გაეროს გენმდივანი ანტიონიო გუტიერეში  და გაეროში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე.

საქართველო “ჰიბრიდულ ომში” გაეროში გაწევრიანებიდან 25 წლის შემდეგ

ოცხადუთი წლის წინათ, 1992 წლის 31 ივლისს, საქართველო გაეროს 179–ე წევრი ქვეყანა ოფიციალურად გახდა. ორ კვირაში კი აფხაზეთში ომი დაიწყო და გახანგრძლივებული სამოქალაქო ომის პირობებში ქვეყანამ არა მარტო ვერ შეინარჩუნა არსებული საზღვრები, არამედ რუსული იმპერიისთვის კიდევ ერთხელ მარტივი  სამიზნე გახდა; “ერთმორწმუნისა“, რომელმაც რეალურად  საქართველოს დამოუკიდებლობა დღემდე არ სცნო.

გაეროს წევრობიდან თექვსმეტი წლის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი თავისიპროტექტორატიდანოფიციალურად საკუთრებაში გადაიყვანა შენიღბული სახელით – “დამოუკიდებლობის ცნობა“.

ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაეროს შტაბ–ბინაში საქართველოს დროშის აღმართვა. ივლისი, 1992 წ.

ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაეროს შტაბ–ბინაში საქართველოს დროშის აღმართვა. ივლისი, 1992 წ.

2008 წლის აგვისტოს ომის ცხრა წლის თავზე ნიუ იორკში გაეროში ქართული მისიის ხელმძღვანელმა კახა იმნაძემ პოლიტიკურ საკითხებში გაეროს გენმდივნის მოადგილესთან მიროსლავ იენჩასთან შეხვედრა გამართა. ქართველმა დიპლომატმა გენმდივნის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას კვლავ განაგრძობს. შეშფოთება გამოითქვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების, ასევე ე.. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვისა და საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის გამო, რაც მოსახლეობის გადაადგილების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს.

შეხვედრისას აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვა, რაც უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ხელს უშლის

შეხვედრის შემდეგ კახა იმნაძეს რამდენიმე შეკითხვა დავუსვი.

– “მცოცავი ოკუპაცია“, როგორც ტერმინი რამდენად დამკვიდრებულია თუ მკვიდრდება საერთაშორისო სამართალში? არსებობს თუ არა ამის პრეცენდენტი მსოფლიო ისტორიაში? ანუ,  ვგულისხმობ,  დამპყრობლური ომის შემდეგ საზღვრების  ამგვარ მცოცავ, “მშვიდობიანპერმანენტულ გადასინჯვას

– “მცოცავი ოკუპაციათუ “დროებითი ოკუპაცია“, ან “ბორდერიზაცია“, ასევე “პასპორტიზაციადა კიდევ ბევრი სხვა ელემენტი (თუნდაც სოციალური ქსელების გამოყენება, .. Fake News და ა..) ჰიბრიდული ომის წარმოების ის მეთოდებია, რომლის პრეცენდენტებიც ადრე არ ყოფილა. დღეს ამის შესახებ უკვე ბევრ საუბრობენ როგორც ევროპაში, ასევე სხვაგანაც. ფაქტია, რომ ახალმა დრომ, ახალმა რეალობამ ბევრი ისეთი ახალი გამოწვევა შემოიტანა საერთაშორისო ურთიერთობებში, რომლებიც დღეს საერთაშორისო სამართალში შესაძლოა ადეკვატურად ჯერ არც იყოს ასახული. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად ნებისმიერი სამართლებრივი ნორმა რომ აღსრულდეს, საჭიროა შესაბამისი სასამართლო მექანიზმის არსებობა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC), მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ), ბევრი ქვეყანა არ არის სასამართლოს წევრი ან არ აღიარებს მის სავალდებულო იურისდიქციას. ხშირია საერთაშორისო სამართლის ნორმების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია დიდი სახელმწიფოების მხრიდანაც ხოლმე. ასეთ პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო აზრის (როგორც პოლიტიკურის, ისე საზოგადოებრივის) ფორმირება, რადგან სწორედ ის ხდება შემდგომში ამა თუ იმ ქვეყნის ან ქვეყნების ჯგუფის პოლიტიკის განმსაზღვრელი. ამ მიმართულებით კი შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო აზრი და შესაბამისად საერთაშორისო თანამეგობრობა ადეკვატურად აღიქვამს ზოგადად საქართველოში და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და ეს აზრი, საერთაშორისო თანამეგობრობასაქართველოს მხარესაა, სიმართლის და სამართლის მხარესაა.

– სოჭის ოლიმპიადამდე რამდენიმე კვირით ადრე რუსეთმა საქართველოს საზღვარი თერთმეტი კილომეტრით გაგრის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში გადმოწია. მაშინ მმართველი პოლიტიკური ძალა ამბობდა, რომ ეს ოლიმპიადის ჩატარების უსაფრთხოების მიზნით მოხდაო.  რა ბედი ეწია იმ ჩვენს თერთმეტ კმ-ს?

– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ოლიმპიადის შემდეგ, საკონტროლო გამშვები პუნქტები პირვანდელ პოზიციებს დაუბრუნდა. თუმცა აქ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ის თერთმეტი კილომეტრია, არამედ ზოგადად ოკუპაციის თემა და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მთელი აფხაზეთის რეგიონი. მსგავსი, თუ სხვაგვარი ექსცესებისგან დაზღვეულნი არ ვართ, რადგან, გასაგები მიზეზების გამო, საქართველო ვითარებას ოკუპირებულ რეგიონებში ვერ აკონტროლებს. დეფაქტო კონტროლს სწორედ ოკუპანტი ძალა ახორციელებს და მას ადგილზე ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ოკუპანტის მხრიდან ნებისმიერი ქმედება არალეგიტიმურია, საზღვრის ნებისმიერი ფორმით ცვლილებას ემიჯნება საერთაშორისო საზოგადოება, რადგან მსგავსი ქმედებები არალეგიტიმურია და არღვევს გაეროს ქარტიასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს

შეხვედრა პოლიტიკურ საკითხებში გაეროს გენმდივნის მოადგილესთან მიროსლავ იენჩასთან.

შეხვედრა პოლიტიკურ საკითხებში გაეროს გენმდივნის მოადგილესთან მიროსლავ იენჩასთან.

როგორი დამოკიდებულებაა თუნდაც “დევნილთა რეზოლუციისმომხრე ქვეყნებს შორის მცოცავი ოკუპაციის  მიმართ და გიგა ოთხოზორიას მკვლელის გათავისუფლების მიმართ? რა სანქციები შეიძლება ამოქმედდეს ამ შემთხვევაში (თუ არ ჩავთვლით ტრამპის  ამასწინანდელ სანქციებს?) ანუ ვგულისხმობ სისხლის სამართლებრივ ჭრილსაც

  თემის ცნობადობა გაეროსმოედანზესაკმაოდ მაღალია და მისი შენარჩუნება, წევრიქვეყნების მუდმივად ინფორმირება ჩვენი მისიის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. არა მხოლოდ აგვისტოს ომის ცხრა წლისთავთან დაკავშირებით ჩვენს მიერ გამართული ღონისძიების, არამედ ყველა თემატურ საკითხზე გაეროს ფარგლებში (გენერალური ასამბლეა, უშიშროების საბჭო, ძირითადი კომიტეტები) გამოსვლისას ჩვენი მხრიდან შესაბამის ჭრილში ხდება საქართველოს პრობლემატიკის დაყენება, როგორც ელჩის, ასევე მისიის თანამშრომლების, ექსპერტების დონეზე, რაც ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა. იგივე ეხება მაღალ დონესაც. საგარეო საქმეთა მინისტრის და მინისტრის მოადგილეების მხრიდან გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან, გენერალური ასამბლეის თუ უშიშროების საბჭოს ფორმატში ძალიან მკაფიოდ იქნა ყველა თემა წამოწეული, რაც მეტად მნიშვნელოვანი იყო.

მე, ცხადია, ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე, მხოლოდ ნიუ იორკს ვეხები, მაგრამ ჩვენი მისია არაა ცალკე, განყენებული ორგანიზმი, იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის ნაწილია. როგორც ჩვენი მისია, ასევე საქართველოს სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობები სხვადასხვა ქვეყნებში თუ რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთი სქემით ვმუშაობთ, რასაც საგარეო საქმეთა სამინიტროს ინსტრუქცია ჰქვია. სხვა სიტყვებით, სამინისტროს ცენტრალური ხელმძღვანელობით კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა გაშლილია ყველა მიმართულებით, როგორც გაეროს, ასევე ეუთოს, ევროსაბჭოს, ევროკავშირის, ნატოს, სხვადასხვა დედაქალაქების მიმართულებით.

თქვენ ახსენეთ “დევნილთა რეზოლუციისმომხრე ქვეყნები. მათი მხრიდან არის საქართველოს ცალსახა მხარდაჭერადროებით ოკუპაციასთანმიმართებაშიც. მეტიც, ამ მხრივ მხარდაჭერა გვაქვს იმ სახელმწიფოების მხრიდანაც, რომლებიც სხვადასხვა გარემოებათა გამო ჩვენს რეზოლუციას ჯერ მხარს ვერ უჭერენ. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებზე გაეროს 193 ქვეყნიდან აღიარებს ყველა, გარდა რუსეთისა და კიდევ სამი სახელმწიფოსი (ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ), რომლებიც რუსეთის წნეხსა და მოსყიდვას დაჰყვნენ.

რაც შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელობას, ეს თემა მუდმივად ჩვენს დღის წესრიგშია, როგორც ჟენევის, ასევე სხვა საერთაშორისო თუ რეგიონულ ფორმატში. 2017 წლის 17 მარტს ინტერპოლმა რაშიდ კანჯიოღლიზე წითელი ცირკულარით დაკავების ბრძანება გამოსცა. სამწუხაროდ, როგორც ადრე უკვე აღვნიშნე, როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას დღეს არ შეუძლია ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი იურისდიქციის გავრცელება. მაგრამ, ისტორია გვასწავლის, რომ ეს ყველაფერი დროებითია. ათწლეულების შემდეგაც დასჯილან მეორე მსოფლიო ომის დროს ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებებისთვის თუ სამხედრო დანაშაულებებისთვის. ამდენად, სამართალი გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამოც აუცილებლად დადგება

 “რუსეთი ისჯება სხვადასხვა დესტრუქციული ზომების, მათ შორის უკრიანისა და საქართველოს ტერიტორიების ანექსიისა და ოკუპაციის გამო” ვკითხულობთ აშშის წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტში, რომელიც რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს ანუ გარდა იმისა, რაც ობამას ადმინისტრაციისას არსებობდა. ახალი სანქციების ობიექტებია რუსეთის რკინიგზა, სავაჭრო ფლოტი, სამთოსამრეწველო, მეტალო და ენერგოინდუსტრია. როგორი დამოკიდებულებაა ჩვენს დასავლელ პარტნიორებში იმ საკითხის მიმართ, როცა ევროპაამერიკა სანქციებს რუსეთს უწესებს, ხოლო ამ ქვეყნის დამპყრობლური პოლიტიკის პირდაპირი მსხვერპლი საქართველოარა

      რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები (კონკრეტული ქვეყნების ან ქვეყანათა ჯგუფის, ევროკავშირის მხრიდან), განსაკუთრებით კი ამერიკის კონგრესის ბოლოდროინდელი აქტი მართლაც მეტად მნიშვნელოვანი იყო და ამაზე არაერთი კომენტარიც გაკეთდა შესაბამისი კომპეტენციის პირთა მხრიდან. მე, როგორც გაეროსთან მუდმივი წარმომადგენელი, მხოლოდ გაეროს გადასახედიდან ვისაუბრებ. გაეროს მხრიდან სანქციები რუსეთისადმი არ არსებობს და ვერც იარსებებს თავად გაეროს მექანიზმებიდან გამომდინარე. სანქციების დაწესებას უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება ანუ რეზოლუცია ესაჭიროება. უშიშროების საბჭოში კი რუსეთს ვეტოს უფლება აქვს.

    სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების გადასინჯვის დროს დასავლეთისთვის რამდენად რელევანტურია წინა ხელისუფლებაზე მუდმივი აპელირება და არსებობს თუ არა ზუსტი მონაცემები (მეტრსანტიმეტრის სიზუსტით), რამდენი კმ/ 2 დაიკარგა 1900-იანებში, 2008-ში და 2008-დან ვიდრე დღემდე?

  მეტრსანტიმეტრის სიზუსტით ვერ ვიტყვი თუ რა დაიკარგა 1900-იანებში და რა არის ამჟამად ოკუპირებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საზღვრის ერთდერთი მონაკვეთი, სადაც სიცხადე იყო, გახლდათ საქართველოთურქეთის სახელმწიფო საზღვარი. ყველა სხვა საზღვარი საბჭოთა კავშირის დროს შიდა ადმინისტრაციულ საზღვარს წარმოადგენდა და ხშირად მათი კორექტირება ამა თუ იმ აქტით ხდებოდა.

გაეროს გენმდივანი ანტიონიო გუტიერეში და გაეროში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე.

გაეროს გენმდივანი ანტიონიო გუტიერეში და გაეროში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დღის წესრიგში დადგა მეზობელ სახელმწიფოებთან საზღვრის დემარკაციის საკითხი. ამ თემაზე შესაბამისი სახელმწიფო კომისია მუშაობს და ეს ინფორმაცია მე არ მაქვს. არც არის ჩემი კომპეტენციის საგანი. მაგრამ რადგან საზღვრებზე ვსაუბრობთ, შემიძლია ერთი ეპიზოდის შესახებ გითხრათ. დაახლოებით ორწლიანი მუშაობის შედეგად (საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით ამაში ძალიან აქტიურად იყო ჩართული ჩვენი მისია, რადგან მუშაობა მიდიოდა გაეროსტერიტორიაზე“) განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები Google-ის რუკების საძიებო სისტემაში და იქ შესაბამისად დაფიქსირდა არა მხოლოდ საქართველოს სწორი საზღვრები ოკუპირებული რეგიონების თვალსაზრისით, არამედ აღნიშნულ რეგიონებში ქართული ტოპონიმიკა და მისი შესატყვისი ინგლისური ვერსიები. საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში ამას ყველაფერს თავისი შესაბამისი მნიშვნელობა აქვს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი