აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ და ენერგოკომპანია “ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელმა, ასლან ბასარიამ აფხაზეთის ენერგეტიკაში არსებული სიტუაცია განიხილეს და კრიპტოვალუტის გამომუშავების კონტროლის საჭიროებაზე ისაუბრეს.
“ეს დამატებითი დატვირთვაა ჩვენი ქსელებისთვის, მაგისტრალებისთვის და ქვესადგურებისთვის, რომლებიც ისედაც გადატვირთულია. შესაბამისად, იზრდება რისკი, რომ ცივი ამინდის დროს მომხმარებლებამდე ელექტროენერგიამ ვერ მიაღწიოს. ვფიქრობთ, გარკვეული ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტი უნდა შეიქმნას, რათა ეს სფერო დარეგულირდეს”, – ამბობს ბასარია.
მისივე თქმით, ე.წ. მაინინგური ფერმები აფხაზეთში არსებულ ძველი ქარხნების ტერიტორიებზეა განთავსებული.