ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

მერაბ ებრალიძე და მისი მოსწავლეები

მერაბ ებრალიძე და მისი მოსწავლეები

წელს “კარნეგი ჰოლმა” კიდევ ერთ ახალგაზრდა  ქართველ პიანისტს, სულ ერთი წლის წინათ ამერიკაში ჩამოსულ, 17 წლის ნუკა მჭედელაძეს უმასპინძლა. იგი პირველი არტისტია, რომელმაც ამ ლეგენდარულ არტსივრცეში ქართველი კომპოზიტორის, მერი დავითაშვილის საფორტეპიონი პიესა “ხორუმი  შეასრულა.

ნუკას ქართველი პედაგოგი მერაბ ებრალიძე ამჟამად ლონგ აილენდის კონსერვატორიაში საფორტეპიანო ფაკულტეტზე სტაჟირებას (პროფესორი თამარა ბოდდუბნაია) გადის, პარალელურად კი  აშშ-ის ქალაქებში (ნიუ იორკი, ფილადელფია) კონცერტების სერიას მართავს.

მერაბ ებრალიძის კონცერტი

მერაბ ებრალიძის კონცერტი

შარშან მაესტრო მერაბ ებრალიძე თბილისში რუსთაველის თეატრის საკონცერტო  დარბაზსა და ქუთაისის ოპერის თეატრში თერთმეტწლიანი განშორების შემდეგ მსმენელის წინაშე პიანისტის ამპლუაში კვლავ წარსდგა. ორივე კონცერტი მერაბისა და მისი თანამოაზრეების ორგანიზებული იყო. მან თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად (დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე) საქართველოს დამსახურებული არტისტის, თენგიზ ჭუმბურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე შოპენის ორი საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა.

მერაბ ებრალიძე და დავით ღვინიანიძე

მერაბ ებრალიძე და დავით ღვინიანიძე

მერაბ ებრალიძე

მერაბ ებრალიძე

მერაბ ებრალიძე აშშ–ში თავისი პროფესიული, შემოქმედებითი მიზნების განსახორციელებლად ჩამოვიდა და მას მერე გარდა სოლო საკონცერტო მოღვაწეობისა, აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. იგი  აშშ–ში მიმდინარე გერშვინის სახელობის მუსიკოს – შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრიცაა.

შარშან, ივნისში, მერაბ ებრალიძის ინიციატივით საქართველოს მასშტაბით ამ კონკურსისთვის შესარჩევი ტურები ჩატარდა. ასზე მეტ მონაწილეთაგან ოთხ კატეგორიაში (ვოკალისტები, პიანისტები, სიამებიანი და ჩასაბერები ინსტრუმენტალისტები) ოცდაერთი ბავშვი შეირჩა,  ექვსი მათგანი  კონკურსში მონაწილეობას სრული დაფინანსებით მიიღებს.  მათ შორის არიან ისინიც, ვინც მაესტროს ფინანსური დახმარებით აშშ–ს ესტუმრებიან. ნიუ იორკში კი  მერაბ ებრაძლიძის მოსწავლეებმა არა მარტო წარმატებული საკონცერტო შედეგებით, არამედ საკონკურსო მიღწევებითაც შეუძლიათ დაიკვეხნონ. მაგალითად, 2017 წლის Long Island Soloist Competition–ის  გამარჯვებულებმა, ექვსი წლის ლუკა გოგუაძემ და ნუკა მჭედელაძემ.

მერაბ ებრალიძე მოსწავლეებთან თარა ქავთარაძესა და ლუკა გოგუაძესთან ერთად.

მერაბ ებრალიძე მოსწავლეებთან თარა ქავთარაძესა და ლუკა გოგუაძესთან ერთად.

პედაგოგთან თამარა პოდდუბნაიასთან და მოსწავლეებთან ერთად.

პედაგოგთან თამარა პოდდუბნაიასთან და მოსწავლეებთან ერთად.

მერაბ ებრალიძის მოსწავლეებს შორისაა ათი წლის თარა ქავთარაძეც, რომელმაც  Young  Pianist Concerto Competition 2017 –ში გაიმარჯვა (პირველი ადგილი), ჯილდოდ  Central Jersey Symphony Orchestra –სთან ერთად დაკვრის შანსი მიიღო და ამა წლის სამ ივნისს პრინსტონში დაუკრა კიდეც პოლუნინის  კონცერტი ფორტეპიანოსთვის და ორკესტრისთვის. ამ კონკურსის დიმპლომანტი/ფინალისტი ებრალიძის ორი სტუდენტიც გახდა:  ვიქტორია ბაიარდი და ჯეისონ ჩენი, რომლებიც  “კარნეგი ჰოლის” სცენაზე გამარჯვებულების სტატუსით წარსდგნენ.  სხვათა შორის,  ამ კონკურსის შესარჩევი და ფინალური ტურის გამარჯვებული იყო ლუკა გოგუაძეც, რომელმაც ორკესტრთან ერთად ი. ბერკოვიჩის  საფორტეპიანო კონცერტის მეორე და მესამე ნაწილი შეასრულა.

“ლუკა ჩემი სტუდიის  ერთ–ერთი გამორჩეული, ძალიან ნიჭიერი მოსწავლეა,” – ამბობს მერაბი, “– იშვითად მინახავს ამ ასაკის ამდაგვარად მობილიზირებული და მონდომებული ბავშვი, რომელიც თავის საქმეს ასეთი პასუხისმგებლობით ეკიდება. დარწმუნებული ვარ, რომ მას ხელოვნებაში  სერიოზული წარმატებები ელის. იგი ექვსი წლისთვის მართლაც უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ზოგადად ამ ასაკის ბავშვმა შეიძლება შესძლოს“.

ამა წლის 16 დეკემბერს  “კარნაგი ჰოლი” ისევ უმასპინძლებს ქართველ არტისტს. ამჯერად იქ უკვე მერაბ ებრალიძე  AP Concerto International Competition – ის ( ამ კონკურსის მონაწილეთათვის ასაკობრივი ზღვარი დაწესებული არაა)  ლაურეატების გალა კონცერტსა და დაჯილდოვებაში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე კი მან 2017 – ის  მარტში ჩატარებულ  ამ კონკურსზე  მეორე ადგილი და ლაურეატის წოდება დაიმსახურა.

მერაბ ებრალიძის სამომავლო გეგმებში, ცხადია, საქართველო კვლავინდებურადაა. მანამდე კი “ბარიშნიკოვის ცენტრში” გერშვინის კონკურსის მონაწილე ქართველი მონაწილეების კონცერტი გაიმართება. მასთან ერთად ამ ღონისძიების თანაორგანიზატორია ქართველი მომღერალი, ფონდის  -“მსოფლიო ტალანტები  დამფუძნებელი დავით ღვინიანიძე.  ამა წლის 18 ნოემბერს ნიუ იორკის “სკანდინავიურ სახლში  ქართული კლასიკური ჰიტების კონცერტიც იგეგმება. ორივე ხელოვანი ერთმანეთთან ნაყოფიერად თანამშრომლობს და ორივე მუსიკოს-შემსრულებელთა  არაერთი საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრია.

” რაა ხელოვნებაში წარმატების საწინდარი? შრომისმოყვარეობა, ნიჭი, ფანატიზმი და უბრალოება” – ამბობს მერაბ ებრალიძე და სამომავლო საკონცერტო მარშრუტებს გეგმავს: სოლო კონცერტი კანადაში, 16 სექტემბერს American Opera House – ში კონცერტი, სადაც მაესტრო სხვა არტისტებთან ერთად მსმენელს სოლო და კამერული მუსიკის ჰიტებს სთავაზობს და კიდევ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ – დიდი პროექტი საქართველოსთვის.

მერაბ ებრალიძე ახალგაზრდა მუსიკოს–შემსრულებლებთან ერთად.

მერაბ ებრალიძე ახალგაზრდა მუსიკოს–შემსრულებლებთან ერთად.

მერაბ ებრალიძის მოსწალე ვიქტორია ბაიარდი "კარნეგი ჰოლის" სცენაზე

მერაბ ებრალიძის მოსწალე ვიქტორია ბაიარდი “კარნეგი ჰოლის” სცენაზე

მერაბ ებრალიძის მოსწავლე ნუკა მჭედელაძე "კარნეგი ჰოლში"

მერაბ ებრალიძის მოსწავლე ნუკა მჭედელაძე “კარნეგი ჰოლში”