საქმე იმაშია, რომ დაახლოებით სამი წლის წინ გრიშამ, ჩემთვისაც გააკეთა მსგავსი გვერდი, 100 მხარდამჭერიც მომიგროვა და მკაცრად გამაფრთხილა, რამდენადაც სიმკაცრე საერთოდ შეუძლია– დიეტას თუ არ დავიცავდი გვერდს გააუქმებდა. შექმნიდან ერთი წლის თავზე, ნოტიფიკაცია მომივიდა, რომ გრიშამ ჩემი მხარდასაჭერი გვერდი გააუქმა. ერთი დღეც არ ვყოფილვარ დიეტაზე.
დარწმუნებული ვარ ეს ბლოგი არ გაიზიარებს მის ბედს. საერთოდ არ მეგონა ამდენი ადამიანი თუ წაიკითხავდა, მით უფრო არ მეგონა თუ წაკითხვის გარდა, მისთვის სასაგებლოდაც ჩათვლიდა. თუმცა სასარგებლო რჩევები მკითხველებისგან მეც მივიღე. მაგალითად, გუგამ ორი ძალიან კარგი ლინკი მომაწოდა, რომელთა შესახებ არ ვიცოდი და თქვენთვისაც დავწერ. პირველი ლინკი იმისთვისაა, რომ დაითვალოთ თქვენი მონაცემების მიხედვით რამდენი კალორია უნდა მიიღოთ წონის შესანარჩუნებლად, რამდენი დასაკლებად და რამდენი კალორია სწრაფად დასაკლებად.
მაგალითად, იმისთვის, რომ მე წონაში დავიკლო დღეში 1760 კალორიაზე მეტი არ უნდა მივიღო.
მეორე ლინკი, რომელიც გუგამ გამიზიარა კალორიებს ითვლის, ძალიან მოსახერხბელია, შეგიძლიათ რამდენიმე პროდუქტი ერთად მონიშნოთ და ყველა მიღეებული საკვების კალორაჟს სისტემა უცებ დაგითვლით. შესაძლებელი 1760 კალორიიდან, მე 1582– ვიღებ. გუგა დიდი მადლობა ლინკებისთვის და კეთილი სურვილებისთვის.
ვერ გეტყვით, რომ დიეტას უკვე მივეჩვიე და გუშინ თუ რთული იყო, დღეს ნაკლებად რთულია. არა, დღესაც გამიჭირდა, მაგრამ მკითხველთა გამოხმაურებამ, ინბოქსში მოწერილმა წერილებმა ძალიან გამამხნევა. ანიმ, ჩემმა თანამშრომელმა მომწერა, რომ მისი მეგობარი ჩემი ბლოგით ინსპირირბული დიეტას იწყებს, რაც ძალიან მახარებს.
დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში უნდა წავსულიყავი, კველევის პროექტი გვაქვს მოსამზადებელი- გენდერის და ნაციონალიზმის ურთიერთკავშირზე, თუმცა გეგმები ჩამეშალა. მთელი დღე სახლში ვარ, გუშინაც სახლში ვიყავი. მერე დავფიქრდი და დავასკვენი, ჯერ–ჯერობით გარეთ გასვლას თავს იმიტომ ვარიდებ, რომ სადმე არ შევიდე და ჩემ დიეტაში არარსებული პროდუქტი არ შევიძინო. თუმცა ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან ჩემ ნაცვლად, ვიცი, არავინ დაწერს კვლევის პროექტს:)) ამიტომ ხვალ მომიწევს სახლთან დამშვიდობება.
ვაგრძელებ ცილოვან დიეტას. გუშინდელისგან განსხვავებით, შედარებთ უკეთესს ხასიათზე ვარ, წარმოიდგინეთ ისე გავერთე ფიქრებით, თავი ბოლოს ჩიხტიკოპშიც წარმოვიდგინე. დღეს აქტუალური გახდა, თორემ ეროვნულ სამოსის ტარება ნამდვილად არ შედის ჩემ გეგმებში 😀
საღამოს ცოტა გამიჭირდა, თუმცა თიკოსთან საუბარი ძალიან მშველის. ყურადღების გადატანაში მეხმარება. მოსწონს ჩემი ბლოგი და წამახალისებელ შეფასებებს არ იშურებს. მომდვნო პოსტში უფრო კონკრეტულად დავწერ რა ძალა აქვს წახალისებას და როგორ ცდილობდნენ ადამიანები ჩემში მოტივაციის გაღვიძებას. ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ, არასწორად.
მანამდე კი, მადლობა მხარდაჭერისთვის და ჩემ თავს კიდევ ერთ წარმატებულ დღეს ვულოცავ 😀