ნესტან თათარაშვილის ბლოგი

რატომ არ მოხვდა გაეროს გენმდივნის სპიკერის სიტყვაში ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმი

რატომ არ მოხვდა გაეროს გენმდივნის სპიკერის სიტყვაში ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმი

11 აპრილს გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის სპიკერის სტეფან დუჯარიჩის ყოველდღიური ბრიფინგის ოფიციალურ თემებს (მდგრადი განვითარება, მიგრაცია, სირია, ჰაიტი, სომალი და სხვა) შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებული არჩევნებისა და რეფერენდუმის საკითხი არ იყო.

ამიტომაც მას კვირას, 9 აპრილს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხინვალში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის, რომლითაც ცხინვალის რეგიონს – “სამხრეთ ოსეთი – ალანიის სახელმწიფო” უნდა ეწოდოს, თაობაზე კომენტარი ვთხოვე.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ნატომ და საქართველოს მოკავშირეებმა უკვე შეაფასეს იგი, როგორც არალეგიტიმური. სპიკერმა მაშინვე ვერ მიპასუხა, მოგვიანებით მისთვის მიწოდებული ტექსტით კი შემდეგი განაცხადა:

“ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ჟენევის ფორმატის მონაწილეებს იმისთვის, რომ კონსტრუქციულად მიიღონ მონაწილეობა საგრძნობი წარმატების მისაღწევად და თავი შეიკავონ ნებისმიერი ცალმხრივი ქმედებისგან, რომელიც არაკეთილსაიმედოდ იმოქმედებს მშვიდობაზე რეგიონში და სადისკუსიო სამუშაოს შეაფერხებს. ჩვენ ვწუხვართ ნებისმიერი ამასწინანადელი ცალმხრივი მოქმედებების გამო”.

თუ გაეროს წარმომადგენლის საჯარო ენა ჩვეულებრივზე უფრო მეტად ზოგადი იყო, განსაკუთრებით “რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის” ხსენებისას,  სამაგიეროდ  მწვავე იყო ბოსტონელი ჟურნალისტის დამოკიდებულება, რომელმაც პირად საუბარში განმიცხადა გაეროს უფრო მეტი, ვიდრე “ფრთხილი” ლექსიკის მიუღებლობის/ წინააღმდეგობრიობის თაობაზე და ისიც, რომ კარგა ხანია იცის საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიძნელეების შესახებ და საქართველოს გულშემატკივარია.