ხე, რომელიც დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგეს, გახმა. The Guardian წერს, რომ ხეს ორ ქვეყანას შორის მეგობრობის სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.
მუხის ხე ემანუელ მაკრონმა ტრამპს 2018 წელს გამართული ვიზიტის დროს გადასცა. მაშინ მაკრონმა ტვიტერზე დაწერა: “100 წლის წინ ამერიკელი ჯარისკაცები საფრანგეთში, ბელოში, ჩვენი თავისუფლების დასაცავად იბრძოდნენ. ეს მუხის ხე თეთრ სახლთან ჩვენ შორის არსებული კავშირის შეხსენება იქნება“.
100 years ago, American soldiers fought in France, in Belleau to defend our freedom. This oak tree (my gift to @realDonaldTrump) will be a reminder at the White House of these ties that bind us. pic.twitter.com/AUdVncaKRN
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) April 24, 2018
დარგვიდან მალევე ხე გაუჩინარდა. საფრანგეთში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ხე სავალდებულო კარანტინის დროს ამოიღეს. თუმცა ხელახალა აღარ დაურგავთ.