კვერცხის ნაჭუჭის ჩაიდანი, საქორწინო სანთლები და Look by Tinati

ნიუ იორკის ცენტრში, ამერიკული სარეკლამო ინდუსტრიისა და ძვირადღირებული ბრენდების მაღაზიების ქუჩაზე, მედისონ ავენიუზე, 1984 წლიდან ძვირფასეულობის მაღაზია Jaded არსებობს, რომელიც მანჰეტენზე ექსტრაორდინალური დიზაინის სამკაულებით გამოირჩევა და რომელმაც ამას წინათ ქართველი ხელოვანების: თიკა ლომსაძისა და ნათია გრძელიძის მიერ შექმნილ საიუველირო ნაწარმს უმასპინძლა. ამ ორი ადამიანის თანამშრომლობით 2016 წელს შეიქმნა ბრენდი სახელწოდებით „ლუქ ბაი თინათი” [Look by Tinati] , რომელიც დაარსებიდან ერთ წელიწადში საერთაშორისო ორგანიზაციის “აქსესუარების საბჭო” წევრიც გახდა და ნიუ იორკელების ყურდღებაც მიიპყრო. „ლუქ ბაი თინათი” 280 ისეთი ბრენდის სიაში აღმოჩნდა, როგორიცაა Bulgari, Bulova, Swarovski, Tory Burch, Rebecca Minkoff, Nardi, Vince Camuto, Kate Spade. „აქსესუარების საბჭო” დიზაინურის გარდა, მსხვილ კორპორაციებსაც – Google, Amazon – აერთიანებს. არსებობის ოცი წლის მანძილზე ამ ორგანიზაციამ მილიარდობით თანხა საკუთარი წევრების პიარისთვისა და ფინანსური დახმარებებისთვის გაიღო.

ბავშვობის მეგობრებმა თიკამ და ნათიამ ერთობლივი კოლექცია ერთ წელიწადში შექმნეს. თიკა, როგორც წესი, იდეების ავტორია, მასალას აქ ყიდულობს, საქართველოში აგზავნის, ნათია კი – ქმნის. გაისად მეგობრები აშშ–ში მიმდინარე დიზაინერების კონკურსში – „ამომავალი ვარსკვლავი” მონაწილეობის მიღებას აპირებენ. გამარჯვების შემთხვევაში კომპანია სოლიდურ ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს.

Look By Tinati

Look by Tinati

Look By Tinati

Look by Tinati

Look By Tinati

Look by Tinati

5

Look by Tinati

6

Look by Tinati

1

Look By Tinati

Look by Tinati

პროფესიით ექიმი თიკა ლომსაძე ბავშვობიდანვე ოჯახთან ერთად მთელს მსოფლიოში მოგზაურობდა და, ალბათ, ყველაზე მეტად, სწორედ მის სამკაულებში იგრძნობა მრავალფეროვნების სიყვარული. „პირველი სამკაული, საყურე ზუთხის ფხისაგან შვიდი წლის ასაკში გავაკეთე და დედას ვაჩუქე” – მიყვება იგი, „– ძალიან ლამაზი გამოვიდა, დედა მას დიდი სიამოვნებით ატარებდა, გარშემო კი არავის სჯეროდა, რომ ის საყურე ჩემი ნახელავი იყო. მერე კი ჩაიდანი კვერცხის ნაჭუჭებისგან გავაკეთე. ბევრ მათგანს დღემდე სათუთად ვინახავ. დროთა განმავლობაში თვალთახედვა და გემოვნება, ცხადია, შემეცვალა. მაგრამ ერთი რამ უცვლელი დარჩა – სიყვარული იშვიათი, განსაკუთრებული ორიგინალურობის ნივთებისადმი…

თიკა ლომსაძე

თიკა ლომსაძე

თიკა ლომსაძე რუტინულ დღესაც ცდილობს ქუჩაში „ლუქ ბაი თინათის” მიერ შექმნილი სამკაულით გამოვიდეს. Jaded–ში გამართული ექსპოზიციაც ამ ჩვევის დამსახურებაა. ერთხელ თიკა, რომელსაც სტაფილოსფერი მარჯნის ყელსაბამი ეკეთა, მედისონ ავენიუზე სეირნობდა, პატარა საიუველირო ბუტიკში შევიდა. მაღაზიის მფლობელის, იტალიელის ჯუზეპე კურტოს ყურადღება მისმა სამკაულმა მაშინვე მიიპყრო და მფლობელმა ქართველ დიზაინერებს შოუ პრეზენტაციის გაკეთება მასთან შესთავაზა. ასე შედგა მედისონ ავენიუზე „ლუქ ბაი თინათის” გაზაფხულ–ზაფხულის კოლექციის წარდგენა.

თიკას განსაკუთრებით უყვარს ყელსაბამი „ანგელოზის ღილაკი”, რომლის გამო უცნობი ნიუ იორკელებისგან კომპლიმენტების ადრესატია. ერთხელ მან მაღაზიაში ნახა ღილი, რომელსაც ანგელოზი ეხატა. მაშინვე ნათიას თბილისში დაურეკა, აჩვენა და ასე გაჩნდა ეს „ღილაკიც”. როცა ეკითხებიან, რა ბრენდია, ცხადია სიამაყით პასუხობს – „From Look by Tinati“. თიკა ამბობს, რომ ყოველ ნაკეთობას თავისი შექმნისა და შთაგონების ისტორია აქვს. მაგალითად, თეთრი ბუმბულის საყურეს პარტნიორებმა „სანდერლინგი” დაარქვეს, რადგანაც ამ ფრინველს ზუსტად ასეთი ფერისა და ფორმის ბუმბული აქვს.

“ბედნიერებაა, როცა ჩემი და ნათიას ბავშვობის მეგობრობა გაგრძელდა და საქმიან ურთიერთობაში გადაიზარდა; ბედნიერებაა, როცა აკეთებ იმას, რაც გიყვარს და ამიტომაც გამოდის ყველაფერი არაჩვეულებრივად ლამაზი, ორიგინალური, ზუსტად ისეთი, როგორიც წარმოგედგინა. ბედნიერებაა ისიც, რომ ჩვენს წამოწყებულ ბიზნესში მეუღლეები საუკეთესო დამხამრეები არიან. სამკაულების შექმნისას გამოყენებულია მხოლოდ ნატურალური ქვა, ტყავი, აბრეშუმი და სხვა. ჩვენი სამკაულების უნიკალურობა მათი მაღალი ხარისხი, ასევე სრულიად განსხვავებული დიზაინი, ფერთა უნიკალურ შეხამება და, რაც მთავარია, კოლექციის თითოეული ნაკეთობის ექსკლუზიურობაა, რაც შესაბამისად მის მფლობელში გამორჩეულობის განცდას ბადეს,” – ამბობს თიკა ლომსაძე.

ამჟამად თბილისში მცხოვრები, სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული ნათია გრძელიძე დიზეინერებთან მაკა ასათიანთან და თამუნა ინგოროყვასთან მუშაობდა და მათთან ერთად არაერთი დასამახსოვრებელი პროექტი განახორციელა. ნათია საქორწინო კაბებსა და აქსესუარებს ქმნის, ამბობს, რომ მისი თითოეული კაბა და აქსესუარი მისი იმჟამინდელი განწყობითაა შთაგონებული. ნათია საქორწინო სანთლებსაც ქმნის, ინსპირაცია კი შეიძლება მუზეუმიდან, ფილმიდან ან მუსიკიდან ესტუმროს. ამბობს, რომ განწყობის გადმოცემის უნარი სწორედ ის საშუალებაა, რომელიც შექმნილი ნივთის უნიკალურობასა და სილამაზეს განაპირობებს; თიკასთან ერთად ამ ეტაპზე ახალ კოლექციაზე მუშაობს და მალე „ლუქ ბაი თინათი” ნიუ იორკში საკმაოდ ამბიციურ სამომავლო გეგმას განახორციელებს.

ნათია გრძელიძე

ნათია გრძელიძე

„ევროპაში მოგზაურობისას ვცდილობდი კარგად გამეცნო ევროპული კულტურა, ხელოვნების სხვადასხვა დარგი, იქაური ხალხი და, ცხადია, მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი – ჩაცმის კულტურა, მოდის ტენდენციები“, – მიყვება ნათია. – „საკუთარი ნამუშევრების შექმნისას ვიყენებ მოგზაურობისას ნანახ დეტალებს, რომელიც ჩემს კაბებს თუ აქსესუარებს ამრავალფეროვნებს. ჩემი აზრით, დიზაინი ეს არის ადამიანური ცნობისმოყვარეობა და არა მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭი, არამედ უნარი, რომელიც თვალსაწიერის გაფართოვებასთან ერთად გამომუშავდება, ვითარდება და იხვეწება.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია მერკვილაძის ბლოგი