უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობით ჩვენთვის ბევრი არაფერი იცვლება – იმნაძე

17 სექტემბერს გაეროს 74–ე გენერალური ასამბლეა იხსნება და მაღალი დონის კვირეულით გრძელდება. სექტემბერში უშიშროების საბჭოს თავჯდომარე რუსეთი გახდა, რომელსაც ეს პოსტი ბოლოს 2017 წლის ივნისში ეკავა.

“სექტემბრის თვეში რუსეთი უშიშროების საბჭოს თავჯდომარეა და იგი ამ პოსტზე ერთი თვის განმავლობაში დარჩება. რუსეთის გათავჯდომარეობა ტექნიკური, ყოველთვიური, როტაციული პროცესის შედეგია, რომელიც ინგლისური ალფაბეტით ქვეყნის დასახელების შესაბამისად მიმდინარეობს”,– განაცხადა ჩვენთან საუბარში გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ.

– რუსეთის თავჯდომარეობით საქართველოსთვის რა იცვლება ?

– შეიძლება ითქვას, რომ ბევრი არაფერი, თუმცა ეს ერთი თვე საბჭოს (რომელშიც 15 წევრია) დღის წესრიგს რუსეთი განსაზღვრავს. ადრე გვქონდა შემთხვევა, როდესაც რუსეთი უშიშრობის საბჭოს თავმჯდომარე იყო, მაგრამ აგვისტოს ომის თემა იქ მაინც განვიხილეთ. 

– ბორდერიზაციის ახალი ტალღა გუგუტიანთკარში ხელოვნური საზღვრის გავლებით დაიწყო.

ცხადია, ბორდერიზაციის” ამ ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა. ჩვენ საქმის კურსში ყველას ვაყენებთ. განცხადება გავავრცელეთ, გაეროს პოლიტდეპარტამენტს დამატებითი დეტალები მივაწოდეთ. მანამდე, წინმსწრებად, მოსალოდნელ საფრთხეებზე გვქონდა საუბარი როგორც გაეროს ხელმძღვანელობასთან (გენმდივნის მოადგილეები, პოლიტიკური დეპარტამენტი), ასევე უშიშროების საბჭოს ყველა ამჟამინდელ წევრ-სახელმწიფოსთან (ცხადია რუსეთის გარდა) და მაგიტომაც ბორდერიაზია აღინიშნა უშიშროების საბჭოს შემდგომ გაკეთებულ განცხადებაშიც. საბჭო  8 აგვისტოს იყო, ამ მომენტისთვის ახალი განხილვა არ იგეგმება, რადგან აგვისტოში ამ თემაზე საუბარი უკვე იყო, თუმცა მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ვართ როგორც გაეროს პოლიტიკურ დეპარტამენტთან, ასევე უშიშროების საბჭოს წევრ-სახელმწიფოებთსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან. 

– სოფელ ჩორჩანის მიდამოებში ქართული საგუშაგოს გახსნის გამო დეფაქტო ხელისუფლების განცხადებები მოჰყვა. რა რეგარება იყო ამასთან დაკავშრებით გაეროში?

კონკრეტულად მაგ საკითხთან დაკავშირებით სხდომა არ ყოფილა, თუმცა დიპლომატიური მისიები საქმის კურსში არიან. საგარეო საქმეთა მინისტრი ზალკალიანი გაეროს გენმდივანს  “ბორდერიზაციის” პრობლემაზე ესაუბრა; ჩვენ ბოლო დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას მუდმივად ვავრცელებთ გაეროს პოლიტდეპარტამენტში. გაეროში საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტროს განცხადებებიც გავრცელდა. აგვისტოს თვის ბოლოს უშიშროების საბჭოს მუშაობის შემაჯამებელი სხდომა იყო, რომელზეც ჩემი მოადგილე და ამჟამად საქმეთა დროებითი რწმუნებული ელენე აგლაძე სიტყვით გამოვიდა და ჩორჩანაზეც ისაუბრა. პროცესში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ჩართულები არიან, მათ შორის ერთ – ერთია გაეროს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯიჰან სულთანოღლუ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი