მირიან ჯუღელის ფოტობლოგი

#theabcproject – ეკა

05.11.2013 | 1436 |
#theabcproject – ეკა

მყავს ბევრი მეგობარი, რომელიც ამ აპლიკაციას ძირითადად საკუთარი თავის ფოტოების დასადებად იყენებს, გამომდინარე იქიდან რომ ეს არ მიზიდავს, გადავწყვიტე ჩემს გარშემო მიმდინარე მოვლენები და ადამიანები გადავიღო. ოღონდ ეს პროცესი საინტერესო რომ გავხადო ანბანის თანმიმდევრობის მიხედვით ვიღებ. 

თუკი მოგწონთ ეს იდეა და თქვენც გსურთ მსგავსი ფოტოების გადაღება გამოიყენეთ ჰეშტეგი #theabcproject. მე ძალიან მაინტერესებს თქვენი ტელეფონით თუ პლანშეტით დანახული სამყარო.

დღევანდელი ფოტოზე ეკაა. ეკა არქიტექტორია, უყვარს ხელოვნება, მატისის ნახატები და გაუდის არქიტექტურა. იგი ამჟამად საქართველოში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე საინტერესო პროექტებზე მუშაობს. ეკა ჩემი მეუღლეა.

http://instagram.com/mirianjugheli