მსოფლიო ჩემპიონატი 2010

ფეხბურთი თბილისში და სექსი დიდ ქალაქში

13.06.2010 | 1540 |
ფეხბურთი თბილისში და სექსი დიდ ქალაქში

ამ  ბოლო დროს ტელევიზორს თითქმის აღარ ვუყურებ, რაც მაინტერესებს Facebook-იდანაც მშვენივრად ვიგებ(ვის ყავა და სიგარეტი სჭირდება გასაღვიძებლად, ვის ფიესბუქი) ჰოდა სწორედ მთავარ გვერდზე მორიგი შესვლისას აღმოვაჩინე, რომ  თბილისში დიდი სექსი, უფრო სწორად ფილმის „სექსი დიდ ქალაქში“ მსოფლიო პრემიერა იგეგმებოდა, თუმცა რაღა იგეგმებოდა, მე, რომ წავიკითხე, უკვე 3 საათიღა რჩებოდა ამ ღირსშესანიშნავ მოვლენამდე.

“3 hours left till Sex and the City premiere” – the OPENING of a newscast on one of the “serious”, nationwide TV channels in Georgia. Jolly times indeed.
მერე იყო ჩამოთვლილი, მოსალოდნელი სტუმრები წითელ ხალიჩაზე(ამ ჩამონათვალში არ აღმოვჩნდი) დრესს კოდი(რომლის შესაბამისი ტანსაცმელი მქონდა, მაგრამ აბა ვინ მომცა საშუალება) …..და მოკლედ მანამდე ვიდარდე, რომ არ დამპატიჟეს,სანამ ჩემმა ორმა საყვარელმა მეგობარმა დათო ტურაშვილმა და აჩი არველაძემ ერთმანეთის მიყოლებით ამ ფილმის მოსაწევევებზე არ დამირეკეს.ისინიც მოსაწვევებს ეძებდნენ.საერთო ძალებით წარმომავლობა ვერ დავადგინეთ. დავმშვიდდი პრემიერაზე მოხვდერის მსურველი გაწბილებული მარტო, რომ არ ვიყავი და ამ ორ ადამიანზე  ფეხბურთი და არგენტინა გამახსენდა(ორივე ამ გუნდის სერიოზული გულშემატკივარია).არგენტინის ხსენებაზე კი ავტომატურად რა თქმა უნდა ბრაზილია და ისევ ფეისბუქი.
 
Erekle Urushadze კარლოს ბილარდომ თქვა, არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს და გამარჯვების გოლის ავტორს დავნებდებიო!

Erekle Urushadze
ერთი მალხაზ გულაშვილი უნდა არგენტინას.

David Kovziridze
რა დღეში არიან, აღარ იციან რა ქნან. მაგრამ ბილარდო ოხერი კაცია, იცის, რო ქალწულობას შეინარჩუნებს:)
 
Erekle Urushadze
ჰო, იმედია დაინდობენ ბერიკაცს 🙂
 
Malkhaz Narindoshvili
რა ვქნათ ეხლა, რომ ბრაზილიას მოსაწყენი გუნდი ყავს, ვინმემ ხომ უნდა გაგვამხიარულოს 😉
 
Erekle Urushadze
იმხიარულეთ… ოღონდ პრეზერვატივით! 🙂

Malkhaz Narindoshvili
პელეს თუ შეეძლო პრეზერვატივის გარეშე, ბილარდო რითია ნაკლები 🙂
 
Dimitri Meladze
ცალი კაკალი არ ქონია
 
Erekle Urushadze პელეს ბოდვები :))
Top 10 Wrong Pele Predictions – Goal.com
 
Besik Namchavadze
საქართველოს ხელისუფლების შიდა დაპირისპირებებზე არაფერს ამბობს?

Erekle Urushadze
ნეტა ია ანთაძე რას ფიქრობს მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ? 🙂

Besik Namchavadze
რას და ბრაზილიის ნაკრები ორად გაიყოფა ჯგუფური ეტაპის შემდეგო:))

Erekle Urushadze
კაკა-რობინიო-ფაბიანოს სამკუთხედიო?

Besik Namchavadze
:))))) უკვე ყოფილა ჯგუფი – ”რობინიო ბრაზილიის ნაკრების კაპიტნად!!!”

Misha Tavkhelidze
“Pele is a poet when he keeps his mouth shut”
Antadze’s not even a poet! 🙂
Erekle Urushadze რუსებს რა? სოკრატესი!!!
Socrates 1982 World Cup

David Kovziridze
ედერმაც მაგარი მიართვა მაგათ:)

Erekle Urushadze
მშვენიერი 🙂

David Kovziridze
დროგბა აველანჟმა დაამტვრია, რომ ბრაზილია ჯგუფიდან გავიდეს – ეს ვერსია არ აქვთ არგენტინისტებს?:)
 
Dimitri Bokeria
არა ეგეთი რაღაცეები მარტო აველანჟის შეგირდებს გაფიქრდებათ:))

Nino Dvali
da chemi ferdinandi? muxli vin dauziana?

Alexander Tsnobiladze
kowzir brazilia romc gavides jgufidan metoqed chven am gunds ar agviqvamt

David Kovziridze
arc mashin agiqvamdit, burts ro tavze gaxevdnen bolo clebshi?:)

Zura Talakvadze
Kovzir, italia arc gaxsovs, xo?

Erekle Urushadze
ისე, რაც აველანჟი პენსიაზე გავიდა, არგენტინა სულ წახდა 🙂

Misha Akhvlediani
KOVZIR , NU IKCEVI ROGORC CATALUNIELi !!!!!! )))))

ერეკლეზე და კოვზირაზე საინტერესო აბა მე რა უნდა დავწერო, ან კი ტელევიზორში რა უნდა თქვან?…ამიტომ ისევ ფილმზე:
11 ივნისს ავიღე ბილეთები და წავედი ჩემს მეგობრებთან ერთად ფილმის სანახავად.ძალიან მოსაწყენი გამოდგა,ურუგვაი–საფრანგეთის თამაშზე მეტადაც კი.მაინც მოღალატედ ვგრძნობდი თავს.კინოში რომ წამოვედი და ფეხბურთის საყურებლად არა, ჰოდა თემატურად დავიწყე ფიქრი.გამახსენდა 1994 წელს დუნგამ, მაშინდელი ბრაზილიის კაპიტანმა თასი, რომ აიღო და თქვა:ჩვენი გამარჯვების მიზეზი:ქალები  და  სასმელიაო…გავიდა 14 წელი და დუნგა ეხლა ჩემი საყვარელი გუნდის მთავარი მწვრთნელია.ნეტა ეხლა რას ფიქრობს, რა სტრატეგია აქვს არჩეული? მისი მთავარი მეტოქის ტაქტიკა ისევ ფესბუქიდან შევიტყვე:
 
David Kovziridze მარადონამ თქვა, თუ მოვიგეთ, ტიტველი ვირბენო. ბილარდომ – თუ მოვიგეთ, გადამწყვეტი გოლის ავტორს დავნებდებიო. ჰოდა, ბარემ ტიტველ მარადონას დანებდეს! არგენტინისკენ ვარ!:)))
 
Giorgi Kekelidze
:))))

Mariam Gujejiani
:))))))))))) გულაშვილს ნუ ეტყვით, მაინც…

Giorgi Maskhulia
ცივი ომი გრძელდება!

Dimitri Bokeria
კოვზირ წესიერად, თორემ დღეს პენალს დავანიშნინებ.

Giorgi Maskhulia
penali ara is

Erekle Urushadze
ესე იგი, ამ ჩემპიონატზე არგენტინის დევიზი იქნება “წინ, ბილარდოს ტ…კისკენ!”
დასრულდა ფილმი.აღარც მახოვს, როგორ.უფრო სწორად არანაირად,TO BE CONTINUED იმედით პროდუსერებისათვის. ვეთანხმები ჩემს მეგობარს.

Ninia Kakabadze Sex an the City – გოგოებს middle age კრიზისი აქვთ! :((
 
სინათლე, რომ აინთო დარბაზში აღმოჩნდა, რომ სულ ქალები ვისხედით.თითქოს, ამირანის კინოდარბაზი ფემინისტურ კონფერენციას მასპინძლობდა:–)მამაკაცებმა იმ დღეს თავის ანდროგენებს აშკარად სხვა მიმართულება მისცეს.კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ერთი თვის განმავლობაში მათთვის სექსი ამ პატარა ქალაქში, მხოლოდ ფეხბურთის ირგვლივ იტრიალებს.ქალებს მხოლოდ დუნგაღა თუ გაიხსენებს, ისიც ისე, ნახევრად ხუმრობით.
 
P.S.კინოს გამოსასვლელში ქალების დიდ ნაკადში მოულოდნელად ერთადერთი მამაკაცი და ისიც აჩი არველაძე აღმოვაჩინე. რა თქმა უნდა ფეხბურთზე დავიწყეთ საუბარი.ფილმთან ასოციაციურად  ლეგენდარული  ბრიტანელი ფეხბურთელი ჯორჯ ბესტი გაიხსენა,თურმე მოხუცებულმა, მაგრამ ისევ ექსტრავაგანტულმა ბესტმა ერთ–ერთ ბოლო ინტერვიუში, კითხვაზე–  განვლილი ცხოვრებიდან ,რამეს  ნანობდა თუ არა თქვა: ვნანობ აბა რა.საკმაოდ დიდი შემოსავალი მქონდა.აქედან 80% საყვარელ ქალებს  და სმას დავახარჯე, 20%  კი სხვა სისულეებს, ჰოდა ამ 20%  ძალიან ვნანობო.
 
ასე, რომ არ იდარდოთ გოგოებო.ჩემპიონატი ერთ თვეში ჩაივლის:–)და 100% ისევ თქვენია:–))