გეგმა: – 42 კგ

36 წლის ამერიკელმა ერიკ კოლუმმა 2009 წელს სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გვერდი გააკეთა: “შეუძლია თუ არა ერიკ კლუმს დაიკლოს 45 კილო/ Can Eric Collum lose 100 lbs?”. ერთ წელიწადში ერიკმა თითქმის 100 ფუნდი, ანუ 45 კილოზე მეტი დაიკლო.


ძნელია პროგნოზის გაკეთება შევძლებ თუ არა იმავეს მეც, მაგრამ გუშინ, 5 თებარვალს, არ ვიცი, ალბათ, 6789276355 ჯერ დავიწყე დიეტა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დიდ წონასთან ბრძოლას უკანასკნელად ვიწყებ. სხვა მხრივ გააზრებული მაქვს, რომ დაკლების და სასურველი წონის მიღწევის შემთხვევაშიც,  მუდმივად უნდა ვაკონტროლო რას და რამდენჯერ შევჭამ.  მძიმე წონიან ადამიანებსაც იმავეს ვურჩევ. სიმსუქნე ქრონიკული პრობლემაა და მას მუდმივი კონტროლი ჭირდება.


100 კგილოგრამია ჩემი ამჟამინდელი წონა, თუმცა იდეალური წონა 58 კილოგრამით გამოიხატება.  გეგმა მინიმუმია, 42 კილო უნდა დავიკლო.


ბლოგის დაწერა აბსოლუტად ეგოისტური მიზნებით გადავწყვიტე. 22 წლის ვარ და მუდმივდ მაქვს წონის პრობლემა. არაერთხელ დამიცავს დიეტა, მივარჯიშია, ვცურავდი, 20 კილოგრამიც დამიკლია, თუმცა არასდროს მეყო ნებისყოფა დაწყებული დამესრულებინა. ახლა გადავწყვიტე, მკითხველების ჩართვით და თქვენ წინაშე აღებული პასუხისმგებლობით საკუთარ თავს სხვა გზას არ დავუტოვო და დასახული გეგმა შევასრულო, რომ შემდეგ ერიკ კოლუმმივით მეც დავწერო:


„მე არ შემეძლო დამეღალატებინა ის 150 ადამიანი, რომელიც ფეისბუკზე მხარს მიჭერდა, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ჩემს ბლოგს კითხულობდნენ. მე მათ წინაშეც ვიყავი ანგარიშვალდებული“ .


ასევე მინდა, რომ ჩემი ბლოგი იმ ადამიანებისთვისაც გახდეს მოტივატორი, ვისაც ჩემსავით აქვს წონის პობლემა. მათაც გადაწყვიტონ დიეტაზე გადასვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. ცდად ღირს.


მოკლედ გეტყვით როგორ ჩიარა დიეტის პირველმა დღემ– წარმატებულად, თუმცა საშინლად. დილით გვიან ავდექი, რადგან ძილი საუკეთესო საშუალებად მიმაჩნია შიმშილთან გასამკლავებლად.  ცილოვანი დიეტა დავიწყე, რომელიც გამორიცხავს ბოსტნეულს და ხილს. მიირთმევთ ხორცს, ყველს, ხაჭოს, კვერცხს, კეფირს ან იოგურტს, რა თქმა უნდა გრამები განსაზღვრულია და 200 გრამს არცერთი პროდუქტი არ უნდა აღემატებოდეს. ეფექტური დიეტაა, თუმცა მკაცრად რეკომენდებულია, რომ 10 დღეზე მეტი არ დაიცვათ.


დილა, უფრო სწორად შუადღე ყავით, ერთი ნაჭერი (100 გრ) უმარილო ყველით და 100 გრამი ხაჭოთ დავიწყე. ჩემ ჯგუფელს, ალექსანდრეს ველოდებოდი ორ საათზე, სტატისტიკაში პრეზენტაცია გვაქვს და ერთად უნდა გაგვეკეთებინა, ვიფიქრე სანამ მოვა ჩემთვის გავერკვევი SPSS-ში და ნათიას მოწოდებულ იუთუბის თუთორიალების ყურება დავიწყე. არ ვიცი  ერთი საათის მანძილზე, რამდენჯერ მოწყდა ჩემი ფიქრები მონაცემების სიხშირულ ანალიზს და გადაინაცვლა მაცივრისკენ, მაგრამ ერთ საათში მეცადინეობა შევწყვიტე და ალექსანდრეს დავურეკე, რომელიც აგვიანებდა. არ მიპასუხა, მაგრამ მესიჯი მომწერა ვერ მოვალო. მოკლედ სტატისტიკას აღარ დავბრუნებივარ.


სანამ ჩემი მეორე კვებისთვის ულუფას ვამზადებდი, რაც ნიშნავს, რომ 200 გრამი ხორცი მოვხარშე:) მანამდე პრემიერ–მინისტრის პრესკონფერენციის გამოხმაურებას ვკითხულობდი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” და დავასკვენი, რომ ჩემი ბლოგი უყურადღებობისთვისაა განწირული დღეს თუ გამოვაქვეყნებ, ვფიქრობ ერთი კვირის მანძილზეც არ ღირს. :D


ცოტა გვიან თაკო მირეკავს და თავისთან მეპატიჟება, მასთან სტუმრობა უსაფრთხოა,რადგან თაკოც დიეტაზეა და არავითარი გამოწვევა არ არსებობს მის მაცივარში, თუმცა მაინც არ გავდივარ და კეფირის ფონზე ბლოგის წერას ვიწყებ, რომელსაც ასვეე მილიონჯერ ვწვეტ, რადგან მგონია, რომ არ არის საინტერესო.


რვა საათზე, ბოლოჯერ ვჭამ– ერთ ცალ მოხარშულ კვერცხს და მინდა დავიძინო, რომ კიდევ არაფერი შემომეჭამოს. ჯერ–ჯერობით რთულია ამ რეჟიმით ცხოვრება. მომდევნო ბლოგებში დავწერ როგორ ვიკვებებოდი და მიხვდებით რატომ არის რთული:)


ძილის წინ, Beasts of the Southern Wild  ჩავრთავ. 24 თებერვლამდე მინდა ყველა ფილმი ვნახო, რომლებიც  ოსკარზეა  წარდგენილი. ჯერ მხოლო 4 მაქვს ნანახი.


უხასიათობის მიუხედავად, მაინც მიხარია, რომ წარმატებით გავუძელი ცდუნებას .

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ელენე ხაჭაპურიძე