ნიუ იორკის ცენტრში, იმ შენობის პირველ და მეოთხე სართულებზე, სადაც საქართველოს გენერალური საკონსულო მდებარეობს, დილის რვა საათზე მერვე და მეცხრე საარჩევნო უბნები გაიხსნა.
2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე ნიუ ორკის ორ უბანზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
[checklist]
- გრიგოლ ვაშაძე – 403 ხმა
- სალომე ზურაბიშვილი – 45 ხმა
- დავით ბაქრაძე – 24 ხმა
- ზურაბ ჯაფარიძე – 21 ხმა
- გიორგი ანდრიაძე – 8 ხმა
- დავით უსუფაშვილი – 7 ხმა
- შალვა ნათელაშვილი – 3 ხმა
- ბესარიონ თედიაშვილი – 2 ხმა
[/checklist]
სხვა დანარჩენმა კანდიდატებმა ნიუ იორკში ვერც ერთი ხმა მიიღეს. ორ უბანზე ჯამში 7 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. შესაბამისად ნიუ იორკში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმათა 77,79 პროცენტი მოაგროვა, სალომე ზურაბიშვილმა – 8,68 პროცენტი.
სულ ნიუ იორკში რეგისტრირებულია 3 301 ამომრჩეველი, ხოლო ცესკომ 1 750 საარჩევნო ბიულეტენი გამოაგზავნა. 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი არჩევანის დაფიქსირება 518-მა ამომრჩეველმა შესძლო. ასამდე მოქალაქე, რომელიც საკუთარ თავს საარჩევნო სიაში მოიაზრებდა, საკონსულოში მივიდა, მაგრამ სიაში საკუთარი სახელი და გვარი ვერ იპოვა და შესაბამისად თავისი კონსტიტუციური უფლება ვერ განახორციელა.
საქართველოს ორმოცდაათზე მეტმა მოქალაქემ ცესკოს მიმართა საჩივრით, რომელიც სიაში არყოფნას ეხებოდა.