“ნაწყვეტები ქართული კოსმონავტიკის ისტორიიდან”

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქვეყანა, სადაც არასდროს წვიმდა.
არასდროს  წვიმდა? ხო არასდროს  წვიმდა! მაშინ დასასრული.

არა… არა… ასე არ წავა 4 გვერდი დაწერეო მთხოვეს ო.კ. მაშინ:

“ნაწყვეტები ქართული კოსმონავტიკის ისტორიიდან”

რატომ არ გვყავს ქართველებს კოსმონავტები? რატომ არ არის ჩვენ ქვეყანაში კოსმოსური ინდუსტრია განვითარებული, თავის ხომალდების წარმოებით, თავის კოსმოდრომებით და კოსმოსური დახურული ქალაქებით?

იმიტომ რომ ძვირია და რთულია, იმიტომ რომ საჩალიჩოა და ბევრია სასწავლი, იმიტომ რომ სარისკოა და მოითხოვს დისციპლინას?
არა და კიდევ ერთხელ არა!!!

იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ნაღდი შოუმენების უნიკალური ძირძველი მამა-პაპური ტრადიცია, სახელწოდებით “თამადები”, ანუ სუფრის DJ-ეები, ანუ ხომალდის კაპიტნები და მათი Booking-ი ჯდება არამც თუ ამხელა კოლოსალური თანხები, რაც ჭირდება კოსმონავტიკის მშენებლობას ამ პატარა ქვეყანაში, არამედ 1 კოსმონავტის შლემზე ანუ კასკაზე უფრო ბევრად იაფი სადღაც 100 აშშ-დან ზევით.

თამადები _ ისინი არიან დაბადებული ლიდერები, სუფრის ჯადოქრები, გიპნოზიორები, ილუზიონისტები, რომლებიც იმ ხალხის ჯგუფს, რომლებიც მის კუთვნილ სუფრას ეკუთვნიან კოსმოსური ხომალდის და მთელი ამხელა ინდუსტრიის და დანახარჯების გვერდის ავლით, უბრალოდ ტკბილი სიტყვით და ჯადოსნური სასმელით უჩითავენ იდეოლოგიურ კოსმოს. აი ისე, ანანიზმის პონტში; სადაც ყველაფერი ხდება ვისთანაც და სადაც და როცა და როგორც გინდა, რეალური შეხების გარეშე. ლოზუნგით “ვისაც ჩვენი დალაგებული არ ევასება იმის ანგრეულს ტუუუუუუ…”

ხოლო ერთი კია, ანანისტებს ყოველთვის გაზვიადებული წარმოდგენა აქვთ უბრალოდ სექსზე.. ნუ ეს ჩვენში დარჩეს.

თამადობა ,ეს დისიდენტური მოძრაობა ,აყვავდა და თავის განვითარების მაქსიმუმს მიაღწია ჯერ კიდევ მაშინ, იმ ავადსახსენებელ კომუნისტურ ეპოქაში, როცა სიტყვის უფლება და ფრენის სურვილი,  ისჯებოდა ქვეყნის მორალით და კონსტიტუციით. ხოლო სასჯელაღმსრულებელი ორგანოებიც ანუ “ზონები,” ისეთ საკურორტო ქვეყნებში კი არ იყო განთავსებული, როგორიც ჩვენი დედა საქრთველოა, სადაც 10 თვე მზეა, (მართალია კეთილი გოგოების გარეშე, მაგრამ მაინც ხო მზეა), არამედ იქ, სადღაც შორეულ ციმბირში, სადაც 13 თვე თოვლის შტორმია და ყინავს. მაგრამ კეთილი გოგები კი უხვად არიან. მაგრამ ასეთი მზე ხომ არ არის მაინც. ანუ ან მზე ან კეთილი და მხიარული გოგოები? ო.კ. მზე!!! დანარჩენს თამადა მოაგვარებს… არადა ორივე ერთად მზეც და კეთილი გოგოებიც რა მაგრად დაგლიჯავდა, არა? მაგრამ ასე, ყველამ ვიცით რომ არ ხდება….

როცა 80-იანების ბოლოს, დიდი საბჭოეთი დაიშალა, ჩვენ გადავწყვიტეთ არ მიგვებაძა მასონური, ბინძური, ამორალურად გახრწნილი კაპიტალისტური დასავლეთისთვის და ჯიგრულად ბოლომდე შეგვენარჩუნებინა   ჩვენი ნაღდი, ქართული, მამა-პაპური ტრადიციები. რას მოვიფიქრებდით უკეთესს, თუ არა თამადობის ინსტიტუტი გადაგვექცია საპრეზიდენტო ინსტიტუტად და ასე და ამგვარად გახდა ერთ დროს დისიდენტური, ჭეშმარიტად ქართული ნაღდი ძირძველი მოძრაობა “თამადობა” საპრეზიდენტო ინსტიტუტად და იდეოლოგიად.

კრემლიდან მოვიდა ბრძანება რომ დაიშალა ქვეყანა. აირია სამყარო. მეტი ამ დედამიწაზე ჩვენ აღარ დაგვედგომება და თავს მხოლოდ კოსმოსში გაფრენით თუ ვუშველიდით.

შედგა პირველი დამოუკიდებელი დემოკრატიული არჩვევნები ხომალდის კაპიტნობაზე და თამადათ, ანუ ქვეყნის პრეზიდენტად ,ანუ ხომალდის კაპიტნად დაინიშნა სამშობლოზე მეტისმეტად გულანთებული და ჭეშმარიტზე მეტი მამულიშვილი ვინმე D.J. ზვიო. ასე შეიქმნა პირველი და უკანასკნელი (ჯერ-ჯერობით) საბჭოთა იმპერიის ნარჩენებით აგებული ნაღდი ქართული კოსმოსური რაკეტა. პატრიოტი კოსმონავტების გუნდით და თავის პატარა, მაგრამ მაინც დამოუკიდებელი კოსმო-ინდუსტრიით.

როცა 15 კოსმოსური ხომალდი, ყოფილ საბჭოთა კოსმოდრომზე მშვიდათ და წყნარად გადიოდა ტექნიკურ დათვალიერებას და მეგობრულად და საზეიმოდ აპირებდა კოსმოსში გაჭრას, ამ დროს აქაც სძლია ქართულმა გენმა და ჟინმა პირველობის, ყველას და მოულოდნელად დავაჭირეთ გასაფრენ ღილაკს START-ს…. და მოხდა დიდი, ძალიან დიდი ტრაგედია. იყო მსხვერპლი, გაუმართავი ხომალდი კი იქვე ყველას თვალწინ ,მიწას აშორებული არც იყო ,რომ ძირს დაენარცხა და ძალიან მარტივ მამრავლებათ დაიშალა. ზეიმიც დაიშალა.

იქვე ტყიდან , გამოცვივდნენ ნოეს კიდობანს მიღმა დარჩენილი ყაჩაღები. “მხედრიონად” წოდებულები და ასე გახდნენ ოფიციალური კრიმინალები დამსხვრეული ხომალდის მბრძანებელნი და მეპატრონეები, რადგანაც კოსმოსური რაკეტა იყო დამზადებული ძვირფასი მეტალისაგან, ის მთლიანად გვერდით მყოფ თურქ-ფაშას მიყიდეს, ხოლო ხალხს კი ვინც ისენი ხომალდის გარეთ დატოვეს და აპირებდნენ კოსმოსის უკიდეგანო სივრცეებში მათ გარეშე ენავარდათ, მათი დედები ტუუუუუ.

იმ დღის შემდეგ ყველას სჯიდნენ ვინც გაბედავდა კოსმოსისკენ გახედვას და ასე მთელმა ქვეყანამ იარა თავჩაღუნული მანამ სანამ არ გამოჩნდა ჩვენი “თეთრი მელა” ანუ ვინმე Dj. ედო თავის ძველ მეგობარ გერშვინთან თუ გენშერთან ერთად… მან მიმართა ხალხს სიტყვებით:

– რა ვქნათ ახლა, ყველა გაფრინდა და აქანა ჩვენ მარტო ხომ არ დავრჩებით ბედის ანაბარადო?

აქეთ მიდგა, იქეთ მოდგა და ჩართო თავის ძველი ბლატები და ჩერეზ თავის საძმო რუსეთიდან გააძრო ახალი რაკეტა განვადებით. რუსები კი ,მოგეხსენებათ რას მოგცემდნენ კარგს, თურმე ამ ტუუუუუებს რაკეტა ავტოპილოტზე დაუყენებიათ და ჩაჯდომა ვერ მოვასწარით, ასე აღმოვჩნდით ჩვენს საყვერელ თამადასთან ანუ ხომალდის კაპიტან Dj. ედოსთან ერთად შავ ხვრელში. ამბობენ, როცა იქედან გამოგვათრიეს ადამიანებს არ ვგავდით. თურმე, არ დამიჯერებთ მაგრამ მე პირადად მეგონა, 1 დღე ვიყავით იქ რაღაც გაუმართაობის გამო და თურმე 13 წელი გასულა ჩვენი იქ ყოფნის. კაიფობ, რა საშიში ყოფილა ეს კოსმოსი. არა და პატარაობისას იმ წიგნებში რომ ვკითხულობდით, საერთოდ არ ეტყობოდა.

ამ დროს კი თურმე მთელი მსოფლიო გვეძებდა. მიზეზი კი შემდეგი იყო “თეთრ მელას” ტყუილად კი არ ეძახდნენ ამ ჩვენს კაპიტანს. თურმე აფრენის დროს, რაღაც ნავთობის მილისთვის გამოუკრავს ხელი, რომლის გარეშეც მთელ მსოფლიოს დედა არ ყავდა.

ნაღდად ზეციური ძალები მფარველობენ ამ ჩემ სამშობლოს, თორემ აბა სხვა ვინ მოუვლენდა, მორიგ ასეთ მძიმე და ემოციურ მომენტში, ჩემ მრავალტანჯულ, ბედკრულ სამშობლოს ახალ ,ახალგაზრდა თეთრ რაშზე ამხედრებულ ახალი სამყაროდან, ახალი ხომალდის კაპიტანს, რომელსაც თან ჩრდილოეთის ქვეყნების მზეთუნახავი პრინცესა ჩამოყვა ცოლად სახელად ვინმე Dj.
მაგარია, ის ახალი სამყაროდან მოევლინა ახალი სიტყვით და ახალი სამყაროს მიერ ნაჩუქარი ჩერეზჩურ ნავაროტკებიანი, ახალი კოსმოსური ხომალდით, ჩვენ მრავალტანჯულ და ბედკრულ ქვეყანას.

სამშობლოს სიყვარულით ის გავდა ჩვენს პირველ Dj-ს, უცხოური ინვესტიციის სიყვარულით კი მეორე Dj-ს. ჩაგვაჯინა თუ არა, არ მისცა პოლნი გაზიი?! და აი ასე, მთელი ქვეყანა და ხალხი გადმოვცვივდით ამ ნავაროჩენი ხომალდიდან და გავიფანტეთ კოსმიურ უსასრულო სივრცეში.

მაინც ხომ იცი ხომალდი ახალი იყო ქვეყანა და ხალხი კი რამდენიმე ათასწლოვანი და სიჩქრეს ვერ გავუძელით. მესმის ძალიან უნდოდა ჩემს კაპიტანს გასწრებულებს დაწეოდა.

არა,არა, თვითონ ის და მისი გუნდი ხომალდზე დარჩნენ თურმე. მომზადებულები ყოფილან ამ მომენტისთვის და გაწვრთნილი .იქ ყველას ჰარვარდის თუ რა ქვია იმას ხო “ტოიეფელის” დიპლომები ქონდათ აღებული მომზადებაში. თან ჩერესჩურ ახალგაზრდები იყვნენ. სისხლი უჩქეფდათ. სულ ახლახანს ჯოისტიკებზე და საჰაერო ატრაკციონებზე ჰქონდათ გავლილი პრაქტიკა და ასაკიც პრინციპში ეგეთი ქონდათ – სწრაფი, ექსტრემალური თამაშები და მაზიანები რომ უყვართ.

თვალს ვაყოლებდით როგორ იკარგებოდა უსასრულო კოსმოსის სივრცეში ჩვენი ბოლო იმედი, ჩვენი “ახალი სამყარო”, როცა დავიწყე ფიქრი. აი ახლა მაინც უკვე ნაღდად დაგვერხა-მეთქი. სადაც დროშა და ჰიმნი შეცვალა, იქაც თავის სახელს დაარქმევს ჩვენს ხომალდს და პარტიის სახელს კი ხომალდზე დარჩენილ თავის თანაპარტიელ ეკიპაჟის წევრებს-მეთქი.  უცებ, ჰოი საოცრება, არ ატყდა ნაღდი კოსმოსური ომი და არ დაუშვეს რუსებმა ბომბები ამ ჩვენს ჭრელას? რუსების ყურადღება ხომალდის სიჩქარეს და ნავაროტკებს მიუპყრიათ. თან ამერიკელები ჰგონებიათ, რახან მათი ხომალდი იყო და უთქვამთ: ეს გალაკტიკა უკვე ჩვენ დავიპყარით და აქ აღარ გაგაბლატავებთ, ისე როგორ მიწაზე გაბლატავებდითო.

უცებ რაღაცამ ბაახ დაიძახა და უცებ ისე განათდა რომ გამოვფხიზლდით. ისევ ამ ჩვენს მშობლიურ მიწაზე სახელად “საქართველო” არ ვეყარეთ? ზუსტად იქ ,აი ზუსტად იქ საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი და საიდანაც პირველად ავფრინდით.

3 მილიონიანი ქვეყანა ვართ, ბავშვების, მოხუცების, არაქართველი მოსახლეობის, ქალების და + ჰომოსექსუალების ჩათვლით. შანსი აქედან პრეზიდენტად ანუ DJ-დ ანუ ხომალდის კაპიტნად, ანუ ჩვენებურად თამადად გახდომის არ აქვთ:

1. ბავშვებს – ნუ მას შემდეგ რაც კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომ ბავშვებისთვის 14 წლამდე არ არის რეკომენდებული პრეზიდენტობა.

2. მოხუცებს- ანუ მამაკაცებს ლეტ პოდ 40- 50 no way აქვთ “დაჟე” მიმართვა გაკეთდა ქალებისადმი; ახლა თქვენ ხართ თქვენ ოჯახებში ჩვენ მიერ დანიშნული თამადები და შეგიძლიათ ეგ წურბელები სახლიდან საერთოდ გაყაროთო!

3. არაქართველებს – არადა ქართველი ობამა რა მაგარი მასტი იქნებოდა?

4. ქალებს – თუ რა თქმა უნდა ტუტსის არ გავს.

5. და ნუ ჰომოსექსუალებზე ბაზარი აღარ არის (არა და მგონი ისენი ნაღდად გაგვაფრენდნენ იმ ნანატრ ახალ მიწაზე იმ ზღაპრულ ახალ სამყაროში, + “იმმენო” თავისიანს შანსი არ არის, არ დააჩაგვრინებენ .აი ეგრე გაიგეეე??!! არამც თუ ეს ჩვენი Dj.-ები.

მოდი ლოგიკურათ რომ ვიმსჯელოთ და შევაფასოთ მოვლენები ჩვენი ქართული კოსმონავტიკის მცირე ისტორიიდან , საქართველოს მოსახლეობის დარჩენილი 3 მილიონიდან, დროისამ მცირე  მონკვეთში, უკვე 80% ქართული ოჯახებიდან, ვიღაცა უკვე იყო ქვეყნის პრეზიდენტი ან პარლამენტის თუ მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე. ნუ რა თქმა უნდა ,გუბერნატორებს და მინისტრებს და “მელკი” პონტებზემე არ ვბაზრობ.

ხოლო პრეზიდენტის პოსტზე დარჩენილ 20%-ს მოგიწოდებთ: მოდი უარი ვთქვათ ჩვენ წილ პრეზიდენტობაზე. ხომ ხედავთ რა უქნა ამ ხალხს ხალხნო ამ სკამებმა? პეტიციების შეგროვებას დავიწყებ ხვალიდან და გთხოვთ შემომიერთდით.

რა შოუ-ბიზნესი, რის შოუ ბიზნესი, ვის რაში ჭირდება, ვის რაში უნდა ან და რა უნდა გადაიღო ან და რა უნდა დადგა ან და რა უნდა იმღერო ან და რა უნდა იცეკვო ან რა უნდა თქვა?

ამ realshow-ზე მეტი რასაც პატარა მაგრამ ამაყი ქვეყნის ანუ
“ქართული კოსმონავტიკის ისტორია ქვია” ??!!!

ჭირი იქა ლხინი აქა, ქატო იქა ფქვილი აქა

გაგრძელება იქნება…

ჩვენი ტრადიციული ანეგდოტი:

გურული შედის ეკლესიაში აიხედება მაღლა გადაიწერს პიჯვარს
და იტყვის:
– ვინ ვარ იცი! რაც მინდა ქე იცი! აბა შენ იცი…
*~ლ.ბ.~*

Rock’nRoll
ვიძლევი ავტოგრაფებს ფასზე ინდივიდუალური შეთანხმებით
და საჩუქრებს ვღებულობ!!!
ნუ მოგერიდებათ იგრძენით თავი კომფორტულად;

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge