28 დეკემბერს, ნიუ იორკში, ბრუკლინში, ქართველების მასშტაბური ანტიპუტინისტური აქცია გაიმართა.
წვიმასა და ქარში, ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე, ბრაიტონზე ოთხასამდე ქართველი, დიდი და პატარა, მოხუცი და ახალგაზრდა, უკრაინელ მეგობრებთან ერთად თბილისსა და სხვა ქალაქებში გადაჭიმულ ცოცხალ ჯაჭვს შეუერთდა.
აქციაზე ისმოდა: “პუტინ ხ**ლო”, “ბიძინას რა? – სანქცია!”…. ცოცხალ ჯაჭვად გაერთიანებულმა ემიგრანტებმა იმღერეს საქართველოს ჰიმნი და იცეკვეს ხორუმი.
შორენა ლომთაძე: „ცოცხალი ჯაჭვი ჩვენი ერთობის და სამშობლოს სიყვარულის გამოხატულებაა. ჩვენი მოთხოვნა იგივეა – საქართველოს დეოლიგარქიზაცია და ახალი არჩევნების დანიშვნა. ჩვენ არ შევცვლით პოზიციას – ჩვენი ქვეყნის და შვილების მომავალს რუსულ ოცნებას არ დავუთმობთ!“
ანდრეი ზინჩენკო: „აქ ვარ, რომ საქართველოს მხარი დავუჭირო. ქართველებს და უკრაინელებს ერთი გზა გვაქვს და ამიტომ ჩვენ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ. ამიტომაც ჩვენი მყარი და მუდმივი მხარდაჭერა ქართველებს და მათ ბრძოლას თავისუფლებისთვის“.
გურამ ყიფშიძე: „ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ჩვენ სამშობლოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოლიდარობა გამოვუცხადოთ, არჩევნების გამყალბებელი და სახელმწიფოს მიმტაცებელი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება აღვნიშნოთ და ხაზი გავუსვათ, რომ ქართველი ემიგრანტი სადაც და როგორადაც არ უნდა იყოს, საქართველო მის გულშია“.