ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენს დაკომპლექსებას აზრი არა აქვს“

მიხეილ სააკაშვილი:  „ჩვენს დაკომპლექსებას აზრი არა აქვს“
შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთა ნიუ იორკში

შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთა ნიუ იორკში

კვირას, ნიუ იორკში წმინდა მფარველი ღვთისმშობლის ეკლესიაში საქართველოს პრეზიდენტისა და ამერიკაში მცხოვრები ქართველების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრები და პარლამენტარები ესწრებოდნენ.

უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა თავისი წუხილი გამოხატეს რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც  ქვეყნის პროდასავლურ კურსსა და შიდა პოლიტიკას ეხება: კერძოდ კი ქვეყნის პრემიერ – მინისტრის მხრიდან საქართველოს მიერ 2008 წლის ომის ფაქტობრივ ინიცერებასა და ისლამისტ ტერორისტებთან კავშირთან დადანაშაულებას. მიხეილ სააკაშვილი თავისი სიტყვაში შეეხო ქვეყნის უახლოეს ისტორიაში  რუსეთის ნაბიჯებს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის ესკალაციაში – დაწყებული რუსეთის მიერ გამოცხადებულ ეკონომიკურ ბლოკადის, ენერგეტიკული ემბარგოსი და დივერსიის მცდელობებიდან ვიდრე 2008 წლის დაუფარავ სამხედრო აგრესიამდე. მან გიახსენა პუტინის სიტყვები თუ როგორ მზადდებოდა ეს ომი; ისიც, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთი ასეთი წინააღმდეგობის გაწევას სულაც არ ელოდა და ისიც რომ მედვედევმა თავად აღნიშნა, რომ რამდენიმე წელში საქართველო რუსეთისთვის მისაბაძი ქვეყანა  გახდა.  „ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ნაციონალური მოძრაობის დაწყებული არაა, ხოლო ნატო და ევროპა არ არის ჩვენი აკვიატება. ბრძოლა, ფაქტობრივად,  1989 წლის 9 აპრილიდან დაიწყო, როცა ერმა თავისი არჩევანი ცხადად განსაზღვრა და განაცხადა. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მტერს, დათვს სულ ბაბაიას თუ დაუძახებ, იგი დაინახავს რომ შეგეშინდა, ამიტომ უფრო მეტად გადაგივლის, გადაგჯეგავს, შეგჭამს და შენი მომკითხავიც არავინ იქნება. ამიტომ ნურავინ შეეცდება ჩვენს დაკომპლექსებას“ – განაცხადა მან.

 

შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთა ნიუ იორკში

შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთა ნიუ იორკში

მიხეილ სააკაშვილმა იმის  შესახებაც აღნიშნა, რომ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ახალი ხელისუფლების პირობებში გაჩდნენ ისეთი დიპლომატები, რომლებიც თავისსავე უცხოელ კოლეგებს აკვირვებენ საუბრით,  თითქოს  ადრე საზღვარგარეთ არსებული ოფიციალუარი წარმომადგენლობები სააკაშვილის კუთვნილება იყო,  არჩევნების შემდეგ კი ხალხს უკვე შეუძლია თავისი ნება თავისუფლად გამოხატოს და ამიტომაც აშკარაა, რომ ქართველების ნება არა პროდასავლური ორიენტაცია,
არამედ რუსეთისკენ დაახლოება –სწრაფვაა. „ამიტომაც იმ ელჩმა, რომელიც ლიტვას წარმოადგენდა, ასე  მითხრა: „მე არ მჯერა ამ დიპლომატის, ამიტომ სწორედ მე ვიქნები საქართველოს ელჩიო“– დასძინა მ. სააკაშვილმა. მან ასევე გაიხსენა ომის დროს აშშ–ის სენატორ ჯ. მაკქეინის გამამხნევებელი სატელეფონო ზარები, რომელიც საქართველოს პირველ პირს  ჩერჩილის სიტყვებს ახსენებდა და დაჟინებული მოუწოდება, რომ ქართელები მტერს არ დანებებულიყვნენ. მ. სააკაშვილმა აღნიშნა: რომ  არა  ამერიკაში იმ დროს არსებული მწვავე ეკონომიკის კრიზისი, მათ შორის გლობალური ფინანსური სერვისის Lehman Brothers–ის გაკოტრება, ჯ. მაკქეინს დიდი შანსი ჰქონდა 2008 წელს აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაემარჯვა. პრეზიდენტმა შეხვედრაზე მყოფთ აჩვენა კიდეც ამერიკელი მეგობრის მიერ ნაჩუქარი კულონი, რომელზეც ჩერჩილის სიტყვებია დატანლი:  „Never, Never, Never Give Up” („არასოდეს, არასოდეს, არასოდეს დანებდე“) და დასძინა  „ამერიკელებს მებრძოლი ერი უყვართ“.

 

საქართელოს პრეზიდენტმა ის პრობლემებიც გაიხსენა, რომელიც უკავშირდებოდა  ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში კორუფციის დამარცხებას, სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმასა და ბრძოლას იმისთვის, რომ ციხე კანონიერ ქურდებს არ ემართათ. „საქართველოში არსებობდა და დღესაც არსებობს წარმოადგენა, რომ ის, ვინც სახელმწიფო ფულს ჯიბეში არ იდებს, გიჟია, რადგანაც არ სჯერათ თუ როგორ შეიძლება გქონდეს  ფულზე მისაწვდომლობა და არ ჩაიჯიბო“–განაცხადა მან. მ. სააკაშვილმა ის შემთხვევაც გაიხსენა, როცა  ყველაზე მძიმე სიტუაციის გამოსასწორებლად, კერძოდ კი ქუთაისის ციხის სამართავად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი –  22 წლის სპეციალისტი გაუშვეს. ერთხელაც მაშინდელმა ე.წ. პოლიციამ კი მისი მანქანა გააჩერა და როცა მძღოლმა უთხრა, რომ ის ციხის დირქტორი იყო, სამართალდამცავმა მას წაუთაქა, რას მატყუებო… პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის მოღვაწეობის დროს ციხესა და მის გარეთ კანონიერი ქურდების ინსტიტუტი დაინგრა, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა ციხეს ე.წ. მაყურებლები დაუბრუნდნენ.

 

„უნდა დამთავრდეს ის ეპოქა, როცა ქვეყნის დედაქალაქი თბილისი კი არა, არამედ რუსთაველის გამზირი იყო.  სწორედაც რომ ჩვენი გათვლილი დეცენტრალიზაციის პოლიტიკის შედეგი გახლდათ ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად გამოცხადება. თუმცაღა ამჟამად  ამ სახელის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მიმდინარეობას.  ჩვენ ისეთი ქვეყანა ჩავიბარეთ, რომელსაც არ სცნობდნენ რუკაზე, მაგრამ ახლა საერთაშორისო თანამეგობრობის მზერა ჩვენსკენაა მოპყრობლი. არადა გასული საუკუნეების განმავლობაში არაერთი ცნობილი ქართველი ცდილობდა ევროპელების ყურადღების მიქცევას, მაგრამ – ამაოდ. დღეს კი უკვე ჩვენი გაწირვა ასე ადვილად  შეუძლებელია. შეცდომების მიუხედავად, ჩვენ შევძელით საგრძნობი წარმატებების მიღწევა როგორც საშინაო, ასეეო პოლიტიკაშიც. თუმცა  მავანი ჩვენს წინააღმდეგ კვლავ  იყენებს სსრკ –ის დროინდელ მეთოდებს: ტყულს, შანტაჟს, დაშინებას“– თქვა მ. სააკაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ეკონომიკის განვითარების პრობლემებზეც – კერძოდ იმაზეც, რომ რუსეთში მანდარინისა და ღვინის ექსპორტი ქვეყნის საბაზრო შემოსავლის მხოლოდ 0,01 პროცენტს წარმოადგენს და  ამიტომაც ქვეყნის სათავეში ყოფნისას ნაციონალური მოძრაობის პრიორიტეტი გახლდათ ლოჯისტიკური საშუალებების, ტურიზმის ინფრასტრუქტურის, ხელსაყრელი საინვეტიციო გარემოსა და სხვა სფეროების ინტენსიური განვითარება. იგი ასევე კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს პრემირ–მინიტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, თითქოს საქართველოს ყველა მიღწევა სიცრუეა და რომ ივანიშვილი მსოფლიოს საქართელოს მიღწევების უსაფუძვლობას დაანახებს. არადა არსებობს საერთაშორისო ორგენიზაციების ანგარიშებში დაფიქსირებული მონაცემები, რომლებშიც საქართველო  სწორედაც რომ ეკონომინკური პარამეტრებით  ბევრ მეწინავე ქვეყანის გვერდითაა ანდა პირველ ათეულში შეედის, მათ შორის Business Doing კოეფიციენტის მიხედვითაც.  მან ასევე  აღნიშნა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის მერიისთვის გადაცემის დაუშვებლობა; ხაზი გაუსვა მავანთა ცინიზმს, რომლებიც „მიშას“ მიერ წამოწყებილ მშენებლობებს, მათ შორის ლაზიკის აშენების იდეასაც დასცინოდნენ და მის საპირწონედ უ. ჩერჩილის სიტყვები მოიყვანა “ჯერ შენობები ააშენეთ და მერე ეს შენობები თავად აგაშენებთო“. „აღმშენებლობის პროცესისთვის კი საჭიროა დაუღალავი სწავლა და მძიმე შრომა“ – დასძინა მან.

 

მ. სააკაშვილმა საქართველოსადმი  მისი და ბიძინა ივანიშვილის ორი პრინციპულად განსხვავებული დამოკიდებულება გაიხსენა: “ივანიშვილმა თქვა, რომ საქართველო მისთვის სამშობლოა, მაგრამ ჩემთვის საქართველო უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოა. ეს ჩემი ფუნდამენტური პრინციპია და ჩემსა და პრემიერ – მინისტრს შორის მთავარი განსხვავებაც“.

ჩემს მიერ დასმულ კითხვას კი იმის თაობაზე, რომ საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო, ფაქტობრივად, ტაბუდადებულია; რომ როგორც კონსტიტუციის გარანტი, იგი ვალდებულია დაიცვას საქართველოს მთავარი კანონის პუნქტი სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოყოფის შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა ნაციონალური მოძრაობის მოღვაწეობის  დროს მოხდა საერო და საეკლესიო ძალაუფლების წინააღმდეგობრივი ურთიერთდამოკიდებულების ჩამოყალიბება; რომ ქართველი გადასახადების დაგამხდელების ფულით ფინანსებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძვარი კათალიკოს –პატრიაქრი აგვისტოს ომის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტს მოსკოვში ხვდება და მას „თბილსა და ბრძენს“ უწოდებს; რომ ეს საკითხი თუნდაც იმიტომაა აქტუალური, რომ დემოკრატია არა მარტო თავისუფლების, როგორც ღირებულების დეკლარირებას ნიშნავს, არამედ გადასახადების გადამხდელების მიერ ხაზინის კონტროლსაც მოიაზრებს, პრეზიდენტმა შემდეგნაირად უპასხა: „ეს თემა სულაც არ არის ტაბუდადებული. პირიქით, საზოგადოაბაში ამ თემის გარშემო საკმაოდ ინტენსიური მსჯელობა მიდის. და თუ გავიხსენებთ  ვაჟა ფშაველას ნააზრევს, მის ნაწერებში ამ თემაზე ყველაფერი ცხადადაა მოცემული. რაც შეეხება ამ მხრივ  ჩვენს პოლიტიკას  – ვარდების რევოლუციის შემდეგ მთელი ცხრა წლის განავლობაში ჩვენ ვცდილობდით ქართველებში ეროვნული იდენტობის გაღვიძებას, გამყარებას, რადგანაც უდაოა ისიც, რომ საუკუნეების მანძილზე მართლმადიდებლობა ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი იყო. ამავე დროს ისიც ფაქტია, რომ მსოფლიოში ზოგადად უფრო მეტი ქართელი მუსლიმია მიმოფანტული, ვიდრე მართლმადიდებელი ქრისტიანი. ასევე დაუვიწყარია ომის დროს სასულიერო პირების თავგანწირვაც. ასე რომ საერო ხელისუფლება თავის საქმეს აკეთებს, საეკლესიო კი – თავისას“.

 

შეხვედრის ბოლოს პრეზიდენტმა ამერიკაში მცხოვრებ ქართელებს მადლობა გადაუხადა.  “თქვენა ხართ  საქართველოს  ელჩები“ – დასძინა მან.

შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან ნიუ იორკში

შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან ნიუ იორკში