ახალი ამბებიია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდანსაზოგადოება

ვაშინგტონში აქცია #Freemisha გაიმართა

ვაშინგტონში აქცია #Freemisha გაიმართა

14 დეკემბერს აშშ-ში, ვაშინგტონში – თეთრი სახლის წინ მდებარე აშშ-ის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ფრანგი გენერლის ლაფაეტის სახელობის სკვერში, ნიუ იორკში, პენსილვანიასა და ნიუ ჯერსიში მცხოვრები ქართველები ბოლო ორი თვის განმავლობაში მეხუთედ შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა გახლდათ „ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ქვეყნის არაფორმალური მმართველისთვის სანქციების დაწესება“.

აქციის ინიციატორი იყო ორგანიზაცია „ამერიკელი ქართველები პროგრესისთვის“.

აქციაზე ერთ-ერთი გამომსვლელის, გია ლომაის თქმით, „რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნა საფრთხეს უქმნის არა მარტო ქვეყნის დემოკრატიის, არამედ ზოგადად, სახელმწიფოს არსებობასაც, რადგანაც რუსეთის გეგმები არასდროს შეცვლილა – აღადგინოს საბჭოთა კავშირი და დაიქვემდებაროს ურჩები, მათ შორის, უკრაინაც.

არსებული კრიზისული რეალობიდან გამომდინარე, ამერიკის მთავრობას პრობლემის გადაწყვეტაში მეტ ჩართულობასა  და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას ვთხოვთ.

საინიციატივო ჯგუფი კვლავაც გააგრძელებს აქციებს მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით. ასევე, ვაგრძელებთ ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების ინფორმირებას საქართველოში მიმდინარე პროცესების, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და ციხეში მოპყრობის თაობაზე“.

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

აქციაზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის მოქალაქე, პერმელი რომან ისტენა, რომელიც თითქმის ყოველ დღე თეთრ სახლთან ალექსანდრე ნავალნის მიერ კორუფციაზე გადაღებული ფილმის – „შტრიხ კოდის“ ბანერით დგას.

საუბრისას რომან ისტენამ  მითხრა, რომ ქართული და უკრაინული დროშები დაინახა, მიხვდა თუ რა თემას  მიეძღვნებოდა აქცია და ამიტომაც შეუერთდა.

„სამწუხაროდ, რუსეთში პოლიტპატიმრები გვყავს, ოფიციალურად სტატისტიკით – ხუთასზე მეტი. აპატიმრებენ მათ, ვინც ადამიანის უფლებებს იცავს; მათ, ვინც “ენკავედეს” საფლავები აღმოაჩინა და  გათხარა.

როცა ქვეყანაში ოლიგარქიული ხელისუფლებაა, თავისი არსებობის გასახანგრძლივებლად იგი პოლიტიკურ რეპრესიებს მიმართავს, რადგანაც მხოლოდ ასე შეუძლია იქურდოს, ფული “მოტეხოს”. მას მხოლოდ ეს გზა დარჩენია. კორუფციის ამ გზაზე რუსეთი შორს წავიდა, მერე ადგილზეა ბელარუსი. საქართველო კი ამ გზას ახლახან შეუდგა.

აშკარაა, რომ საქართველო რუსეთიზაციის გზაზეა. სააკაშვილის მიერ შემოთავაზებული რეფორმების მოდელი საშიში იყო რუსეთისთვის. ამიტომაც დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი. იგივე მიზეზით უკრაინაშია ომი. მე მეშინია რუსეთში დაბრუნების. სულელი არა ვარ. ამიტომ არ ვაპირებ იქ დაბრუნებას“.

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო