lza

ლიზა ჩხაიძის წარმატება „კარნეგი ჰოლში“

ამას წინათ ნიუ იორკში, “კარნეგი ჰოლში” მიმდინარე პრესტიჟულ კონკურსში Forte International მუსიკის მოყვარულების წინაშე ლონგ აილენდის კონსერვატორიის სტუდენტი (პედაგოგი – თამარა პოდდუბნაია), ქართველი პიანისტი ლიზა ჩხაიძე წარსდგა. ლიზამ გაიმარჯვა, პირველი ადგილზე გავიდა. ამ ღონისძიებამდე კი მან კონკურსში – President’s Cup მიიღო მონაწილეობა და იქაც საუკეთესო იყო – პირველი ადგილი აიღო. ლიზამ შემრჩევი კომისიის წინაშე საუკეთესო მონაცემების აჩვენა და ამიტომაც სწავლის გაგრძელების საკითხიც მარტივად გადაწყდა.

ერთი წლის წინ, მარტში, 15 წლის თინეიჯერი აშშ–ში პირველად მოსმენებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა, მანამდე კი თბილისში სამუსიკო სასწავლებელში ფორტეპიანოს განხრით (პედაგოგი ნატალია ნაცვლიშვილი) სწავლობდა, უფრო ადრე კი პირველი საფორტეპიანო კომპოზიცია ოთხი წლის ასაკში დაწერა და სიმღერების შეთხზვაც დაიწყო.

„ამ ორი კონკურსის შესახებ ჩემმა პედაგოგმა, პროფესორმა თამარა პოდდუბნაიამ შემატყობინა. ორივე კონკურსი ინტერნეტში ვიპოვეთ” – მიყვება ლიზა. “პროგრამა მოკლე დროში მოვამზადე და ფინალამდე მისაღწევი ორი ტური წარმატებით გავიარე. თითოეული ტურის შემდეგ ქულებს აცხადებდნენ, ჰოდა, მე საუკეთესო მაჩვენებლები აღმომაჩნდა. ალბათ, სამუსიკო კონკურსებში კიდევ მივიღებ მონაწილეობას, “კარნეგი ჰოლში” დაკვრა ჩემთვის მართლაც დიდი სიამოვნება იყო.  ვიცი, რომ  ბევრი ადამიანი ოცნებობს ამ სცენაზე ერთხელ მაინც გამოვიდეს”.

– როგორ დაიწყო თქვენი და კლასიკური მუსიკის სიყვარული?

liza 2– დედა, მარიკა მამალაძე ადრე პიანისტი იყო, მამა, ჯიმშერ ჩხაიძე – კომპოზიტორია. ასე რომ, ჩემს სახლში მუსიკა ყოველთვის ჟღერდა. რატომ მიყვარს კლასიკური მუსიკა? ალბათ,  იმიტომ, რომ ნებისემიერი ჟანრის განვითარება კლასიკური მუსიკის საბაზისო ელემენტებს მოიცავს, მარტივად რომ ვთქვა, კლასიკური მუსიკა ის საფუძველი და “სტარტაპია”, რომლის ცოდნაც აუცილებელია, თუნდაც იმისთვის, რომ ნებისმიერი სხვა ჟანრი განავითარო. ვუსმენ ყველანაირ მუსიკას, რადგანაც  ვიცი – იმისთვის, რომ რაიმე შექმნა, ინფორმაციას უნდა ფლობდე. ზოგადად მუსიკა ჩემი დიდი ინტერესის საგანია და მინდა თანამედროვე მიმდინარეობებზე საკმარისი ცოდნა მქონდეს. ვერ ვიტყვი, რომ მძიმე როკი მიყვარს, მაგრამ ამ მიმდინარეობასაც ვუსმენ.

–  ერთ მშვენიერ დღეს თქვენი ნაწარმოების მსმენელიც ხომ შეიძლება გახდეთ?

ვოცნებობ იმ დროზე, როცა სხვადასხვა ორკესტრები ჩემს ნაწარმოებებს შეასრულებენ, ცნობილი დირიჟორები კი იდირიჟორებენ. ანდა ჰოლივუდის ფილმებს  ჩემი დაწერილი “საუნდთრეკებით” გავაფორმებ. ჩემთვის განსაკუთრებული სიამოვნებაა ნაწარმოების სიმფონიურ ორკესტრთად ერთად შესრულება. მოკლედ, ძალიან ბევრი საქმე მაქვს და დროც – საკმარისი. მთავარია მონდომება და მიზანსაც მივაღწევ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია მერკვილაძის ბლოგი