ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ნიუ იორკის ორივე უბანზე არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ მოიგო

ნიუ იორკის ორივე უბანზე არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ მოიგო

28 ნოემბერს ნიუ იორკში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის საქართველოს გენერალურ საკონსულოში მერვე და მეცხრე საარჩევნო უბნები დილის რვა საათიდან ღამის 12 საათამდე ღია იყო.  ამომრჩეველთა მეტი აქტივობა დღის საათებში დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ ოთხშაბათი სამუშაო დღე იყო. ბოლო ამომრჩეველი უბნის დახურვამდე ათი წუთით ადრე მოვიდა.

არჩევნები ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

ხმები ასე გადანაწილდა:

მერვე უბანი

[checklist]

  • გრიგოლ ვაშაძე – 369 ხმა
  • სალომე ზურაბიშვილი – 213

[/checklist]

 

მეცხრე უბანი

[checklist]

  • გრიგოლ ვაშაძე – 464
  • სალომე ზურაბიშვილი – 236

[/checklist]

არჩევნები ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო

28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურშიც ნიუ იორკში გრიგოლ ვაშაძემ მიიღო ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა – 77,79 პროცენტი.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის დაახლოებით 4500 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული,  ცესკოდან ნიუ იორკში ამ ორ უბანზე გამოგზავნილ იქნა 2 100 და 2 500 ბიულეტენი.

მერვეზე უბანზე სიაში გახლდათ 2 147 ადამიანი, მეცხრეზე – 2 508. ორივე უბანზე არჩევნებში მონაწილეობა  კი მიიღო 1307 ამომრჩეველმა.  დაიწერა ერთი საჩივარი. ორივე უბანზე ჯამში 25 ბიულეტენი სცნეს ბათილად.

არჩევნები ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო