რა არის სამზარეულო? სუნი, პირი, თითებით შეგრძნება, ნელი-ნელ დაგემოვნებით (და არა სკდომით), სიამოვნებით, გახსნილობით და ახალის აღმოჩენის და დაფასების/მიღების უნარით, სურვილით, ვნებით, შინაარსით და ფორმით, ჯერ ნელა მიპარვით, მერე მთავარზე გადასვლით, თან თრობით, ბოლოს სიტკბოთი … მოკლედ, ვნებაა, ჟინია და გატაცება. გაზიარების და სიყვარულის გაცემის სურვილია. როგორც სიყვაულში, კერძების მზადების პროცესშიც სიამოვნების მინიჭებაც ისეთივე გემრიელია, როგორც მისი მიღება. მოკლედ, წინ მძიმე წელი მელის და ვერ დაგპირდებით რომ ბევრს დავწერ, მაგრამ ფეისბუქიდან მაინც დავიწყებ რეცეპტების გადმოტანას ნელი-ნელ. იმედია შევხვდებით ხანდახან ჩვენსს სამზარეულოებზე სასაუბროდ. კეთილი იყოს თქვენი და ჩემი ფეხი აქ. აბა, ბონ აპეწი !

22653

Soupe aux brocolis / ბროკოლის სუპი, უმარტივესი

 სამზარეულოში პროდუქტის პატივისცემა ჩემთვის ერთერთი უმთავრესი პრინციპია. თუ მიჩეხ-მოჩეხე, ათასი საკმაზით გადაფარე და ან კიდევ ნახევარი... იხილე მეტი