ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

Stop Poroshenko! – აქცია ნიუ იორკში

Stop Poroshenko!  – აქცია ნიუ იორკში

ბოლო დღეებში  მსოფლიოს სამ ქალაქში – ნიუ იორკში, ათენსა და სტარსბურგში  უკრაინის საკონსულოებთან  ქართველები და უკრაინელები  საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. პარტია „ნაციონალური მოძრაობის” ნიუ იორკში მყოფი წევრის, კობა სუბელიანის განცხადებით, აქცია Stop Poroshenko! სპონტანურად დაიგეგმა და მასზე არა მარტო პარტიის მხარდამჭერები, არამედ ისინიც მივიდნენ, ვინც შორსაა პოლიტიკური პრეფერენციებისგან, თუმცაღა ცხადად ხედავენ საქართველოსა და უკრაინაში რუსული ხაზის გატარების მავნებლობასა და ამის შორსმავალ შედეგებს.

„მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე უპერცენდენტო რეფორმები გატარდა: დაწყებული ინფრასტრუქტურის განვითარებიდან და გადასახადების რეფორმიდან; ათ წუთში საბაჟო მომსახურეობიდან ვიდრე ოცდაოთხსაათიან ელექტროენერგიამდე, თანამედროვე ეროვნულ გამოცდებამდე  და პოლიციის რეფორმამდე“ – განაცხადა კობა სუბელიანმა.

„ის, რომ სააკაშვილის ინიციტივებს უკრაინაში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, ამას მოწმობს კიევის ცენტრში მრავალთასიანი მიტინგი. ნიუ იორკში გამართული ამ აქციით ჩვენ უკრაინელ ხალხს გამოვეხმურეთ და იმედი გვაქვს, რომ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში კორუმპირებული ოლიგარქია დამარცხდება და ხელისუფლებაში ის ადამიანები მოვლენ, რომლებიც საქმეზე იქნებიან ორიენტირებულნი და არა მომხვეჭელობაზე.

უკრაინელები მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით აპროტესტებენ ქვეყნის სტაგნაციას, გადაულახავ ბიუროკრატიულ ბარიერებსა და კორუფციას, რომლის გამოც უკვე ორი რევოლუცია მოხდა, მაგრამ ქვეყნის მოქალაქეების მდგომარეობაზე ეს რეალურად არ აისახა. უკრაინელებს უნდათ მსოფლიოს დაანახონ, რომ „მაიდნის” გმირები ტყუილად არ დაღუპულან. ის საპროტესტო მუხტი, რომელიც პოროშენკოს წინააღმდეგ აგორდა, იმის მაჩვენებელია, რომ უკრაინელებს უნდათ ისეთი რეფორმები, რომლებიც საქართველოში სააკაშვილისა და ბენდუქიძის თაოსნობით განხორციელდა. პროტესტი ხალხის დაკვეთაა. რაც შეეხება სააკაშვილის „ბრალეულობას”, საქართველოში იგი „პიჯაკების ქეისს” ვერ გასცდა.

„ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდი, ცხადია, იდეალური არ იყო, თუმცა ქვეყანა სწორი განვითარების რელსებზე იდგა და ამ რელესებიდან ქვეყნა ბიძინა ივანიშვილმა გადაიყვანა, რომელიც მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ზრუნავს. ეკონომიკა ჩამოაქცია, ტურისტები დააფრთხეს, ლარი გააუფასურეს, სამსახურებიდან პროფესიონალები გაყარეს, მათ კი ემიგრაციას შეაფარეს თავი და მათი ადგილი საკუთარ ნათესავებს დააკავებინეს. ამათ კი არც საქმე იციან და არც  ქვეყნის სამსახურში ყოფნის ინტერესი აქვთ.  ჩვენ უკრაინელი ხალხის სოლიდარულნი ვართ. უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, რომელთანაც გვაკავშირებს ბევრი რამ, მათ შორის, ეკონომიკური  საკითხებიც.

მარტო უკრაინაში კი არა, მთელს ყოფილ საბჭოთა კავშირში უნდა აგორდეს კამპანია პუტინის წინააღმდეგ. პუტინის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ ხალხს შეუძლია ისე, როგორც ეს  კადაფის შემთხვევაში მოხდა. ეს იგივეა, რომ დღეს ჰიტლერი ჩვენს გვერდით მშვიდად თანაცხოვრებდეს. პუტინი და მისი სპეცსამსაურები მსოფლიოს პრობლემაა. მთელი ჩვენი აქტივიზმი კი  მხოლოდ და მხოლოდ ანტირუსულ საქმეს ემსახურება და ეს მინდა ყველამ იცოდეს” – განაცხადა კობა სუბელიანმა.