ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

უკრაინელების აქცია რუს არტისტებს „კარნეგი ჰოლთან“

უკრაინელების აქცია რუს არტისტებს „კარნეგი ჰოლთან“

„კტო წებე პლაწიტ ი სკოლკო?!“ – ხმამაღლა დამყვირა  ხანში შესულმა ქალმა, რომელიც „კარნეგი ჰოლიდან” არტისტების ვლადიმერ სპივაკოვისა და ხიბლა გერზმავას კონცერტიდან გამოვიდა. მას მისი თანხლებნიც აჰყვნენ. მშვიდად ვუთხარი, რომ თუ რეპლიკებს ასეთი ტონით გააგრძელებდა,  პოლიციას გამოვუძახებდი.

პოლიციის ორი თანამშრომელი ჩვენს შეკრებისთანავე მოვიდა, წაიკითხეს პლაკატის ტექსტები,  გვაცნობეს, რომ ვერ დარჩებოდნენ, რადგანაც ახლო–მახლო კიდევ რამდენიმე პიკეტი იმართებოდა, თუმცა, ინციდენტის შემთხვევაში თუ მაშინვე ვაცნობებდით, ცხადია ჩვენი სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლებას დაიცავდნენ.

„სკოლკო წებე დალი, სკოლკო?“ – აგრძელებდა „ესთეტი” ქალი უკვე დაბალი ტონით. „თქვენი ფანტაზია ამ თანხას ვერ შესწვდება“ -ვუპასუხე. – “არ გინდათ საათში რამდენიმე მილიონი დოლარი იშოვოთ? გვერდით დამიდექით”. „კაკ წებე ნე სტიდნო, ჟენშჩინა! პუწინა ლუბიტ ნაშა ინწილიგენცია. ემუ პლევაწ, ჩტო ვი ეგო ნენავიძეწე” – განმიცხადა  და თან ნესტოებდაბერილი ჩემს პლაკატს – Putin the Pissmaker უყურებდა.

ნიუ იორკში მცხოვრები უკრაინელები ყირიმის ანექსიის შემდეგ იმ არტისტებს, რომლებმაც პუტინს მადლობა უკრაინაში გაჩაღებული სისხლისმღვრელი ომის გამო გადაუხადეს და რომლებიც ნიუ იორკში კონცერტებს მართავენ, ყოველთვის „სტუმართმოყვარული“ პიკეტითა და „მაქებარი“ პლაკატებით ხვდებიან, რითაც ხასიათს არა მარტო „მაღალხელოვნებანაზიარებ“ მსმენელ–მაყურებელს, არამედ არტისტებსაც უფუჭებენ. გამვლელები, მეტწილად, არაყოფილსაბჭოთაკავშირელები ინტერესდებოდნენ, რატომ ვიდექით და ვის ვაგდებდით ნამუსზე, პლაკატებსა და ფლაერებს ყურადღებით კითხულობდნენ. პიკეტს „რადიო თავისუფლების“ რუსული რედაქციის თანამშრომელი, მწერალი ალექსანდრე გენისიც შეუერთდა, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა „კარნეგი ჰოლის” ქუჩაზე და რომელმაც აგვისტოს ომის დროს მხარდამჭერი წერილი გამომიგზავნა.

უკრაინელი ვალენტინა ბარდაკოვა და მისი მეგობრები ამგვარ პიკეტებს საშური სიჯიუტით უკვე სამი წელია აწყობენ და სამ ათეულზე მეტი პიკეტის განმავლობაში  არაერთი სიტყვიერი და ფიზიკური აგრესიის სამიზნე გამხდარან. იმ დღესაც „ხელოვნების მოტრფიალე“, ყელზე ბაფთიანი კაცი უეცრად გამოეყო ჯგუფს, ჩემს გვერდით მდგომ ქალს ხელებში ეცა, კარდონის პლაკატი  გამოგლიჯა, გადახევა უნდოდა, ვერ შესძლო, უცებ პლაკატი ასფალტზე დააგდო, ზედ ხტუნვა დაიწყო და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. პოსტერზე უკრაინაში დაღუპული და დაჭრილი ადამიანების რიცხვი იყო გამოსახული. სულ  უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 9 559 ადამიანი დაიღუპა, 22 137 დაშავდა, ხოლო 1 800 000 მდე –  დევნილი გახდა.

511 არტისტმა პუტინს  მადლობა გადაუხადა  უკრაინაში გაჩაღებული ომისთვის, მათ შორის სპივაკოვმა (ხელმომწერი #404) და  გერზმავამ (#98). ივნისში ანალოგიურიურ პიკეტები რუს არტისტებს  ბოსტონსა და სან ფრანცისკოშიც მოუწყვეს.

აქცია „კარნეგი ჰოლთან“. ია მერკვილაძის ფოტო

აქცია „კარნეგი ჰოლთან“. ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

აქცია „კარნეგი ჰოლთან“

აქცია „კარნეგი ჰოლთან“

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო