ბევრი ვიფიქრე, მაგრამ დილის (თუ ღამის) 5 საათზე გაღვიძებულს, სათაურად მეტი საინტერესო არაფერი მომაფიქრდა. შემოქმედებითი კრიზისი, კრეატივის ნაკლებობა _ რაც გინდათ დაარქვით. მაგრამ, როგორც არ უნდა თქვათ, მის ნაკლებობას სარეკლამო კომპანიები სულაც არ უჩივიან _ პირიქით.
განსაკუთრებით დაუნდობლობით ის ფირმები გამოირჩევიან, რომლებიც კონტრაცეფციებს, კერძოდ კი პრეზერვატივებს (ბიძაჩემმაც რომ გაიგოს “განდონებს”) ამზადებენ. ზოგჯერ მიკვირს კიდეც, ასეთი გენიალური რეკლამირების ფონზე საერთოდ როგორ მრავლდება კაცობრიობა:
<iframe width=”420″ height=”315″ src=”http://www.youtube.com/embed/-XQg7WJmZjg” frameborder=”0″ allowfullscreen></iframe>
<iframe width=”420″ height=”315″ src=”http://www.youtube.com/embed/jAsVTSZTV0w” frameborder=”0″ allowfullscreen></iframe>
<iframe width=”560″ height=”315″ src=”http://www.youtube.com/embed/nojWJ6-XmeQ” frameborder=”0″ allowfullscreen></iframe>
მაგრამ, ერთჯერადი გამოყენების ეს მრავალმილიარდიანი ინდუსტრია, უბრალო სარეკლამო რგოლებით ნამდვილად არ შემოისაზღვრება _ ისინი სხვადასხვა კრეატიულ აქციებსა თუ კამპანიებსაც აწარმოებენ.
პირველი კამპანია, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე დურექსმა შემოგვთავაზა:
საკმარისი იყო iPhone-ში ჩაგეწერა პროგრამა, შემდეგ ცოტათი გახახუნებოდი მეორე აიფონს და ვაირლესის მეშვეობით არც მეტი და არც ნაკლები, ტელეფონში ვირტუალური ბავშვი ჩნდებოდა. შემდეგ იწყება ნამდვილი კოშმარი _ ტელეფონი (ანუ ვირტუალური ბავშვი) იწეყბს ტირილს შუღამით, თქვენ კი იძულებული ხართ რომ გაიღვიძოთ, თითით მოუღიტინოთ ან დაარწიოთ (მოძრაობის სენსორებიც რა ჭირად მოიგონა ეფლმა!).
გარდა ამისა, უნდა აბანაოთ, აჭამოთ, გაასეირნოთ. მოკლედ, ამ აპლიკაციის წყალობით თავს სრულფასოვან მამიკოდ იგრძნობთ.
<iframe width=”560″ height=”315″ src=”http://www.youtube.com/embed/BuzDNLlWemw” frameborder=”0″ allowfullscreen></iframe>
მაგრამ, კიდევ უფრო შორს წავიდა კომპანია “Olla”. ისინი ფეისბუქზე ეძებენ ახალგაზრდა მამაკაცებს, არჩევენ პატარას ფოტოს, რომელიც მათი ფეისბუქპროფილის ფოტოს მსგავსია, სახელს და გვარს ბოლოს უმატებენ სიტყვას “უმცროსი” და წავიდააააა: მეგობრებში დამატებას, თქვენი ვირტუალური პატარა გთხოვთ.
წარმოიდგინეთ მოცემული შეტყობინება რამდენად შოკის მომგვრელია “პოტენციური მამიკოებისთვის”. სხვა მხრივ კი ნამდვილად სახუმარო თემაა – რამდენი მეგობარი იხუმრებს მსგავს ამბავზე, რამდენი დააშეარებს, გადააშეარებს თუ დაიფრენდებს თავისი მეგობრის “ვირტუალურ პატარას”. მოცემულ პროფილში კი კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი.
ამგვარად ძალიან კრეატიული, მაღალტერქოლოგიური და ვირუსული სარეკლამო კამპანია მზად არის.
<iframe width=”420″ height=”315″ src=”http://www.youtube.com/embed/1B442Uvi8yM” frameborder=”0″ allowfullscreen></iframe>
ცხოვრება მშვენიერია, სარეკლამო ბიზნესი დაუნდობელი. მხოლოდ ერთადერთი შეკითხვა რჩება _ დავიჯერო, ჩინელებს “პატენტი დურექსები” ჯერ არ გაუკეთებიათ?