puc3b1o-de-protesta

ფორმალურისა და რეალურის შესახებ

400 ლარი რუსული პენსია! ორმაგი მოქალაქეობა და რუსული პასპორტები! რუსული სამხედრო ბაზების დაკანონება! ამ განცხადებების გამო პარტიაცენტრისტებს” (ბედუკაძე, ხაჩიშვილი) არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა (თუმცა, პარტიის არჩევნებიდან მოხსნის  მიზეზად კანონის ფორმალური დარღვევა  დასახელდა).

საქართველო უბლოკო ქვეყანა უნდა გახდეს! დავიწყოთ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები! საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა იდგეს არც ერთი ქვეყნის ჯარი! ეს დაპირებები კი პარტია დემოკრატიულ მოძრაობაერთიან საქართველოს (ნინო ბურჯანაძე) ეკუთვნის. როგორც იტყვიან ხოლმეიპოვე  მსგავსება და განსხვავება ამ ორი  პოლიტიკური სუბიექტის დაპირებებში.

30 აგვისტოს ქალბატონი ბურჯანაძე პარტიითურთ რუსთავი 2-ს ესტუმრა.  ილაპარაკა  ქვეყნის უახლოეს  წარსულზე,  აწმყოსა და რაც მთავარია, შესაძლო მომავალზე. პოლიტბიოგრაფიული ფაქტების გახსენებისას არაერთი უზუსტობა  და ტყუილი მოგვახსენა.  თურმე ქალბატონი ნინო  პარლამენტის თავმჯდომარედ მოღვაწეობის დროს სააკაშვილს ომის დაწყებაში ხელს უშლიდა.  შემდგომში მათი გზები გაიყო,  სააკაშვილს მისი  მზრუნველი თვალი მოაკლდა, დრო იხელთა და  2008 წელს ომი მოაწყო.  არადა,  ცხინვალის რეგიონში  2004 წელს მომხდარი მცირემასშტაბიანი ომი ყველას გვახსოვს.  იმხანად  ქალბატონ ბურჯანაძეს ზემოთხსენებული თანამდებობა მყარად ეკავა.  ცხინვალთან გაჩაღებული სროლები (ორივე მხრიდან მსხვერპლით) მაშინ არ გაუპროტესტებია. კიდევ ერთი აბსურდული განცხადება რუსული არმიის საქართველოში ყოფნას ეხებოდა. მისი აზრით,  2008 წლის ომამდე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული ჯარი არ მდგარა. არადა,   ჯავაში რუსული სამხედრო ნაწილი და საწვრთნელი ბაზა 1990-იან წლებში შეიქმნა. რუსული არმიის სამხედრო ნაწილები  აფხაზეთშიც იყო. საქართველოს უახლესი ისტორიის ასე  სუბიექტურად გადმოცემის  მიზანი  გასაგებია – 2008 წლის რუსეთსაქართველოს  ომს  წინაპირობები არ ჰქონდა და რუსეთის აგრესია  ჩვენ თვითონ გამოვწვიეთო.

ქალბატონმა ბურჯანაძემ ომის დაწყებაში ისევ საქართველო დაადანაშაულა და პუტინს ხოტბადიდება შეასხა. “პუტინი ომის თავიდან აცილებას  ცდილობდა, სააკაშვილმა ომის დაწყება აიძულა”… “პუტინი უდიდესი პოლიტიკოსია” – რესპუბლიკის მთავარი პროდასავლური ტელევიზიის ეთერიდან  დაახლოებით ასეთ ლოზუნგები ისმოდა. რუსეთსაქართველოს ბოლო ომის თაობაზე სპეკულაციები დღემდე გრძელდება.  ერთი მხრიდან ჩამჭრელი კითხვაომი ვინ დაიწყო?” და  მეორე მხრიდან  მავნებლური პასუხი: “ომი სააკაშვილმა დაიწყო,  საქართველოს არ დაუწყია”

სინამდვილეში წმინდად ფორმალური თვალსაზრისით ომი საქართველომ დაიწყო.   ქართული შენაერთების მიერ ე.. სამშვიდობო ხაზის გადალახვა ომის დაწყებად ითვლება.  მაგრამ ეს საქმის მხოლოდ იურიდიულიფორმალური მხარეა.  ამ  ამბავს ფორმალურის გარდა სხვა უამრავი მხარე და წახნაგი აქვს (ბედუკაძის პარტიის გაუქმებისა არ იყოს). პოლიტიკოსები კი ამ მოვლენის ამა თუ იმ მხარეზე აქცენტირებას საკუთარი კარიერული ინტერესებიდან გამომდინარე  ახდენენ.

სინამდვილეში 2008 წლის ომის შედეგებით ყველაზე მეტად ქალბატონმა ბურჯანაძემ იხეირა.  სააკაშვილის (და ქვეყნის) ომში დამარცხება მისთვის კარიერული წინსვლის შანსად იქცა. ქალბატონ ნინოს პრეზიდენტის მოვალეობის  შემსრულებლად მუშაობამ ორჯერ მოუწია. ასე ვთქვათ, ქვეყნის ფორმალური პრეზიდენტი იყო. მადა ჭამაში მოდისო და ახლა  რეალურ მმართველად გახდომა მოუნდა.  კაცმა რომ თქვას, ამაში დასაძრახი არაფერია. ნებისმიერი პოლიტიკოსი  ქვეყნის ერთპიროვნულ მართვაზე ოცნებობს. პრობლემა იმაშია,  რომ ქალბატონმა ნინომ არა მხოლოდ სააკაშვილის საჯდომით გაცვეთილი სავარძლის,  არამედ ომის შედეგად შეცვლილი გეოპოლიტიკური  ვითარების სუნიც იყნოსა. მარტივი გამოთვლებით დაასკვნა,  რომ ომში დამარცხებულ ქვეყანას სტოკჰოლმის სინდრომი შეეყრებოდა.  ხალხში ანტიდასავლური განწყობები მოიმატებდა და რუსეთის მიმართ მორჩილება გაიზრდებოდა. ამის მიხვედრა არც ისე რთული იყო. ჩეჩნეთის მაგალითი ცხვირწინ გვაქვს (იქ მოვლენები უფრო დრამატულად განვითარდა,  თუმცა,  სცენარი იგივეა). ქალბატონმა ნინომ ჩათვალა, რომ კარიერული წინსვლისა  და წარმატების მისაღწევად პრორუსული ორიენტაცია უფრო პრაქტიკული და მოსახერხებელია.  ჩეჩნეთის ანალოგიას თუ გავყვებით, აღმოვაჩენთ, რომ  ქართველი პოლიტიკოსები და პოლიტიკანებიკადიროვის როლის” მოსახელთებლად იბრძვიან და პუტინის  მოწყობილ კასტინგზე მოხვედრას ცდილობენ:  ბურჯანაძე, ბედუკაძე, ინაშვილი, კვარაცხელია და ა..

რადიკალი მედასავლეთე  და პროევროპელი პოლიტიკოსი უცებ პუტინისტი და რუსეთუმე გახდა. ადრე  არაადეკვატური პოლიტიკოსები და  საზოგადო მოღვაწეები ნინო ბურჯანაძეს მასონად, ეროვნულობის წამრთმევად,  ქართველობის გამყიდველად  (პასპორტიდან ეროვნების რეკვიზიტის ამოღებისთვის)  და ათას უბედურებად მოიხსენიებდნენ.  პოლიტორიენტაციის შეცვლის შემდეგ ქალბატონი  ნინოც იგივე ენაზე ამეტყველდა და შეთქმულების თეორიების  გენერატორი გახდა. მასონებს და ქართველობის წამრთმევებს ახლა უკვე თვითონ ებრძვის. მისი ზემოთხსენებული არაადეკვატური კოლეგები  ახლა ტაშს უკრავენ და ზოგიერთი მათგანი მის პარტიაშიც გაწევრიანდა.

ქალბატონი ნინო  უფასო სარეკლამო  დროს კარგად იყენებს და ტელეეკრანებიდანუბლოკო სტატუსის” დაპუტინთან პირდაპირი მოლაპარაკების” მანტრას  იმეორებს. პუტინთან მოლაპარაკება ლამის ესქატოლოგიურ მოვლენად საღდება.  უნდა შევხვდეთ და მოვილაპარაკოთო. არადა, რუსეთის პრეზიდენტებთან ასეთი პირდაპირი უშუალო ისტორიული, განსაკუთრებული, ყოვლისმომცველი დაგვეშველა” მოლაპარაკება არაერთხელ გამართულა. გამსახურდიაელცინი, შევარდნაძეელცინი და შევარდნაძეპუტინი. ის კი არა და სააკაშვილმა პუტინთან შედვედრის წინ მოსკოვის ქართული ეკლესიაც კი მოილოცა. შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა: საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი  მოლაპარაკების დროს განგებ არ დავაყენეო.  ამ  თემით ხელახელა დაწყებული ქართულრუსული ურთიერობების მოწამვლა არ მინდოდაო.   მოკლედ, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი, არაპირდაპირი,  მიხვეული, მოხვეული და ა.. მოლაპარაკებები  25 წელი გრძელდება. უკვე ყველაფერი ითქვა, ყველა სიტყვა დაიხარჯა და ყველა შესაძლო  წინადადება ჩამოყალიბდა. ახალს ვერაფერს იტყვი. ნინო ბურჯანაძემ ჯადოსნური სიტყვები  არ იცის და პუტინს გონებას ვერ გაუნათებს.  იმპერიული ვირუსისგან ვერც დაჟინებული მზერით განკურნავს. ვერც  ჰიპნოზს ჩაუტარებს და გადმოიბირებს.  ეს  ‘’პირდაპირი მოლაპარაკება’’ ჩვეულებრივი ევფემიზმია და ადამიანურ ენაზე პუტინისთვის ქართული სახელმწიფოს ჩაბარებას ნიშნავს. ჩაბარება კი იგივე გაუქმებაა.

რუსეთმა ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს ორ რეგიონში ეთნოკონფლიქტები გააჩაღა, რის გამოც  სამი ომი და ათობით ბრძოლა გადავიტანეთ. მანვე მოგვიწყო ენერგო ბლოკადები, სავაჭრო ემბარგო, დივერსიები სტრატეგიულ ობიექტებზე, არაერთი სამხედრო აბოხება და ერთი სახელმწიფო გადატრიალება,  ტერორისტული აქტებიც კი. ეს ისტორია ყველამ იცის.  რუსეთმა ამ საქმეში დახარჯა უამრავი  დრო, ადამიანური, ფულადი და ინტელექტუალური რესურსი. დახარჯა საერთაშორისო რეპუტაცია და საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლეები.  რაღაც გაურკვეველი მოლაპარაკებით  ამ ყველაფერს ხაზს როგორ გადაუსვამს და ამდენ შრომას წყალში რატომ გადაყრის ?  წართმეულს რის გამო დაგიბრუნებს?  სანაცვლოდ რაღაც ხომ უნდა მიიღოს?

უბლოკო სტატუსის თუ სამუდამო ნეიტრალიტეტის გამოცხადებით რუსეთისგან ვერაფერს მივიღებთ.  საქართველო ‘’ნატოში’’ ვერ შევა და ეს რუსეთმა ყველაზე კარგად იცის. ევროატლანტიკიური საგარეო კურსით ვაჭრობა არ გამოვა, რადგან ‘’გასაყიდი’’ საგანი არ გვაქვს. რუსეთი ჩვენს პოლიტიკოსებს სიტყვაზე არ ენდობა.  არც ჩვენი დეკლარაციების და პარლამენტში მიღებული კანონების სჯერა. საქართველოს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობით ხელმოწერილი  დოკუმენტიც კი მისთვის ფარატინა ქაღალდია. მით უმეტეს, თუ ეს ქაღალდი უბლოკო სტატუსის გამოცხადებას ეხება.  “პირდაპირ  მოლაპარაკებაზე’’ პუტინი საქართველოსგან მხოლოდ ერთ შეთავაზებას მიიღებსსაქართველოს მთელ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების განთავსებაბაზები თბილისში, ახალქალაქსა  და ბათუმში (ცხინვალსა  და სოხუმში ისედაც აქვს).   ჩრდილოელი მეზობელის რეალური ინტერესი საქართველოს ტერიტორიის  უშუალოდ გაკონტროლებაა. უბლოკო  სტატუსის გამოცხადება რუსეთის იპერიულ ინტერესებს ვერ დააკმაყოფილებს. მას რეალური გარანტიები სჭირდება და არა ფორმალური დეკლარაციები. რეალური  გარანტია კი რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიის სამხედროპოლიციური ძალით კონტროლს გულისხმობს.

პოლიტიკაში წასული” მეციხოვნე ბედუკაძე ამომრჩეველს რუსული ბაზების დაკანონებას ჰპირდებოდა. ქალბატონი  ბურჯანაძეც იგივეს ჰპირდება, ოღონდ  შენიღბულად. მათ წინასაარჩევნო განცხადებებში სხვაობა მხოლოდ სტილისტურია.

აფხაზებსა  და ოსებს  მოელაპარაკეთ. ერთად  ცხოვრებაზე თუ შეთანხმდებით,  საწინააღმდეგო არაფერი გვექნება’’ – წართმეული ტერიტორიების  თაობაზე ჩვენს მიერ გამოთქმულ წუხილებს რუსეთი ამ ცინიკური განცხადებით პასუხობს.  ქალბატონი ბურჯანაძე  ამგვარ დამცინავ ფრაზებს  იმედისმომცემ  განცხადებად აფასებს.  არადა,  ყველა ხვდება, რომ აფხაზურ და ოსურ ელიტებს ამ ‘’ჩვენთან ერთად ცხოვრებაზე’’ ვერ დავითანხმებთ. მით უმეტეს, როცა რუსები ჩვენს ზურგს უკან სეპარატისტებს  შესაბამის ინსრუქციებს აძლევენ და თბილისთან  დათმობაზე წასვლას უკრძალავენ. თვალთმაქცობა დამაბნეველი ფორმულირებები და მანიპულაციები ქალბატონი პოლიტიკოსის მთავარი იარაღია. ამ მხრივ ბატონი ბედუკაძე გაცილებით წესიერად იქცევა: ის სახელმწიფო თვითმკვლელობისკენ პირდაპირ მოგვიწოდებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი