გია მარიამიძის ბლოგი

Air France

Air France

Nana Kakabadze :  განსხვავებული ორიენტაციის წარმომადგენლები რომ არ უნდა იდევნებოდნენ ეს ელემენტალური ჭეშმარიტებაა და ამას ზოგიერთი თქვენგანის დაბადებამდე ვქადაგებდი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უნდა მივესალმო მსგავს მოვლენას (ჰომოსექსუალიზმს) და ხელი შევუწყო მის გავრცელებას საზოგადოებაში.


ცოტა ხნის წინ, სანკტ-პეტერბურგის საქალაქო საკანონმდებლო ორგანომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ამკრძალავი კანონი მიიღო. კანონის დარღვევისთვის სანქცია ფულადი ჯარიმაა. იურისტების აზრით კანონი პოპულისტურია და მისი ამოქმედება უამრავ გაუგებობებს გამოიწვევს.  ნებისმიერმა კანონმა, რომ იმუშაოს  მოვლენის ზუსტად აღწერა, ფორმულირება, ინტერპრეტაციების გამორიცხვა აუცილებელი პირობაა.
აქ ჩნდება კითხვა რა შეიძლება ჩაითვალოს პროპაგანდათ და რა არა? მაგალითად, მე რომ სიტყვა ‘’ჰომოსექსუალიზმს’’ ვწერ ეს პროპაგანდაა? კანონის მიღების მომხრეთა არგუმენტი ასეთია: არ უნდა ითქვას, აღინიშნოს, გამოიხატოს, რომ ჰომოსექსუალიზმი კარგია. ეს გასაგებია, სიტყვები ‘’კარგი’’ და ‘’ჰომოსექსუალიზმი’’ ერთ წინადადებაში არ უნდა გამოიყენებოდეს. მაგრამ, როდესაც ვამბობთ, რომ  სახელგანთქმული მხედართმთავარი ალექსანდრე მაკედონელი, ან, რუსეთის მეფე ივანე მრისხანე ჰემოსექსუალები იყვნენ ეს პროპაგანდაა?  იმის თქმა, რომ  შექსპირი  ჰომოსექსუალი იყო  პროპაგანდად ითვლება? გეი სუბკულტურისთვის დამახასიათებელი ატრიბუტიკა-ცისარტყელის ფეროვანი  დროშის საჯარო სივრცეში გამოჩენა პროპაგანდათ ითვლება თუ არა? თუ ითვლება ‘’ Air France ‘’ -ის ავიახაზების თვითფრინავი თუ თბილისის აეროპორტში დაჯდა უნდა დაჯარიმდეს-ემბლემათ ცისარტყელა აქვს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი ჰომოსექსუალიზმის პროპაგნდათ თუ ჩაითვლება?  ვესტერველეს ხსენებაზე ბევრს გარყვნილი და ურჯულო ეროპის საგინებლად  გაუწევს გული და ენა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ გერმანიას გეი მინისტრის გარდა ჩინებბული მედიცინაც აქვს. სწორედ ასეთი ევროპის სამედიცნო მიღწევებით სარგებლობს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე . სწორედ  გრმანულ კლინიკებში მკურნალობს, განკურნებული  გვიბრუნდება და ჩვენი სულების გადარჩენისთვის დღენიადაგ ლოცულობს.

ნებისმიერმა ოროსანმა იურისტმაც კი იცის, რომ ადამიანი ემოციური არსებაა და მისი განცდერბის, შეგრძნებების, მისი გემოვნების კანონის სახით ფორმალიზება შეუძლებელია. ამ საკითხის აღქმა კი დიდ წილად ემოციური და სუბიექტურია.  ის  სტრუქტურირებას არ ექვემდებარება-შეუძლებელია განისაზღვროს ვის რა მოეჩვენება პროპაგანდათ. თუ,  ძალიან მოინდომებ ბარათაშვიის ‘’ცისა ფერს’’-შიც პროპაგანდას დაინახავ.

ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაში თუ გეი პარადის ჩატარება იგულისხმება პრობლემა არ ყოფილა. ამ მითიურ პარადებზე  ყველა საუბრობს გეების გარდა. მაგ საკითხით პოლიტიკოსები და სამღვდელოების ნაწილი ურო დაინტერესებულია ვიდრე ლგბტ თემი.

Nana Kakabadze: ვაცხადებ, რომ მორალური კუთხით, მე, ლამის სახელმწიფო დონეზე აყვანილ ამ მოვლენის პროპაგანდას, მიუღებლად მივიჩნევ.

ძველ ბერძნებს თუ დავუჯერებთ, ადამიანის ნებისმიერი შეგნებული ქმედება პოლიტიკაა. მაგრამ, საქართველო ანტიკური საბრძნეთი არ არის და ჩვენში პოლიტიკას მარტივი შინაარსი აქვს_ხელისუფლებისთვის ბრძოლა! გამარჯვებულს კი ფული, უძრავ-მოძრავი ქონება, პრივილეგიები და ბევრი სიამოვნება ბონუსად. ჩვნში,  თითქმის ყველაფერი პოლიტიკის ნაწილი და ხელისუფლების ან ოპოზიციის დანამატია _ფინანსები, მასმედია, კულტურა, მეცნიერება, სპორტი და ადამიანების უფლებების დაცვაც კი.

ზემოთ მოტანილი კაკაბაძის ფრაზა, ადამიანის უფლებების საკითხის პოლიტიკაში გადატანა და ხელისუფლების მოპოვება შენარჩუნებაში ბრძოლის იარაღად გამოყენებაა.  ამგვარ გამონათაქვამებს  ჰომოფობიის მატება მოჰყვება  და ამით საზოგადოების  შეუწყნარებლობა წარმოჩინდება. ხელისუფლება კი დასავლეთს საკუთარ უალტერნატივობას (როგორც ერთადერთ ცივილიზირებულ და მედასავლეთე ძალას) დაანახვებს. ხელისუფლება ამავ დროს ამ უმცირესობის უფლებების დაცვისგან თავს შეიკავებს ( რომ მამათმავლობის ხელის შეწყობაში ბრალდებები თავიდან აიცილოს)

შედეგად რას მივიღებთ? 1. თუ  ეს საკითხი გამწვავდა  საზოგადოების დიდი ნაწილი საკუთარ ჩამორჩენილობას გამოავლენს და ამით ხელისუფლების უალტერნატივობის თეორიას გაამყარებს. 2  უმცირესობის წარმომადგენელთა მიმართ აგრესია გაიზრდება, რასაც კონკრეტული ადამიანების დაზარალება შეიძლება მოჰყვეს..

გამოდის, რომ ხელისუფლების არმოყვარე კაკაბაძე ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებს. კიდევ, ადამიანის უფლებების დამცველი კაკაბაძე ადამიანის უფლებების დარღვევის პროვოცირებას ეწევა. ამ მოსაზრების მართებულობაზე მის ფბ. ‘’კედელზე’’ დატოვილი აღტაცებული ჰომოფობების მადლობები და მილოცვებიც მეტყველებს.