რედაქტორის ბლოგი

რატომ არ უყვართ ჯორჯ სოროსი?

27.05.2010 |
რატომ არ უყვართ ჯორჯ სოროსი?

გოგი გვახარიას 2008 წლის არჩევნების წინ ვთხოვეთ დაეწერა სტატია  ჯორჯ სოროსზე. მანამდე ის პოლიტიკოსები გამოვკითხეთ, რომელთა საარჩევნო რიტორიკაში ”სოროსელობა” იყო მოწინააღმდეგის დისკრედიტაციის  მთავარი იარაღი. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ კანდიდატს ბევრი კითხვა დაუსვა ”ბათუმელების” ჟურნალისტმა, რათა გაერკვია, რა იცოდა  ჯორჯ სოროსზე. ”თაღლითია, მან ხელისუფლებაში სააკაშვილი მოიყვანა” – იყო პასუხი. არგუმენტაცია ამაზე შორს არ წასულა.

სოროსის გარეშე არც 2010 წლის თვითთმართველობის არჩევნებს ჩაუვლია. თუმცა კულმინაცია მაინც პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფლების” მაჟორიტარი კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაა სოციალურ ქსელ facebook- ზე.

დეპუტატობის კანდიდატი ლადო სადღობელაშვილი წერს, რომ  ჰომოსექსუალების ”სისხლი უნდა დაიღვაროს”, ხოლო სოროსელებს ”ცეცხლითა და მახვილით უნდა გაუსწორდნენ”.

ამ განცხადებების მიუხედავად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას სარჩელი და ძალაში დატოვა ცესკოს გადაწყვეტილება სადღობელაშვილის მაჟორიტარ კანდიდატად დარეგისტრირების შესახებ.

სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამახსენა 2008  წელს გაზეთ ”ბათუმელებში” გამოქვეყნებული” სტატია ჯორჯ სოროსზე. გადავიკითხე და  გიზიარებთ.