Boeuf bourguignon / ბურგინიონი

არსებობს უფრო მაღალფარდოვანი რეცეპტებისოკოთი და ათასი რესტორნული დანამატებითროგორც 

ფილმში. ჩემი რეცეპტი ტრადიციული და ოჯახურია. ნამდვილი ბურგინიონი ესაამარტივი და ღვინით

სავსე, არომეტებით გაჯერებული. ქვაბს რომ თავს მოხდი, იმისთანა სურნელს ამოაფრქვევს ორთქლად

რომ თხემიდან ტერფამდე დაგბურძგლავს. აბა!


800 

გრამამდე

 

ძროხის

 

რბილი

უქონო

 

800 გრამამდე ძროხის რბილი, უქონო ხორცი

 

7-8 მსხვილი სტაფილო

 

2 თავი საშუალო ხახვი

 

1 ბოთლი შავი, მშრალი ღვინო, აქ ბურგუნდიულს ვყიდულობ, როგოც წესი

 

1-2 ფოთოლი დაფნა

 

1 ჩაის კოვზით ქონდარი

 

2-3 ფოთოლი ოხრახუში

 

2-3 ღერი პრასა

 

ცოტაოდენი ფქვილი

 

მარილი, პიმპილი

 

 

 

კერძის მომზადებას სჭირდება ორი დღე, ანუ საკმაო დრო.  ასე რომ თუ მომზადებას გადაწყვეტ,

საკმაოდ ადვილია, 100 პროცენტით გამოსვლადია, მაგრამ გაითვალისწინე ორი დღე.

 

 

 

დავჭრათ ხახვი მომსხოდ, დავჭრათ სტაფილო, როგორც გველამაზება ისე – მრგვალებად ან კუბიკებად,

ჩხირებად და რა ვიცი კიდევ როგორ. ხორცი დავჭრად დაახლოებით სამწვადე ნაჭრების ზომაზე, მოვათავსოთ

ყველაფერი ერთად ჯამში, დავასხათ ღვინო, მოვაყაროთ შავი პიმპილი, ოდნავ მარილი, დაფნა, ქონდარი.

მასას კარგად ამოვურიოთ და შევდგათ მაცივარში. ხორცი ამ მარინადში უნდა გავაჩეროთ 24 საათი.

შიგადაშიგ ამოვუიოთ რომ ხორცის თითოეული ნაჭერი გაიჟღინთოს ღვინით.

 

 

 

მეორე დღეს, ამოვიღოთ ხორცი მარინადიდან. ჩავწუროთ შიგვე, რომ წვენი არ დაიკარგოს და ქაღალდის

ხელსახოცით შევამშრალოთ. ეს იმისთვის რომ შეწვისას ხორცი დაიბრაწოს. თორემ ჩაშუშდება და

ფერს არ შეიცვლის. ღრმა ქვაბში  დავადნოთ სუფროს კოვზით კარაქი მაღალ ცეცხლზე და ჩავყაროთ ხორცი.

ხის კოვზით ვურიოთ. მანამ გავაჩეროთ სანამ თითოეული გვერდი არ კარგად არ შეიწვება და არ გაყავისფერდება.

შემდგომ მოვაყაროთ ცოტაოდენი ფქვილი, დაახლოებით ერთი სუფრის კოვზისდენი, ხის კოვზით ნახევარი

წუთი ვურიოთ და დავასხათ მარინადი თავის ყველაფით. თუ წვენი დააკლდა, ანუ ხორცს ვერ ფარავს,

ჩაუმატე წყალი. ჩაუმატე ოხრახუში და პრასა (ოღონდ მართლა რამოდენიმე ფოთოლი).

 

 

 

მოაყარე მარილი გემოვნებით. დაახურე თავზე და წამოადუღე. წამოდუღების შემდეგ ცეცხლს მაქსიმალურად

დაუწიე და მინიმუმ 3 საათი ასე დატოვე. რაც უფრო ნელა მომზადდება, მით უფრო გემრიელი იქნება ბურგინიონი.

შემდეგ გამორთე. მიირთვი კატოფილის პიურესთან, უბრალოდ კანიანად მოხარშულ კარტოფილთან,

მაკარონთან ან სულაც ყოველგვარი გარნირის გარეშე. უხდება ბურგუნდიული, შავი ღვინო და მეორე დღეს კიდევ უფრო

გემრიელიააააამ!

P.S. მეტი რეცეპტისთვის შემოიხედე:

 
 
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თინათინ ნოღაიდელი-მიშელი