროგრამის ასისტენტად, სადაც რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის გაეროს პროგრამების დაგეგმვა და მონიტორინგი ხდებოდაშემდეგ ძალები მოვსინჯე კორპორატიულ ბიზნესში, სადაც ახალი ბიზნესების შეძენისთვის საჭირო კვლევისა და ანალიზის სფეროში ვმუშაობდი. მართალია, საინტერესო და ინტენსიური საქმიანობით ვიყავი დაკავებული და ანაზღაურებასაც არ ვუჩიოდი, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ხელოვნების ნაკლებობას მაინც ძალიან განვიცდიდი. 2008  წელსფრიკის კოლექციისგამგეობას წერილობით იმის თაობაზე მივმართე, რომ სამსახურიდან თავისუფალ დროს მოხალისედ (უხელფასოდ) ვიმუშავებდი. საერთოდ ცხოვრებაში ბევრი უარი მაქვს მიღებული, მაგრამ აქ რატომღაც ადვილად დამთანხმდნენ და გიდების მოსამზადებელ პროგრამაში მიმიღეს. ყველაფერი აქედან დაიწყო.

პარალელურად  კოლუმბიის უნივერსიტეტში მაგისტრატურა საზოგადოებრივი მართვის სპეციალობით დავამთავრე. აქ ბევრი რთული საგნის შესწავლა მომიწია: ეკონომიკა  მიკრო და მაკრო, ფინანსური მართვა, ბუღალტერიის პრინციპები, ბიუჯეტის დაგეგმვა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის მართვა, ასევე პოლიტიკური და საერთაშორისო ხასიათის პრობლემების გაცნობა. ცოდნის გარდა, იქ  ბევრი  კარგი მეგობარი შევიძინე, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ.

როგორ დაიწყეთ მუშაობამეტროპოლიტენის მუზეუმშიდა როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება?

თავიდანმეტროპოლიტენის მუზეუმშიცმოხალისედ მივედი. 2009 წელს ხანგრძლივი რემონტის შემდეგ ისლამური ხელოვნების განყოფილება ახალი საგამოფენო დარბაზების გასახსნელად დიდ სამზადისში იყო: განახლებული არქიტექტურული დიზაინი და დამატებითი ფართი კურატორებს იმის საშუალებას აძლევდა, რომ ექსპონატები ისე გამოეფინათ, როგორც ამას იმსახურებდნენ. სამუზეუმო დარბაზში ისლამური ხელოვნება ქრონოლოგიურად მეშვიდე საუკუნიდან იწყება და მეცხრამეტე საუკუნის ჩათვლით გრძელდება. გეოგრაფიულად ძალიან დიდ ტერიტორიას მოიცავს, რომელშიც არაბეთის ნახევარკუნძული, ჩრდილოეთ აფრიკა, სამხრეთ ესპანეთი, ჩრდილოეთ ინდოეთი, ცენტრალური აზია, ირანი და თურქეთის იმპერიის ყოფილი ტერიტორიები შედის. კოლექციაში არის დაახლოებით 12 000 ექსპონატი, მათ შორის, რამდენიმე კავკასიიდან და ასევე აღმოვაჩინე მრავალი ძეგლი, რომელიც საქართველოს ისტორიას უკავშირდება.

მაგალითად, შთამბეჭდავი იყო, როცაშაჰნამეს” (”მეფეთა წიგნი“)  მინიატურებით გაფორმებული ხელნაწერები ვნახე. “შაჰნამეძველ ირანული ეპიკური თხზულება და ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლია. ქართველები როგორც ჩანს, ადრიდანვე იცნობდნენ ფირდოუსის თხზულებებს და ამას ქართულ ლიტერატურაზე დიდი ზეგავლენა ჰქონდა. მაგალითად, ”როსტომიანს”, ”ფრიდონიანსდა კიდევ სხვებს, მის ქართულ ვერსიებად თვლიან. უბრალოდ, “შაჰნამემანამდე არასდროს მინახავს, თუმცა ვიცი, რომ ეს ხელნაწერები საქართველოში მოიპოვება. როცა უნივერსიტეტში (1995–2000) ვსწავლობდი, იქ ამის ნახვის საშუალება არ იყოფონდები დახურული იყო. ალბათ, თანხების უქონლობის გამო. თან პრაქტიკაში არ იყო დანერგილი, რომ სტუდენტები წარსულის ექსპონატებს, ხელნაწერებს, ნუსხებს და ა.. უშუალოდ გაცნობოდნენ. ყველაფერს თეორიულად ვსწავლობდითმარტო არქეოლოგიის განხრით იყო ოდნავ განსხვავებული სიტუაცია. როცა არქეოლოგიას გავდიოდით, ერთხელ გათხრებს დაგვასწრეს და გამოფენილ ნივთებთანაც გვქონდა შეხება. იმედია, დღეს სიტუაცია ამ მხრივ გაუმჯობესებულია.

ირანის ყაჯარული დინასტიის ხელოვნების შესახებაც უფრო მეტი გავიგე. საერთოდ ისლამურ სამყაროში იმ პერიოდის ირანული ფერწერა იშვიათი ფენომენია. იგი ცნობილია დიდი ზომის ტილოზე შესრულებული პორტრეტებით.  საქართველოს სამუზეუმო ფონდებში ამ პერიოდის ბევრი ბრწყინვალე ნიმუშებია დაცული, აკადემიკოსი შალვა ამირანაშვილი კი მსოფლიოში ყაჯარების დინასტიის ხელოვნების წამყვან მკვლევარადაა მიჩნეული. დეპარტმენტში კავკასიური წარმოშობის ხალიჩებიც ვნახე. ამ ნივთებთან დაახლოვება ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.

მეტროპოლიტენ მუზეუმშიმონაწილეობა მივიღე დეპარტამენტის დიგიტალური ნუსხის შექმნაში, ვეხმარებოდი კურატორებს კვლევის პროცესში და სხვადასხვა ექსპონატებზე განახლებულ ბიბლიოგრაფიას ვადგენდი.

2011 წელს  საგამოფენო დარბაზები  დიდი ზეიმით გაიხსნა. რვაწლიანი რეკონტრუქციის განმავლობაში ეს კოლექცია დამთვალიერებლებისთვის მიუწვდომელი იყო და მისი გახსნა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო. სამწუხაროდ, მედიაში ისლამოფობიური განცხადებები ყოველდღე გვესმის, არადა ახლა, ისე, როგორც არასდროს, ისლამური ხელოვნების ნიმუშების შესწავლა და ისლამური კულტურის გაგება გვესაჭიროება.

ისლამური ხელოვნების განყოფილებიდან ძალიან კარგი  რეკომენდაციის წერილის საფუძველზემეტროპოლიტენის მუზეუმისგანათლების განყოფილებაში მიმიღეს. მე იქ საგანმანათლებლო პროგრამების ინფორმაციის მენეჯერის მოადგილე გახლდით; კურატორებთან და პედაგოგებთან ერთად სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის სასწავლო პროგრამების დაგეგმვა მევალებოდა, ასევე ამ პროგრამებისთვის ბიუჯეტის შედგენა და  მათ შესახებ მუზეუმში ბროშურების სახით ინფორმაციის დიგიტალურ ეკრანებზე და ინტერნეტით გავრცელება. მას შემდეგ ოჯახური მიზეზების გამო რამდენიმე წელი არ ვმუშაობდი. გასულ წელს კი  ფრიკის კოლექციიდანდამიკავშირდნენ და გიდის თანამდებობაზე დაბრუნება შემომთავაზეს. ცხადია, ამ წინადადებას ენთუზიაზმით დავთანხმდი.

გიდობა მხატვრებთან, არტისტებთან უშუალო ურთიერთობას თუ მოიაზრებს?

მიუხედავად იმისა, რომ სიძველეები ძალიან მიყვარს, თანამედროვე ხელოვნება ჩემთვის ახლობელია და თანამედროვე, ცოცხალ მხატვრებთან ურთიერობა ძალიან საინტერესოა. როგორ აღიქვამენ ისინი დღევანდელობას, თავიანთ ხელოვნებაში თანამედროვე პრობლემებს როგორ გადმოსცემენ, რა ამოძრავებთ, რა არის მათთვის ახლოს, საერთოდ რატომ ქმნიან რასაც ქმნიან –  აი, ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იყო ხელოვანი და საკუთარ თავს ხელოვანი უწოდოეს თავდადებას მოითხოვს. მე საქმისადმი ასეთ ერთგულებას ძალიან ვაფასებ. შეიძლება ადამიანი წლები მუშაობდეს, ავითარებდეს და ხვეწდეს თავის შემოქმედებას, მაგრამ მიუხედავად შრომისა და მონდომებისა, მაინც არ ჰქონდეს აღიარება და არ იყოს მის ნამუშევრებზე მოთხოვნა. ისინი ამ მსხვერპლს სწირავენ იმიტომ, რომ უყვართ რასაც აკეთებენ და სხვაგვარად არ შეუძლიათ.

ცხადია, ქართველი არტისტების ხელოვნებასაც ადევნებთ თვალს

ქართველი არტისტები ძალიან მაინტერესებს. მათი თემები ჩემთვის ახლობელი და ემოციურია. შემოქმედებითი ადამიანის პროფესია მხარდაჭერას საჭიროებს. მე მაქვს დიალოგი რამდენიმე  არტისტთან და ვცდილობ დავეხმარო მათ იმაში, რომ თავიანთი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას გააცნონ. იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ამ მიმართულებით მეტს გავაკეთებ. მაგალითად, გამოვყოფდი, ბერლინში მცხოვრებ ქართველ არტისტს სოფია ტაბატაძეს. როცა რამდენიმე წლის წინათ კოლუმბიის უნივერსიტეტში მისი ინსტალაციაპირიმზეკურატორების  სადიპლომო ჯგუფურ გამოფენაზე ვნახე, ტაბატაძემ  ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინაგასულ წელს სოფომპირიმზეზე”  ფილმიც გადაიღო, რომელიც  თბილისში აჩვენს და საერთაშორისო ფესტივალებზეც წარადგინეს. ძალიან მომწონს მისი ადრეული ნახატების სერიაც, რომელიც მან ჰოლანდიაში სწალის პერიოდში შექმნა და ასევე მომწონს მისი ვიდეო არტიც.

მეორე არტისტს, რომელსაც გამოვყოფდი, ნიუ იორკში მოღვაწე მხატვარი ლადო ფოჩხუაა. მისი გრაფიკული ნამუშევრები ვიზუალურად ძველ და ისტორიულ ნამუშევრებზეა დაფუძნებული, თუმცა ამ ტექნიკით ის რასაც ქმნის, ყველაფერი ახალია და თანამედროვეობის ამსახველი. მქონდა პატივი იმისა, რომ წელს მაისში მისი ნამუშევრები გამოფენაზე ბუსანში, სამხრეთ კორეაში გამართულარტფეარზემეჩვენებინა. ეს რეგიონის ერთერთი მნიშვნელოვანი გამოფენაგაყიდვაა. იქ ლადოს ნამუშევრებმა ფართო ინტერესი გამოიწვია. ეს ჩემთვისაც ახალი გამოცდილება იყო.

რა იცოდით ამ მუზეუმებზე საქართველოში ყოფნისას და რა იცით ახლა?

ხელოვნება უპირველეს ყოვლისა ესთეტური სიამოვნების მომგვრელია, ამასთანავე იგი ადამიანში ცნობისმოყვარეობას აღვიძებს და ამიტომ ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება მაშინ, როდესაც ხელოვნების ნიმუშს აკვირდები. როგორც   .დიუი წერს, რომ მუზეუმში მიღებული განათლება ძალიან ძვირფასი გამოცდილებაა. ხელოვნების ნიმუშები უნიკალური თვალსაჩინოებებია, რომლის მეშვეობით ეცნობი წარსულსა და აწმყოს, სხვადასხვა კულტურებსა და ხალხებს. გექმნება კაცობრიობის კულტურული მემკვიდრობის და მონაპოვარის მთლიანი სურათი. ალბათ, ასეთ აღმოჩენას მხოლოდ ისეთ დიდ მუზეუმში გააკეთებ, როგორიცმეტროპოლიტენის მუზეუმია“.

ყოველთვის მინდოდა, რომ ხელოვნების მუზეუმთან შეხება მქონოდა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა. ადრეულ ასაკში დავიწყე ხატვა. სახლში მქონდა ხელოვნების ალბომები, რომელსაც უსასრულოდ ვათვალიერებდი. მუზეუმების ნახვაც მიხერხდებოდა, მაგრამ არც ისე ხშირად, რომ შესაძლებლობა მქონოდა ნამუშევრებს უშუალად გავცნობოდი.  ვოცნებობდი, რომ, მაგალითად, დამეთვალიერებინა  იტალიური რენესანსის ან ბაროკოს პერიოდის ხელოვნება, იმპრესიონისტების ნახატები. ეს მიუღწეველ ოცნებად მეჩვენებოდა. ზოგადად მოსწავლეების მუზეუმში რეგულარული ვიზიტი და საგანმანათლებო პროგრამებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია.  ფრიკის კოლექციაში“, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ოცნება ახდა. მე უშუალო კონტაქტი მაქვს მუზეუმის დამთვალიერებლებთან და სტუმრებთან.

მუზეუმში გამოფენილ ექსპოზიციის, ასე ვთქვათ, პირველი მნახველები გიდები არიან

ზოგადად ახალ გამოფენებს კურატორები გიდებსა და  მუზეუმის განათლების განყოფილების სხვა თანამშრომლებს აცნობენ; მათთან ერთად სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს გეგმავენ. ჯერ კურატორებისგან სწავლობ: კურატორი გაცნობს ექსპოზიციის თემას. გიხსნის რა ნამუშევრებია წარმოდგენილი და ამ ნამუშევრებით რა ნარატივის შექმნას ცდილობს , შემდეგ კი მუზეუმში მოსულ საზოგადოებას ექსპოზიციას აცნობ.

მეტროპოლიტენის მუზეუმის  მუდმივმოქმედი გამოფენა საოცრად მდიდარია,  თანამშრომლები კი  თავიანთ დარგებში წამყვანი სპეციალისტები არიან.  დროებითი გამოფენების   შექმნაში დიდი შრომაა ჩადებული. ისინი ხშირად ახლადმოკვლეულ ინფორმაციას ეფუძნება და მუდმივმოქმედი კოლექციის ნიმუშებთან უშუალო კავშირშია. ამგარი გამოფენების მიზანია ხელოვნებათმცოდნეობის თემის ახლებური ინტერპრეტაცია და გაშუქებაა.

ამჟამადმეტროპოლიტენშიმიმდინარეობს გამოფენა, რომელიც ოთხ სექტემბერს დასრულდება და რომელიც ქრონოლოგიურად ძალიან ფართოა და ერთ თემაზეა კონცენტრირებული: ესაა დაუმთავრებელი ნამუშევრები. ამ კოლექციაში ორასამდე ნამუშევარია, ორმოცი პროცენტი “მეტროპოლიტენისაა”, დანარჩენი კიმსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებიდან და კერძო კოლექციებიდან. არის ლეონარდო და ვინჩის გრაფიკული ნახატები, ასევე ჯექსონ პოლოკის ტილოები (გამოფენა მოიცავს პერიოდს რენესანსიდან XXI – ის  საუკუნის ჩათვლით). ეს პირველი გამოფენაა, რომელსაც დაუმთავრებელ ნამუშევრების ექსპოზიციად ვიცნობ. ახლახანსფრიკშიანტონი ვან დეიკისპორტრეტების ანატომია  დასრულდა. იგი მხატვრის მუშაობის პროცესსა და პორტრეტის შექმნის ეტაპებს მიმოიხილავდა.

რომელმა ექსპოზიციამ მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება

მართალია მეგუგენჰაიმის მუზეუმშიარ ვმუშაობ, მაგრამ იქ ნანახი გამოფენები ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ალბათ, ეს უნიკალური სივრცის დამსახურებაცაა. მაგალითად, აქ მინახვს ძალიან გრანდიოზული ექსპოზიციები, რომელიც თითო ქვეყნის ან კონტინენტის ხელოვნებას აშუქებს – ჩინეთის, აფრიკის, რუსეთის, ესპანეთის.

დაუვიწყარი იყო ესპანური ხელოვნების გამოფენაელ გრეკოდან პიკასომდე”, ასევე გამოფენა “Russia!”, სადაც რაც რვაასი წლის განმავლობაში რუსეთის სახვით ხელოვნებაში შექმნილა, ყველაფერი ნაჩვენები იყო. ექსპონატები ჩამოტანილი იყო რუსეთის ძირითადი მუზეუემებიდანტრეტიაკოვის, პუშკინისა და ერმიტაჟის კოლექციებიდან. ეს ნამუშევრების ერთად ხილვის უნიკალური შანსი იყო.  და კიდევ, ვასილი კანდინსკის დიდი გამოფენა.  ეს ექსპოზიცია, რომელიც 2009 წელს გაიხსნა, ამ ნოვატორი მხატვრის მთელს შემოქმედებას ფარავდა და არა მხოლოდ რომელიმე პერიოდს და ამითი იყო საინტერესო.

გიდობაში ისტორიკოსის პროფესია რამდენად გეხმარებათ?

ხელონების ნიმუშის სრულფასოვანი აღქმნა ისტორიული კონტექსტის გარეშე შეუძლებელია. აუცილებელია, რომ იმ ეპოქაზე წარმოდგენა გქონდეს, რომელშიც ნამუშევარი შეიქმნა. არიან ისტორიკოსები, რომლებიც არაჩვეულებრივად გადმოსცემენ სხვადასხვა ეპოქის ხელოვნებას. მაგალითად, ბრიტანელი ისტორიკოსი საიმონ შამა. მისი მოსმენა საჯარო ლექციებზე ან სატელევიზიო პროგრამაში ყოველთვის აღმაფრთოვანებელიაჩემს კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც დამთვალიერებელი რომელიმე ნამუშევარის შესახებ კითხვით მომმართავს, ვცდილობ, რომ ისტორიული გარემოც ავუხსნა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მისი თავისუფალი აზროვნება ფაქტებით არ გადავტვირთო და ამით არ შევზღუდო. მთავარია, მას  ფიქრის მიმართულება მივცე. როდესაც ადამიანი ხელოვნების ნიმუშს ხედავს, იგი თავისი შინაგანი სამყაროთი, განცდებითა და აზროვნებით ზოგადსაკაცობრიო თემებს უკავშირდება. სწორედ ამ კავშირის დამყარებისა გამო იგი მუზეუმს შეცვლილი ტოვებს. მე ამ ტრანსფორმაციის მჯერა.

რას ურჩევდით მომავალ გიდებს?

გიდი უნდა ეცადოს, რომ უფრო მეტად მუზეუმის სტუმრებს მოუსმინოს. მთავარია, რომ ტური გიდის მონოლოგად არ გადაიქცეს. მნახველს ხომ ინფორმაციის მიღება აუდიო ჩანაწერითაც შეუძლია. გიდები თუ გასაუბრების მეთოდს გამოიყენებენ, დამთვალიერებლებს ისეთ კითხვებს დაუსვამენ, რომელიც მათ დაფიქრებას მოსთხოვს, ამით ისინი ხელოვნების ნიმუშის ერთობლივი აღმოჩენის მონაწილენი გახდებიან. ეს კი ადამიანს დაუვიწყარ გამოცდილებას აძლევს, რაზეც სწორედ ჯ. დიუი წერდა და ეფექტური შემეცნების, სწავლის საფუძვლად  სწორედ ამას მიიჩნევდა.

მარიამ ოთხმეზური – ჩარლტონი "ფრიკის" მუზეუმში

მარიამ ოთხმეზური – ჩარლტონი “ფრიკის” მუზეუმში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია მერკვილაძე