The Color After Red – ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა ნიუ იორკში

წელს შემოდგომის საგამოფენო სეზონი ნიუ იორკის ისტორიულ არტუბანში, ჩელსიში Emmaneul Fremin Gallery–მ ქართველი ხელოვანების კოლექციით გახსნა. The Color After Red – ასე ეწოდება მხატვართა ჯგუფის გამოფენას, რომელზეც ნამუშევრები ამერიკულმა არტპრომოუშენ კომპანიამ Madatart-მა (ხელმძღვანელი მარიტა დამენია) შეარჩია და ამჯერად გამოფენა – გაყიდვაზე ცამეტი ქართველი არტისტის ნამუშევარი წარადგინა.

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ეს ამ კომპანიის მიერ ორგანიზებული ქართველი მხატვრების ჯგუფური და სოლო მეოთხე გამოფენაა  (აგვისტოში, როგორც წესი, გალერეები იხურება), რომელზეც წარადგინეს როგორც საქართველოში, ასევე აშშ–ში მოღვაწე ქართველი ფერმწერები. ნამუშევრები სხვადასხვა დროსაა შექმნილი და ერთმანეთისგან სტილისტურად განსხვავდება, თუმცა მათ ის აერთიანებთ, რომ ყველა ავტორი ქართველია.

მარიტა დამენია ამბობს, რომ ამგვარი პრეზენტაციების მთავარი მიზანი ამერიკელ და ნიუ იორკის სტუმარ ხელოვნების მოყვარულთათავის ქართველი სამხატვრო ხელოვნებისა და ქართული კულტურის გაცნობა –  პოპულარიზაციაა. “მედეთარტი” ნოემბრის ბოლოს მესამე კატალოგსაც გამოსცემს, რომელშიც არა მხოლოდ ნიუ იორკის გალერეებში გამოფენილი არტისტების, არამედ სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრებიც მოიყრის თავს. კატალოგის პრეზენტაცია დეკემბერში, რიგით მეხუთე გამოფენაზე იგეგმება.

ცირა ახობაძე, ბესარიონ არბოლიშვილი, ნინო პაიჭაძე, ზაზა ხაბულიანი, ეკატერინე მერაბიშვილი, პაპუნა დაბრუნდაშვილი, ნანა გაგოშიძე, ბესარიონ როსტიაშვილი, თიკა გზირიშვილი, დავით არბოლიშვილი,  ალექსანდრე აჭარაძე, დავით დოთიაშვილი – ეს ის მხატვრები არიან, რომელთა ტილოების წარდგენით  გალერეამ (სადაც  Madatart–ის მიერ ამა წლის ივნისში სხვა  ქართველი მხატვრების პირველი პრეზენტაციაც გაიმართა) ერთგვარ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. შეიძლება ითქვას, რომ ჩელსიში და ზოგადად მსოფლიოს დედაქალაქში, ქართველი არტისტები უკვე ფორმალურადაც და არაფორმალურად თავს იმკვიდრებენ და მათ შესახებ  აქაურ სამხატვრო წრეებში საუბრობენ.

ბესარიონ არბოლიშვილის ზღაპრული ღამეების ორი ტილო, რომელზეც აციმციმებული სინათლის წერტილები ხეებზე, თეთრი მარმარილოს აივანზე და წყალზე მოლივლივე ნავებზე თამაშობს, შესაღამოვებული ნიუ იორკის ერთგვარი შორეულ გამოძახილს ჰგავდა.  ერთი კედელი კი სრულად დაეთმო ცირა ახობაძის გრაფიკულ ნამუშევრებს – აბსტრაქციებს (სულ ათი ნამუშევარი გამოიფინა), სადაც ცენტრალური ფიგურა ქალის სხეული და ქალის განცდებია. ერთ–ერთ გრაფიკაზე  ქალის თმებში ჩაქსოვილი ლექსია, რომლის სიტყვები ფრინველებად გადაიქცევიან. მხატვრის მხარდამჭერ ჯგუფს კი მაისურებზე ახობაძის ნახატებიანი მაისურები ეცვათ.

ნინო პაიჭაძემ წარადგინა 3D ფორმატში შესრულებული ფიროსმანის “მეთევზე” – ერთგვარი გასივრცებული ნიკალასებრი პრიმიტივიზმი. ავთანდილ გახოკიძის ნამუშევრები  ფერმკრთალი პეპლების ორი ტილო საშემოდგომო აურის თანაფარდ განწყობას ქმნიდა.

რუსთაველები: დავით დოთიაშვილი და ბესარიონ როსტიაშვილი ამ ქალაქის სამხატვრო სკოლაში ასწავლიან და ხატავან, ნიუ იორკში კი მათ ფერადოვანი აბსტრაქციები გამოიფინა. ნანა გაგოშიძის რამდენიმე ნამუშევარი, მათ შორის, „ნათურა“, აბრეშუმზე შესრულებული ცოცხალი ფერების კონტრასტული “ნაფლეთებია”, რომელთა კომბინაცია ბუნებრივი, პეიზაჟურია, ენერგეტიკულად დატვირთული და არა ხელოვნური.

ეკატერინე მერაბიშვილმა წარადგინა პასტელის ფერებით შესრულებული ფერწერული ექსპრესია – ოდნავ სევდიანი აბსტრაქტული ფიგურები. ახალგაზრდა მოქანდაკის  პაპუნა დაბრუნდაშვილის ქვაში გაცოცხლებული სამი სკულპტურა სიმბოლურად მთელის გახლეჩვის, გაყოფისა და გამრავლების პროცესს ასახავდა. პაპუნასთან ერთად მისი მეუღლის, თიკა გზირიშვილის აბსტრაქტული ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი.

წინასაშობაოდ, 6-11 დეკემბერს, როცა ნიუ იორკი მსოფლიოს ყველაზე ხმაურიან და მიმზიდველ ადგილად გადაიქცევა, Madatart-ის ინიციატივით, ისტორიულ და კოლორიტულ Orchard Street -ზე მდებარე Artifact Gallery -ში ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენა ისევ გაიმართება. მარიტა დამენია ამბობს, რომ “გამოფენის გახსნის ოფიციალური საღამოს, 7 დეკემბერს ამერიკელი სტუმრები არამარტო ქართულ არტს, არამედ ქართულ ღვინოსაც დააგემოვნებენ. ცირა ახობაძის, ნანა გაგოშიძის, პაპუნა დაბრუნდაშვილის, ავთანდილ გახოკიძისა და ნინო პაიჭაძის ხელოვნების თაყვანისმცემლებს გამოფენაზე მათი ახალი ნამუშევრების ნახვაც შეეძლებათ. დანარჩენი მხატვრების  ნამუშევრებს კი “მედეთარტის” დამთვალიერებელი პირველად იხილავს. გალერეა საკმაოდ მოზრდილია, ორ სართულს მოიცავს და ჯგუფის შედგენა ჯერ არ დასრულებულა. იმედი მაქვს, რომ ეს ექსპოზიცია ქართული ხელოვნების ამერიკულ ისტორიაში  ახალ სიტყვას იტყვის. გალერეის ვიტრინები ქუჩის ყველაზე ხალხმრავალ ბლოკზე გამოდის და შესაბამისად ამერიკელი და უცხოელი დამთვალიერებლის თვალს  გულგრილს  არ დატოვებს”.

The Color After Red

The Color After Red

The Color After Red

The Color After Red

The Color After Red.

The Color After Red.

The Color After Red

The Color After Red

The Color After Red.

The Color After Red.

The Color After Red

The Color After Red

The Color After Red

The Color After Red

The Color After Red

The Color After Red

The Color After Red

The Color After Red

7

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია მერკვილაძის ბლოგი