გია მარიამიძის ბლოგი

გამოხედვა წარსულიდან?

გამოხედვა წარსულიდან?

მაგარიაო, ხოდა მეც წავიკითხე  ბატონი ვასილ მაღლაფერიძის ეს,  მაგარი წერილი გამოხედვა წარსულიდან ..წერილში ღრმადპატივცემული ავტორი  მიმოიხილავს ქვეყნის აწმყოს, წარსულს და მომავალს. არ ჩავეძიები იმ, მნიშვნერლოვან ფაქტს, რომ წერილის ავტორი  წლების გამავლობაში დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო-გუბერნატორი გახლდათ და იმ პოლიტიკას,  რომელსაც,  დღეს დამღუპველად სთვლის ‘’გუშინ’’  თვითონ განასახიერებდა მცხეთა-მთიანეთის მხარის მასშტაბით. სჯობს განიხილო ადამიანის აზრები და არა ადამიანი. რას ამბობს-ეს უფრო მნიშვნეელოვანია, ვიდრე ვინ ამბობს.

ავტორმა  ‘’ძველი’’ თემები შეაგროვა, მაღალხატვრულად გადაამუშავა და როგორც იტყვიან ხოლმე ‘’დადო’’ . ტექსტი, ერთი და იგივე აზრის,  სხვადასხვა სიტყვებით გამეორების გამო უზარმაზარია, თუმცა სულ  რამოდენიმე საკითხია განხილული.  ავტორი შორეულ ისტორიას იხსენებს  და ბრძანებს, რომ  დიდი სახელმწიფოები  ჩვენი, ერვნული იდენტობის შეცვლით აქ,  სამუდამოდ დამკვიდრებას ესწრაფოდნენო. იდენტობას კი პირველ რიგში სარწმუნოება განაპირობებდაო.  გარე ძალების ამ მცდელობებს ავტორი  ქართველებისგან ‘’ახალი ადამიანის’’ გამოყვანას უწოდებს. შემდეგ, იგივე გარემოება დღევანდელობაში გადმოაქვს და  დამპყრობელის  როლს აშშ-ს აკუთვნებს. ავტორის აზრით, აშშ-ს ჩვენი, უნიკალური მდებარეობა აინტერესებს  დ  ცდილობს ეს ტერიტრია თავისი მიზნებისთვის გმოიყენოს. შემდეგ, უფრო შორს მიდის  და ასკვნის, რომ აშშ-ს მსოფლიო ბატონობა უნდა. თურმე, ევრაზიის კონტინეტის მართვის გარეშე მსოფლიო ბატონობა ვერ მოხერხდება, საქართვლო  კი ამ მიმართულების უმნიშვნელოვანესი პლაცდარმიაო. რუსეთს საქართველო თავის გავლენის ზონად  მიაჩნია, ამერიკის კავკასიური  პოლიტიკა არ მოწონს და ჩვენში  მიმდინარე ნეგატიური პროცესებიც ამით აიხსნებაო. ამერიკას ჩვენთან დემოკრატია არ აწყობსო,  ხელისუფლება და პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილი პროამეიკულია, მაგრამ ხალხი  არაო.  ‘’სწორი’’ არჩევნების ჩატარების შემთხვევაში  ნაკლებად პროამერიკული ხელისუფლება გვეყოლებოდაო.  ამის გამო, ქართველის იდენტობის შეცვლას ცდილობენო. ‘’ახალი ქართველის’’ გამოყვანამდე, საქართველოს ‘’რკინის ხელით ‘’  მართავენო. 15- 20 წელი საკმარისია ‘’ახლების’’ გასაზრდელად და ‘’ძველების ჩასარეცხადო’’.

ავტორი, ამ გეგმის  ერთად-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად ეკლესიას ასახელებს. მხოლოდ ეკლესიაა ის ძალა, რომელიც ‘’ახალი ადამიანის’’ გამოყვანის პროცესს წინ აღუდგებაო. ეკლესია არ დათანხმდება ერთმორწმუნე რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს ტერიტორიის  პლაცდარმად გამოყენებასო. ავტორი, საქართველოს ხელისუფლების მთავარ მოწინააღმდეგედ  ეკლესიას ასახელებს.  ამ  მდომარეობიდან გამოსავალი ე.წ. დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის წარმოება  და ნეიტრალიტეტის გამოცხადებააო.

ფრაზები მაღლაფერიძის სტატიიდან :

მე–8 საუკუნეში არაბები აპირებდნენ ქართველებისგან ახალი ადამიანების შექმნას, შთააგონებდნენ მათ, რომ იყვნენ ჩამორჩენილები, ბნელები, მცდარი სარწმუნოების მიმდევარნი და არწმუნებდნენ სხვა რჯულის უპირატესობაში, რომელიც სამოთხეს დაუმკვიდრებდათ.არაბების მცდელობა წარუმატებელი გამოდგა, თუმცა, ისტორიიდან ჩანს, რომ  ქართველებისგან ახალი ადამიანების გამოყვანის მცდელობა განუწყვეტლივ მეორდება.

ისლამური ქვეყნები მიზნის მიღწევას ცდილობდნენ ისლამიზაციით, რუსეთმა გააუქმა ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა, დღეს ამერიკიდან პირდაპირ და არაპირდაპირ მომდინარეობს აზრი, რომ მართლმადიდებლობა აფერხებს საქართველოში პროგრესს.

ვინაიდან საქართველოს ენერგოდეროფნობასთან ერთად ევრაზიის მაკონტროლებელი პლაცდარმის ფუნქციაც დაეკისრა, გრძელვადიანი საიმედოობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელი გახდა მისი ამერიკასთან ინტეგრირებულ ტერიტორიად გადაქცევა და ყველაფერ იმის აღმოფხვრა, რაც ხელს უშლის ამ ინტეგრაციას. ამგვარ ინტეგრაციას კი პირველ რიგში ხელს უშლის ”ჩვეულებისამებრ მამულისა სლვაჲ” – სწრაფვა თვითმყოფადობის შენარჩუნებისკენ, ამიტომ მთავარი დარტყმა მისკენ იქნება მიმართული.

15-20 წელიწადი საჭიროა არა მხოლოდ ახალი ადამიანის შესაქმნელად, არამედ იმ თაობების გასასტუმრებლადაც, რომლებიც წარსულს განასახიერებენ და გარდაქმნას არ ექვემდებარებიან. საქმე მხოლოდ ბუნების კანონს და ფიზიკურ ყოფნა-არყოფნას არ ეხება, აუცილებელია მათი მორალური ლიკვიდაცია და დეავტორიტეტიზაცია, რათა ”ახალმა ადამიანმა” წარსულთან ყოველგვარი კავშირი ”ჩახსნას” და არსებობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.

ეკლესიას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საქართველოს ცხოვრებაზე, რაც დიდ დაბრკოლებას უქმნის როგორც ახალი ადამიანის გამოყვანის პროცესს, ისე საქართველოს ევრაზიის და, პირველ რიგში, რუსეთის მაკონტროლებელ პლაცდარმად გადაქცევას. ცხადია, რომ ქართული ეკლესია, ამ სახით, არასოდეს გახდება პროამერიკული ორიენტაციის და ერთმორწმუნე რუსეთთან ბრძოლის იარაღი.

რომელიმე ერთი სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა, რაც ქვეყნის შიგნით თავისთავად იწვევს ერთპარტიულ მმართველობას, საქართველოს ემუქრება ინტეგრირებულ პლაცდარმად გადაქცევით და ახალი ადამიანის გამოყვანის მცდელობის მტკივნეული პროცედურებით.

 

 

ტერმინი  ‘’ახალი ადამიანი’’ მე 20-ე საუკუნის  დააწყისის რუსეთში  გაჩნდა და იმდროინდელ გარემოებებს: კლასობრივ ბრძოლას,  წესწყობილების, ცხოვრების წესის  ძირეულ ცვლილბას ნიშნავს. იმ ხანად, ეკლესიის მიმართ უარყოფითი  დამოკიდებულება არ იყო შემთხვვითი. ცარიზმის მსახური რუსული ეკლესია  იმპერიის ნებისმიერ  უმსგავსობას ამართლებდა,  გაჟღენთილი იყო ანტისემიტიზმით და შოვინიზმით. ბოლშევიკები, ხელისუფლბაში მოსვლის შემდეგ ყველაფერი ძველის, ბოლომდე დანგრევას და ახალის  აშენებას შეეცადნენ. ახალ-საბჭოთა ადამიანს,   პირველად  კაცობრიობის ისტორიაში საყოველთაო თანასწორობის საზოგადოებაში უნდა ეცხოვრა.  ბოლშევიკური ხელისუფლების გეგმები კრახით დასრულდა და  უამრავი მსხვერპლი გამოიწვია. ბატონი მაღლაფერიძეს მიერ,   ‘’ახალი ადამიანის’’ ხშირად ხსენება მკითხველში სწორედ ამ, არასასიამოვნო ასოციცების  აღძრავრაზეა გათვლილი-ეს ელემენტარული ხრიკია.

არავითარი  ახალი ადამიანის გამოყვანა საქართველოში არ წარმოებს, პირიქით, ძველის კულტივირება და  შენარჩუნება ხდება.  რომ წარმოებდეს, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელე არხები, სასკოლო და უმაღლესი განათლება ამ მისიას უნდა ემსახურებოდეს.  სად ქმნიან ამ ახალ ადამიანებს?        ‘’ საგამოცდო ტესტებით, ბავშვებს  ‘’მარშრუტკაში’’  ფეხმძიმე ქალისთვის ადგილის  არდათმობას ასწავლიან’’  ..   ‘’    სკოლებში სექსების გაკვეთილების შეტანა უნდათ ‘’ ..  ‘’ტელევიზორიდან ჩვენი გარყვნა უნდათ, ტიტლიკანა ხალხს გვაჩვენებენ’’ ..   ასეთი ‘’არგუმენტებით’’ ახალი ადამიანის ჩამოყალიბების ურთულესი  პროცესი ვერ  აღიწერება, რაიმე სერიოზული მაგალითებია საჭირო.

‘’ახალი ადამიანის’’ შექმნა  არა მარტო   სააკაშვილის ხელისუფლების,  ზოგადად, ნებისმიერი ხელისუფლების შესაძლებლობებს აღემატება-ის  პრინციპულად შეუძლებელია.  ‘’ახალი ადამიანის’’ შექმნას საინფორმაციო ველის სრული  კონტროლი, მწყობრი იდეოლოგია, სადამსჯელო, იძულების  აპარატი, ანუ ტოტალიტარული სისტემა ესაჭიროვება.  ამ, ოთხი ფაქტორიდან, ერთის გამოკლების შემთხვევაშიც კი, მსგავსი გეგმის  განხორციელება შეუძლებელია. ჩვენ შემთხვევაში  არცერთი  არ გვაქვს. ინტერნეტის ხანაში  ინფორმაციის მონოპოლიზება  პრაქტიკულად შეუძლებელია. მაშასადამე, ასეთი გეგმა რომც არსებობდეს, ის განუხორციელებადია.

საქართველოს აუცილებლად სჭირდება მოდერნიზება, მათ შორის კულტურაშიც. სხვაგვარად    კანონმორჩილებას, მოქალაქის მიერ საზოგადო და პირადი ინტერესების შეხამებას და სრულფასოვან საზოგადოებას  ვერ მივიღებთ.  სამწუხაროდ  ქვეყანაში ‘’ძვეელი ‘’ ფასეულობების ნგრგვა არ შეიმჩნევა,  თვალთმაქცობა და მედროვეობა ყვავის და ეს ტრადიცია ‘’ახალი’’ სულაც არ არის, ძველია.

წერილის  კიდევ ერთი თემა, აშშ-ს და მერვე  საუკუნის, არაბების იმპერიის ერთმანეთთან გათანაბრებაა-ორივეს მიზანია  ქართველობა  წაგვართვანო. ეს  აბსურდია!   ავტორმა  შეგნებულად აუარა გვერდი უმნიშვნელოვანეს ცნებას– ‘’ისტორიზმს’’.  ეს სიტყვა, წერილში ერთხელ არის გამოყენებული, მაგრამ უკუღმართად. შეუძლებელია დღევანდელ აშშ-ს და მერვე საუკუნის არაბეთის იმპერიას, ჩვენს მიმართ  ერთი და იგივე მიზნები ამოძრავებდეთ. ამ  მიზნების განხორციელების საშუალებებზე რომ არაფერი ვთქვათ.. არაბების დროს,  არ არსებობდა ის ჰუმანიტარული და ტექნოლოგიური მიღწევები,  რაც დღეს გვაქვს. იმ ხანად არ არსებოდა ადამიანის უფლებების დღევანდელი გაგება, არ არსებობდა საერთაშორისო სამართალი. ომი, დაპყრობა, ხარკის დაკისრება, გენოციდი და ასე შემდეგ,  ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა. საპასუხოდ იკითხავთ: დღეს რა ომები არ ხდება? ხდება, მაგრამ ეს დანაშაულად ითვლება!  იმ დროს, დამპყრობითი  ომი  საამაყო საქმე, გენოციდი კი  რუტინა იყო.

 

ისტორია მოვლენათა უბრალოდ მონაცვლეობა  კი არა  პროცესია და ამ პროცესის  მთავარი მახასიათებელი განვითარებაა. ბუნების  გარდაქმნა, სახეცვლა, სახეცვლილის შენახვა და ახალი თაობისთვის გადაცემა-ეს არის ისტორიზმის ფორმულა. კაცობრიობა ვითარდება, განვითარებ  არსი კი,  ენეგიის დაზოგვა-ნაკლები დანახარჯით მეტი შედეგის მიღებაა. (ენერგია, ამ სიტყვით ფართო გაგებით-ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური.) ბატონ მაღლაფერიძეს კი  წარსულზე გამოგონილი  მითებით ცხოვრება ჰგონია ისტორიზმი. ამ დროს კი სამყარო იცვლება და რაც შუა საუკუნეებში ნორმა იყო  დღეს ანომალიად  ითვლება.

განვითარებულ ქვეყნებში, სეკულარიზაცია-რელიგიის და ახელმწიფოს დაცილება მოხდა და მრწამსი ინდივიდის პირადი არჩევანის საქმე გახდა. დღევანდელი და შუასაუკუნეების დროინდელი ვითარების გაიგივება სისულელეა. მსგავსი დემაგოგია ერთ რამეზე–შიშზეა გათვლილი. ჩვენს საზოგადოებას, მოძღვრებმა: რელიგიიდან, კულტურიდან, პოლიტიკიდან, ღრმად ჩაუნერგეს ეს შიში. რელიგია, მრწამსი, ინტერესი, მსოფხედვა, პრინციპები, ინდივიდის  თავისუფალი არჩევანის საკითხია და  სწორედ ეს არის შიშის მიზეზი-ვაი თუ ჩვენ არ აგვირჩიონ და მოძღვრის პრივილეგია დაკარგოთო. შეუძლებელია, ისტორიზმი  კერძოდ და  პროგრესი ზოგადად არ აღიარო. ცივილიზაციამ, დროთა განმავლობაში პოზიტიური გამოცდილება დააგროვა და თუ ამ გამოცდილებას არ იზიარებ,  როგორც ერი ისტორიის ქმნაში არ მონაწილეობ და თავს არარაობად ყოფისთვის სწირავ. ისტორიზმის არგააზრება, განვითარების პროცესში არმონაწილეობა, პასიური მეთვალყურის მდგომარეობაში  ყოფნას, მიყრუებულ პროვინციად ქცევას ნიშნავს, რომელიც არაფერს ქმნის და სხვის შექმნილსაც ვერ აფასებს.

წერილში განხილული  კიდევ ერთი საკითხი: საქართველო, როგრც აშშ-ს პლაცდარმი.. ნებისმიერი თეორიის სისწორე პრაქტიკით დასტურდება.  ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ ნათქვამი სიმართლეა თუ არა პრაქტიკამ უნდა გვიჩენოს. რის საფუძველზე ამტკიცებს მაღლაფერიძე, რომ აშშ-ს ჩვენი ტერიტორიის  პლაცდარმად ქცევა უნდა? ტერმინი ‘’პლაცდარმი’’სამხეხრო სფეროდანაა. საქართველოს რომელ ქალაქსა თუ სოფელში მდებარეობს   ამერიკის სამხედრო ბაზა?   20 წელია რაც დამოუკიდებლები ვართ და რით ვერ მოახერხა აშშ-მ საკუთარ   ‘’პლაცდარმზე ‘’ სამხედრო ძალის განლაგება?   საქართვერლო ბაზის განლაგებაზე  უარს არ იტყოდა, მაგრამ ბაზა არ არსებობს. არათუ ბაზა,  ამჟამად, შექმნის პროცესში მყოფი, რაკეტსაწინააღმდეგო თვდაცვის სისტემის ელემენტი-რადარიც კი არ განათავსა  ჩვენს ტერიტორიაზე. ‘’ პლაცდარმი’’ სამხედრო ‘’დასწრების’’ გარეშე არ არსებობს. რომ სდომოდა განათავხებდა, მაგრამ არ უნდა. ავღანეღთისთვის განკუთვნილი სამხედრო და სამოქალაქო ტვირთების  უდიდესი ნაწილი რუსეთის ტერიტორიაზე გადის. იმ რუსეთის,  რომლის საწინააღმდეგოთაც აშშ ვითომ და საქართველოს ტერიტორას პლდარმად იყენებს. ამ   ე.წ. ‘’პლაცდარმზე’’ ყოფილი გუბერნატორის საუბარი, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წააგავს. თუ  გავითვალისწინებთ იმას, რომ მაღლაფერიძე  სწორედ იმ მხარეს გუბერნატორობდა, რომელიც რუსეთის არამშვიდ ნაწილს  ესაზღვრება,  გასაგები ხდება გამოგონილ ‘’პლაცდარმში’’ რაც იგულისხმება. ყოფილი ჩინოსნების მსგავს  მოსაზრებებს რუსეთი,  როგორც საბაბს,   ჩვენს წინააღმდეგ პოპაგანდისტულ იარაღად აუცილებლად გამოიყენებს. შესაძლებელია სამხედრო ოპერაციის ჩატარების საბაბადაც კი.

ბატონი მაღლაფერიძე, საქართველოზე, მხოლოდ ამერიკის გავლენას  წამგებიანიანად მიიჩნევს  და მეორე, რუსული გავლენის გაძლიერებით,  შიდაპოლიტიკური ვითარების  გაჯანსაღებას წინასწარმეტყველებს. მისი აზრით, ჩვენზე, რუსული გავლენის გაძლიერება დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას მოგვცემს. მარტივად ეს ასე გამოიყურება:  ამერიკას, რუსეთთან დაახლოვებით დავაშანტაჟებთ, რუსეთს კი, ამერიკისკენ ‘’გაქცევით’’ დავემუქრებით. ზოგადად კონკურენცია კარგი რამ არის და როდესაც ორი და მეტი ქვეყანაა შენით დაინტერესებული, შენი მნიშვნერლობა იზრდება-რაც მეტია მოთხოვნილება მით მეტია ‘’ფასი’’ . .  მაგრამ  ჩვენს შემთხვევაში ეს ფორმულა არ მუშაობს. ავტორს  ერთი რამ გამორჩა : კონკურენცია კარგია, როდესაც კონკურენტები ერთმანეთის მსგავსნი არიან და ერთიდაიგივე მიზნები აქვთ. თუ ერთის(აშშ-ს) ინტერესია დაომუკიდებლობა შეინარჩუნო, ეკონომიკურად გაძლიერდე, ხოლო  მერის(რუსეთის) ინტერესში შენი დასუსტება და  პოლტიკური რუქიდან გაქრობაა,  რანაირად უნდა აწარმოო ის პოლიტიკური ‘’თამაში’’ რასაც მაღლაფერიძე აღწერს? ამერიკაზე ზემოქმედებას,  რუსეთისკენ გადახრით როგორ მოახდენ თუ,  ამერიკამ შენზე კარგად იცის, რომ ამას ვერ იზამ  ? რუსეთს  ხელს თუ გაუწოდებ მოგაჭამს..

მაღლაფერიძეს აზრით, იმ  ბავშვივით უნდა მოვიქცეთ,  მშობლებზე გაბრაზებული ავად გახდომას რომ ნატრულობს–ბავშვმა იცის მშობლები  მის გამო ინერვიულებენ. ზოგჯერ,  მოზარდები თავსაც კი იკლავენ იმისთვის რომ, ახლობლებს სინდისის ქეჯნა აგრძნობინონ.  რუსეთს როგორ შეაშინებ ამერიკისკენ ‘’გაქცევით’’  თუ უკვე ბოლომდე ხარ გაქცეული ? (მაღლაფერიძე ამას ამტკიცებს, რომ ვართ) ..რა თქმა უნდა,  საქართველოსთვის ბედნიერბა იქნებოდა ნეიტრალიტეტის გამოცხადება და რუსეთთან მშვიდობიანად ცხოვრბა, მაგრამ ნეიტრალური რომ გახდე   ეს  შენს მეზობლებსაც  უნდა სჭირდებოდეთ, სხვაგვარად  არ გამოვა. ჩვენს მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადება, დასავლეთთან დაახლოვების პროცესს შეაჩერებს. ნეიტრალური საქართველო, რუსეთის წინაშე მარტოდმარტო დარჩენას ნიშნავს. ვისაც, საქართველოს, რუსეთის ვასალად ქცევა უნდა ეს პირდაპირ უნდა სთქვას და ნეიტრალიტეტზე საუბრით ენერგია და დრო არ უნდა ხარჯოს.

ჩვენს მიერ, ნეიტრალიტეტის გამოცხადება და  დასავლეთთან,  სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობის გაწყვეტა, რუსეთის არ დააკმაყოფილებს. ის, არც ჩვენ გვენდობა და არც დასავლეთს. მაინც,  დღემუდამ ეჭვი ექნება, რომ ნეიტრალურ საქართველოში, მის მიმართ მტრული ქმედებები ხორციედება.  ჩრდილოეთ კავკასიაში მდგომარეობის ესკალსციას მაინც ჩვენ გადმოგვაბრალებს, ხელს მაინც ჩვენსკენ გამოიშვერს. არადა, ჩრდილო კავკასიაში, დაძაბულობა ობიექტური მიმეზებით არის გამოწვეული.  რუსეთი, ჩვენთან მოსაზღვრე  ტერიტორიებზე მომხდარი ექსცესების მიზეზად ყოველთვის ჩვენ გამოგვაცხადებს და ამით  საკუთარი მოსახლეობის წინაშე  თავს გაიმართლებს. რუსეთის  დაკმაყოფილებისთვის  ერთად-ერთი გზა არსებობს-მან უნდა აკონტროლოს ჩვენი ტერიტორია და აქ სხვა არავინ არ უნდა ჭაჭანებდეს. ეს უკვე ნეიტრალიტეტი არ არის,  ეს კოლონიური მდგომარეობაა. გამოდის რომ ერთადერთი, რუსეთისთვის მისაღები ვარიანტი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაუქმებაა. ბოდიში უნდა მოვუხადოთ რუსეთს იმისთვის, რომ   ვარსებობთ, დამოუკიდბლობაზე უარი უნდა ვთქვათ და საკუთარი სახემწიფოს თვითლიკვიდაცია გამოვაცხადოთ?

ამერიკასა და რუსეთს შორის ტოლობის ნიშანის გავლება უმეცრებაა.   რუსეთის კოლონიად ქცევის შემთხვევაში, საქართველოში ბატონყმობა დამყარდება. თუ  ამას ვერ ხვდები შეცდომას უშვებ.თუ ხვდები, ალბათ თვითონ ოცნებობ რუსული ხიშტებით, სასურველი  წესწყობილების დამყარებაზე, ბატონად ქცევა გსურს  და ყმების ყოლიების პერსპექტივაც გახარებს.

ან  რუსეთი ან  ამერიკა–ეს მცდარი ფორმულაა…  ან   რუსეთი ან   დამოუკიდებლობა-ეს არის სწორი. ვინც, ამერიკას და რუსეთს ათანაბრებს ან,  არაფერი გაეგება ან, დემაგოგია.

ბოლო საკითხი-ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა! ბატონი მაღლაფერიძე,  თვითონაც აღნიშნავს, რომ  ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დაპირისპირება პოლიტიკურია  და თეოლოგიურ ხასიათს არ ატარებს. . დაპირისპირების საგანი  ‘’ახალი ადამიანის’’ გამოყვანის მცდელობა  და ჩვენი ეკლესიის, ერთმორწმუნე რუსეთის მიმართ ლოიალობააო. აქ,  ისევ მთავარ საკითსხ ვუბრუნდებით-გვინდა თუ არა  გვქონდეს სახელმწიფო? თუ არ გვინდა  დავთმოთ.  ხაზი გადაუსვათ ამ 20 წლის მანძილზე გადატანილ გაჭირვებას, გაღებულ მსხვერპლს, ვაღიაროთ, რომ ეს ყველაფერი შეცდომა იყო და  უარი ვთქვათ სახელმწიფოზე. ვიცხოვრებთ რუსეთის პროტექტორატის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე და  საქართველოს არსებობა რამდენიმე წელიწადში აღარავის ეხსომება.  ეკლესიას დღევანდელი 86 %  ნდობის  ნაცვად სრული 100% ექნება, არავითარი ახალი ადამიანი, ყელა ვიქნებით ძირძველი და ტრადიციების მიმდევარი.  მაგრამ ისიც გასათვალისინებელია, რომ ამ ტრადიციებში იგულისხმება, მოარქიის აღდგენა, მოსახლეობის, პირველ და დანარჩენ: მეორე, მესამე და ასე შემდეგ, ხარისხებად დაყოფა. ადამიანის უფლებების ცნება  გაქრება და თანასწორი უფლებების ნაცვლად  სეგრეგაცია დამკვიდრება.  სიტყვის თავისუფლების დღევანდელი, დაბალი ხარისხიც კი მოისპობა და ცენზურა დამყარდება. დიდი ხნით,  მიყრუებულ პროვინციად ვიქცევით, შესაბამისი კომპლექსებით და ავადმყოფობებით.

ბატონ მაღლაფერიძეს არ განუმარტავს რას გულისხმობს ‘’ახალი ადამიანის’’ გამოყვანა, თუმცა, მისი წერილი ამ ტერმინზეა აგებული. მოკლედ აქვს ნათქვამი, რომ ეს ადამიაანი ტრადიციული  ფასულობების, ეროვნული რელქივიების და რელიგიისადმი ლოიალური არ უნდა იყოსო. რას გულისხმობს ამ სიტყვებში ეს კიდევ საკითხავია,  თუმცა რასაც არ უნდა გულისხმობდეს,  ნებისმიერ შემთხვევაში ეს მოსაზრებები ფუჭსიტყვაობაა. ‘’ახალი ადამიანის’’ გამოყვანა შეუძლებელია, ეს სსრკ-მაც კი ვერ შესძლო და დაიშალა. განვითარების გარეშე სამართლიანობის  და კეთილდღეობის მიღწევა შეუძლებელია. ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული ერიდან, სახელმწიფო ერად უნდა ვიქცეთ. სბჭოური ტიპის საზოგადოებიდან გამოვიდეთ და სმოქალაქო საზოგადოებად  ჩამოყალიბდეთ. დღევანდელი საზოგადო-პოლიტიკური კულტურის დონე, სრულფასოვანი სახელმწიფოს შესაქმნელად საკმარისი არ არის. ჩვენი, სავალალო  მდგომარეობა სწორედ კულტურის უკმარისობის ბრალია. კულტურის  ტრანსფორმაციის გარეშე სახელმწიფო დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს ვერ მივაღწევთ.

სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება ვერ ვითარდება, რეფორმები არ ტარდება, ადგილს ვტკეპნით და ამაში დამნაშავე ხელისუფლებაა. არ ხდება კულტურის ტრანსფორმირება.  ხდება ინფრასტრუქტურის განახლება და ამას შეცდომით, მოდერნიზაციას უწოდებენ.  ნამდვილი მოდერნიზაცია კი კულტურიდან იწყება. იგივე ხდებოდა ბატონი მაღლაფერიძეს  ხელისუფლებაში მოღვაწეობის დროსაც, იმ დროს,   გუბერნატორი  რომ იყო და ‘’ახალი ადამიანის’’ გამოყვანაში რომ მონაწილეობდა..