მირიან ჯუღელის ფოტობლოგი

#theABCproject – თონე

08.11.2013 | 2003 |
#theABCproject – თონე

დღეს ერთ-ერთ თონეში მივედი. ზაზა უკვე 25 წელია პურს აცხობს, საქართველოს გარეთ შოთები რუსეთსა და უკრაინაშიც დაუცხია. ზაზას პრაქტიკაში ყველაზე დიდ თონეში 70 შოთი ეტეოდა. ამბობს რომ პურს ადრე სხვა სურნელი ჰქონდა, რადგან ის შეშაზე კეთდებოდა და ფქვილიც უკეთესი იყო.

პროექტის მთავარი იდეა მიმდინარე მოვლენების ტელეფონით ან ტაბლეტით გადაღებაა ანუ ფოტოკამერის ან კომპიუტერული ჩარევის გარეშე.

http://instagram.com/mirianjugheli