შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარტკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
უწყების თქმით, დაკავების დროს ბრალდებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
შსს-ს თქმით, პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 200 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.