მოკლედ,
აი ასეთი ამბავია.
ჰოდა ვიფიქრე
ეს ბლოგი ხომ არ დამეხმარება, რომ ცოტა ადვილად გადავიტანო
რამე მომწერეთ, გამამხნევეთ, მირჩიეთ 😀
ყოფილი მწეველები ჯერ კიდევ ძალიან მძულან- განასკუთრებული კასტაა ადამიანთა მოდგმის:
ქედმაღლები – მათ დაამარცხეს ის, რაც სხვა ათასთა მავნე ჩვევაა 😀
სტერილურები – აი, რაღაცნაირები. რაღაცნაირები. ბურჟუები, არაადამიანურები;მორალისტები – ერთ ამბავს ტეხენ სიგარეტის სუნზე, გირჩევენ რომ თავი დაანებო და ასე შემდეგ;არაჩვეულებრივები– მათ უკვე ბევრი რამ აშორებთ ჩვეულებრივი ადამიანებისგან;
ცხადია არსებობენ გამონაკლისებები, მაგრამ ისინი ძალიან ცოტანი არიან. უჰჰ, კიდევ ათასი რამის დაწერა შეიძლება ამ საზიზღარ კასტაზე. ჰოდა, დიაგნოზის მიხედვით სწორედ ამ კასტას უნდა შევუერთდე.
წყალს ვსვამ.
კარგიაო ამბობენ.
ვერ ვმუშაობ.
ყველაზე მეტად ამის მეშინოდა.
რაღაც სისულელეებზე ვფიქრობ.
როდის მოვწიე პირველად
სად
როგორი ფერები ქონდა სხვადასხვა სიგარეტის კვამლს – ძირითადად ამ მიზნით ვმათხოვრობდი
და რა მოხდება რომ მოვკვდე?
უჰ რაა
უკვე ყველაფერი მერევა
წყალი, სიგარეტი, დიაგნოზი, რენდგენი, ფეისბუქი, წყალი
p.s. აი ახლა ერთ ტიპს ველოდები. სამსახური უნდა შევთავაზო. ვიცი რომ ეწევა. დავიჯერო ერთ ღერს არ მომაწევინებს? 😀