მირიან ჯუღელის ფოტობლოგი

#theABCproject – ზოოპარკი

07.11.2013 | 1509 |
#theABCproject – ზოოპარკი

დღევანდელ ფოტოზე თბილისის ზოოპარკის შესასვლელია. ზოოპარკი ძალიან მიყვარს, პატარა რომ ვიყავი სხვა ბევრი წასასვლელი რომ არ იყო მამაჩემს ზოოპარკში დავყავდი ხოლმე. 90-იანელებს ემახსოვრებათ ზოოპარკი-ცირკის კომბინაცია, ოღონდ ჯერ ზოოპარკში მივყავდით, იმიტომ რომ ცირკის კიბით და ემოციებით დაღლილს ერთი სული გვქონდა სახლში წავასულიყავით. ამ ლომების კი მეშინოდა, მეგონა ერთ დღეს გაცოცხლდებოდნენ. დღეს თურმე თეთრმა ვეფხვმა სამი ბოკვერი გააჩინა, რაც კიდევ ერთი მიზეზია ზოოპარკში წასასვლელად.

http://instagram.com/mirianjugheli 

ყველა ფოტოს ნახვა