ქართული ჩანთები ნიუ იორკში

ტრადიციულად  ცხელი ზაფხულის შემდეგ ნიუ იორკის შემოდგომა მოდის კვირეულებითა და  ჩვენებებით იწყება. ამჯერად 2005 წელს დომინიკიელი დიზაინერის, მწერლისა და არტისტის ანდრეს აქუინოს მიერ დაფუძნებულ  Couture Fashion Week–ზე, სადაც ოცდაათზე მეტი დიზაინერის პროდუქცია წარადგინეს და სადაც პოდიუმი  კლასიკურ, ჯაზ, როკ, პოპ მუსიკასაც დაეთმო, წარდგენილი იყო ქართული პროდუქციაც – კომპანია “გეფერინის” (Gepherrini)  ჩანთები.

Gepherrini

Gepherrini

როგორც ამ კომპანიის დამფუძნებელი ილია გეფერიძე ამბობს, ეს წამოწყება მისი მეუღლის, სოფიო ხოსიტაშვილის იდეა იყო.

“გვსურდა შეგვექმნა ისეთი ქართული პროდუქტი, რომელიც არ იწარმოებოდა საქართველოში. განვიხილეთ რამდენიმე ვარიანტი და ბოლოს ქალის ჩანთებზე შევჯერდით. კომპანია  2014 წლის 7 აგვისტოს დავაარსეთ. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა განსხვავებული დიზაინითა და ხარისხით. ამ ეტაპზე ექსპორტს ხუთ ქვეყანაში ვახორციელებთ: ამერიკა, საფრანგეთი, რუსეთი, ყაზახეთი და უკრაინა. ყველგან აღნიშნავენ ჩვენი პროდუქციის ძალიან კარგ  ხარისხსა და განსხვავებულ სტილს. შესაბამისად ჩვენც ვცდილობთ, რომ მომხმარებლის გემოვნება მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ. თავიდანვე ჩვენი ჩანაფიქრი დასავლურ ბაზარზე გასვლა იყო, ჰოდა, ძალიან მალე “გეფერინის” პროდუქცია  ევროპის კიდევ ორ  ქვეყანაში გაიყიდება. ჩვენი მიზანია, რომ ექსპორტი რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში ვაწარმოოთ. ამ ეტაპზე კი დაინტერესება არის ჩინეთიდან, პერუდან და  ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან.

სანამ ჩვენი ჩანთები ექსპორტზე გავიდოდა, კომპანია პროდუქციას გულმოდგინედ ხვეწდა. ერთი სრულყოფილი მოდელის გამოშვებას რვა თვე მოვანდომეთ. რადგანაც პროდუქცია ახალი იყო, ჩვენდამი ნდობის გასამტკიცებლად ხარისხის გარანტია შესაბამისი ვადებით დავაწესეთ. ამგვარმა მიდგომამ იმის საშუალება მოგვცა, რომ ჩვენი დაშვებული შეცდომები გამოგვესწორებინა. პროდუქცია ეტაპობრივად დაიხვეწა.  ვინც ჩვენს ვებგვერდს თვალს ადევნებს, შეამჩნევს, რომ ყოველი ახალი მოდელი წინაზე უკეთესია. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი – განვითარება არ შევწყვიტოთ” – ამბობს ილია.

Gepherrini

Gepherrini

კომპანია “გეფერინის” წარმომადგენელი ნიუ იორკში დავით ლაგვილავა ამბობს, რომ ამგვარ შოუებში მონაწილეობა კომპანიის  ცნობადობის ამაღლებას ემსახურება, ხოლო ხარისხიანი ბრენდი მეტ მყიდველს, კომპანიასა თუ მედიას აინტერესებს.

“თითოეულმა ბრენდმა, მათ შორის, “გეფერინიმაც” შოუს  ორგანიზატორების  მკაცრი ფილტრაციის პროცესი გაიარა. სასიხარულოა, რომ ამ შოუზე ჩვენმა ჩანთებმა მოდის ინდუსტიის უამრავი წარმომადგენლის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის, მოდელების, რომლებიც “გეფერინით” ხელში სიამოვნებით პოზირებდნენ და ასევე – ფეშენ ტელევიზიის. ფილმის “სექსი დიდ ქალაქში” მსახიობმა სინთია ნიქსონმა კი ჩვენი ჩანთა შეიძინა.

ამ ეტაპზე ქართული ჩანთების ბრენდი უკვე ნიუ იორკში, მანჰეტენზე ორ პრესტიჟულ ადგილზე: ბროდვეისა და მედისონ ავენიუზე იყიდება და ასევე ბრუკლინში.  ჩანთების შეძენა შესაძლებელია როგორც კომპანიის ვებსაიტზე, ასევე Amazon.com–ზე. გარდა ამისა ცნობილი ამერიკული ჟურნალი Runaway Life International  აპირებს ორი გვერდი ქართულ ჩანთებს დაუთმოს. “გეფერინი” უკვე თავს იმკვიდრებს, როგორც განსხვავებული დიზაინის მქონე ბრენდი.  ჩვენ გვაქვს ქალის, მამაკაცის ჩანთები, რომელიც ყველა ცხოვრებისეულ მოვლენას მოერგება. კომპანიის ნაწარმის ჩამონათვალში არის ხელნაკეთი ჩანთებიც, რომელიც დასავლურ ბაზარზე განსაკუთრებით პოპულარულია. ქართველი მყიდველისთვის კი შოუს მიმდინარეობისას ჩანთების ფასი განახევრდა. სამომავლოდ გვინდა “გეფერინი” აშშ–ის მეტ შტატში წარვადგინოთ. ამას წინათ ფლორიდიდან დაინტერესდნენ, ბოსტონელმა მოდელებმა გამოხატეს ინტერესი, რომ თავიანთ ბუტიკში “გეფერინის” ჩანთები გაყიდონ. შემოთავაზება გვაქვს კალიფორნიიდანაც. აშკარაა, რომ  ქართული ჩანთების ბრენდი უკვე გლობალური ხდება” – ამბობს დავითი.

Gepherrini

Gepherrini

Gepherrini

Gepherrini

Gepherrini

Gepherrini

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია მერკვილაძის ბლოგი