კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ფაქტი ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მოხდა.
როგორც “ნეტგაზეთს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, დაკავებულებს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა ედებათ ბრალად.
“ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის მისია”, – აცხადებს სუს-ი.