მივყვეთ არათანმიმდევრულად:
• თამაშის დროს ფეხბურთელები თუ არჩევენ, რომელი გუნდის გულშემატკივრები უბერავენ ვუვუზელას?
• თუ ვერ არჩევენ – შეუძლია თითოეულ გუნდს, თავისი ქომაგების ხმიანობად მიითვალოს ვუვუზელას ზმუილნარევი ჭყვიტინი?
• აღიქვამენ გუნდები ვუვუზელას ხმას გულშემატკივრობად, ამხნევებს ის მათ თუ ცოტათი მაინც უშლის ნერვებს?
• ნეტავ, მწვრთნელებზე როგორ მოქმედებს ვუვუზელა?
• რატომ არ იღლებიან ისინი, ვინც ვუვუზელას უბერავს?
• ტრიბუნებზე აწუხებთ ვუვუზელას ხმა თუ ყურები დახშული აქვთ, რათა მხოლოდ უბერონ?
• რა დრო მიუდით თამაშის ყურებაში იმათ, ვინც განუწყვეტლად ვუვუზელას უბერავს?
• რა სიამოვნებას იღებენ თამაშით, თუ ძალისხმევის ნაწილს ვუვუზელას ახმიანებას ახარჯავენ?
• ამ ხალხს ფეხბურთის უფრო მეტი გაეგება თუ ვუვუზელასი?
• სტადიონზე მისული სხვადასხვა გუნდის ფანები თუ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო მაგრა ჩაბერავს ვუვუზელას?
• ჩემპიონატის შემდეგ სად შეიძლება გამოიყენონ ვუვუზელაში ჩაბერვის გამოცდილება?
• ვუვუზელას მსმენელს, ერთხელ მაინც გიფიქრიათ, რომ ტელევიზორთან ჯდომა სჯობს სტადიონზე ყოფნას?
• რატომ აქამდე ყელში არ ამოუვიდათ ვუვუზელას ხმა?
• შეიძლება თუ არა ვუვუზელას აკრძალვა?
• მიგაჩნიათ, რომ ცოტათი მაინც დეგენერატია ის, ვისაც ვუვუზელა აქვს თამაში დროს პირში გარჭობილი და ისე სუნთქავს?
• რამ უფრო დაუკარგა გასამხნევებელი სიმღერის ხალისი ინგლისის ნაკრების ფანებს – ვუვუზელას ჭყვიტინმა თუ მათი გუნდის თამაშმა?
• რომელ ნაკრებს ჰკიდია ბოლომდე ვუვუზელას ხმა?
• ამიერიდან სხვა კონტინენტებზეც ჩაბერავენ ფეხბურთის დროს ვუვუზელას?
• სპორტის სხვა სახეობათა გულშემატკივრობისას მოიხმარენ თუ არა ვუვუზელას ამ ჩემპიონატის შემდგომ?
• რას შეადარებდით ვუვუზელას ბგერას?
• საქართველოში გაგიტყდებათ თუ არა, თამაშის დროს ჩაბეროთ ვუვუზელას?
• რას ეტყოდით იმას, ვინც სტადიონზე თქვენს გვედრით ან უკან ზის და ვუვუზელას უბერავს მაშინ, როცა ყურები დამცავი სუბსტანციით არ გაქვთ ამოგლესილი?
• ვუვუზელას გაუთავებელი ხმიანობა და თანმხლები ცუნდრუკი არის თუ არა დამატებითი არგუმენტი ევოლუციის თეორიის სასარგებლოდ?
• რატომ აიტაცეს სამხრეთ აფრიკაში ჩასულმა ფანებმა ვუვუზელა და მიბაძეს მასპინძლებს?
• რა არის ვუვუზელას არსებითი თავისებურება?
• რომელი ინსტრუმენტი მიგაჩნიათ ვუვუზელაზე უარესად?
• არის თუ არა მომენტები მატჩის მსვლელობისას, როცა ვუვუზელაზე უფრო მონოტონურად რაიმე სხვა ბგერა გეჩვენებათ? თუ კი – რომელი?
• ამ ჩემპიონატზე რა ქმნის ვუვუზელაზე უფრო მკვეთრ შთაბეჭდილებას?
• მაქსიმალური ფასი, რასაც გადაიხდით ვუვუზელას შესაძენად?
• რა ფერის ვუვუზელა გირჩევნიათ?
• როგორ იმოქმედა ვუვუზელამ კონკრეტულად სამხრეთ აფრიკელთა და, ზოგადად, ადამიანთა შესახებ თქვენს წარმოდგენაზე?
აქ მოვრჩეთ. თორემ ეს ტექსტიც ვუვუზელას ემგვანება, ვატყობ.