რედაქტორის ბლოგი

ვაკანსია რედაქტორის თანამდებობაზე

03.09.2010 |
ვაკანსია რედაქტორის თანამდებობაზე

ვაკანსია რედაქტორის თანამდებობაზე
ვაკანსიას აცხადებს netgazeti.ge, რომლის მფლობელია შპს ”გაზეთი ბათუმელები”.
სამუშაო ადგილი – თბილისი
სამუშაო განაკვეთი – სრული
მოვალეობები:
·    ინტერნეტ გაზეთის www.netgazeti.ge  სტატიების მომზადება და რედაქტირება.
·    ნიუსრუმის მენეჯმენტი  – რეპორტიორების  ხელმძღვანელობა, სტატიების დაგეგმვა, რედაქტირება;
·    პასუხისმგებელია რეპორტიორებთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია მთავარი რედაქტორის და პროექტის მენეჯერის წინაშე;

მინიმალური მოთხოვნები
·    უმაღლესი განათლება (სასურველია ჟურნალისტიკაში) და მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკაში;
·    უცხო ენების ცოდნა (სასურველია ინგლისური ენა);
·    ახალი მედიისადმი ინტერესი;
·    კომპიუტერული საოფისე და სამონტაჟო (ვიდეო, აუდიო, ფოტო) პროგრამების ცოდნა/ანდა ამ უკანასკნელის ათვისების უნარები;
ანაზღაურება: 550 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ:
1.    თქვენი რეზიუმე (CV);
2.    მოტივაციის წერილი (არაუმეტეს 1000 სიტყვისა);
3.    საკონტაქტო მონაცემები.

მონაცემები უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე editor@netgazeti.ge  და წერილის დასახელებაში მიუთითოთ რედაქტორის ვაკანსია.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადა – 2010 წლის 17 სექტემბერი.
netgazeti.ge  თავად  დაუკავშირდება შერჩეულ კანდიდატებს და მიიწვევს გასაუბრებაზე.