ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ლალი დანილუკის ნიუ იორკელი ანგელოზები

ლალი დანილუკის ნიუ იორკელი ანგელოზები

ნიუ იორკში, მანჰეტრენზე, “უინიონ სქუერთან” ახლოს მდებარე კაფე–რესტორანში Tamu Lola (რომლის მფლობელი თამუნა მახარაძეა) ბათუმელი მხატვრის ლალი დანილუკის ნახატების გამოფენა “ანგელოზი ქალაქში” გაიმართა. ექსპოზიცია ზუსტად შეესაბამება ვაშლის ქალაქის საშობაო–საახალწლო განწყობას – სიფრიფანა, ნაირ–ნაირი ფერის ანგელოზები ზამთრის ქალაქში აქა–იქ დაფარფატებენ.

ლალი დანილუკი

ლალი დანილუკი

ლალიმ ათი წლის ასაკში სამხატვრო სკოლაში დედის ხათრით ჩააბარა და დღემდე მისი მადლობელია. გამოფენები ჰქონდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მისი ნახატები არის კერძო კოლექციებშიც – შვეიცარიაში, იტალიაში, აზერბაიჯანსა და რუსეთში.

“ხატვა ჩემთვის იმდენად ორგანულია, რომ მის გარეშე არსებობა უბრალოდ ვერ წარმომიდგენია – ამბობს ლალი, – რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ. მაქვს სხვა გატაცებებიც, თუმცა მათ ჯერ–ჯერობით საიდუმლოდ ვინახავ. ვხატავ მინიმალისტურ და პრიმიტიულ სტილში, თუმცა დღემდე სტილის ძიებაში ვარ. ჩემი ნახატები აბსტრაქტულია, ვირჩევ ერთ ძალიან ექსპრესიულ ფერთა გამასა და სურეალიზმ–რეალიზმთან მიახლოვებას.

– რატომ ნიუ იორკი?

– ნიუ იორკი ჩემს აღქმაში სიურპიზებით სავსე, ექსპრესიულ ქალაქად არსებობდა. აქ ცხოვრება არასოდეს მიფიქრია, თუმცა ტურისტულ მოგზაურობაზე ვოცნებობდი. ახლა კი იმის მოლოდინი მაქვს, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც განსაკუთრებული და სრულიად ახალი მოხდება. აქ რვა თვის წინ ჩამოვედი. პირველი შეგრძნება, რომელიც ჩამოსვლისთანავე აეროპორტში დამეუფლა იყო ის, რომ მე ჩემს სახლში ვარ. როცა ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს, მან უნდა აკეთოს ის, რაც მას ბედნიერებას ანიჭებს. ამ ქალაქს საოცარი მაგია აქვს დაგაჯეროს, რომ სასწაული სავსებით შესაძლებელია… და ეს მართლაც ასეა. უბრალოდ, ამის დანახვის უნარი უნდა გქონდეს.

– როგორც ვიცი, “ანგელოზები” თქვენი არახალი პროექტია…

– 2006 წელს დავხატე სერია “ანგელოზები და ვარსკვლავები”, ერთგვარი ლამაზი ინფანტილური ისტორია ანგელოზებსა და ციურ სხეულებზე …

“ანგელოზი ქალაქში” არის პროექტი სიყვარულსა და პოზიტივზე. ანგელოზები არსებებია, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. მთავარია დავაკვირდეთ და დავინახავთ, რომ ისინი ჩვენს გარშემო არიან… ჩემი ანგელოზი ჩემი კარგი მეგობარია. ამიტომაც ჩემს თავს ვალდებულად ვთვლი, რომ იგი თქვენც გაგაცნოთ. პირველად ანგელოზის იმიჯი ჩემთვის 22 წლის ასაკში შევქმენი. იგი ძალიან სევდიანად გამოიყურებოდა და ეს ჩემი მაშინდელი განწყობის გამოძახილი იყო… ის სევდა უკვე დავიწყებას მიეცა. ბევრი ცუდი რამ ხდება ჩვენს გარშემო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ანგელოზები ყველგან არიან და ცდილობენ დაგვიცვან. მოხუცები და ბავშვები მათ ხედავენ… მათი კონტაქტი ანგლოზებთან რეალურია. თუმცა ადამიანები ანგელოზებს ხშირად ვერ ამჩნევენ.

– “ანგელოზი ქალაქში” საქართველოდან გამოგყვათ?

– არა, ეს სერია ნიუ იორკში დავხატე და იგი ჩემი კეთილი ანგელოზის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას გამოხატავს. ანგელოზი ხომ კეთილი და გულისხმიერია და მაშინ მოფრინდება, როცა მე იგი ძალიან მჭირდება. ძალიან მინდა, რომ ეს ჩანაფიქრი ანიმაციურ ფილმად გადაიქცეს და ბრენდი გახდეს.

ლალი დანილუკის ნახატების გამოფენაზე

ლალი დანილუკის ნახატების გამოფენაზე

ლალი დანილუკის ნახატების გამოფენა "ანგელოზი ქალაქში"

ლალი დანილუკის ნახატების გამოფენა “ანგელოზი ქალაქში”

"ანგელოზი ქალაქში"

“ანგელოზი ქალაქში”

"ანგელოზი ქალაქში"

“ანგელოზი ქალაქში”

"ანგელოზი ქალაქში"

“ანგელოზი ქალაქში”

"ანგელოზი ქალაქში"

“ანგელოზი ქალაქში”

"ანგელოზი ქალაქში"

“ანგელოზი ქალაქში”

ლალი დანილუკის ნახატების გამოფენაზე

ლალი დანილუკის ნახატების გამოფენაზე