ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ხატია ესართიას ინსტალაციები და არტისტების შექმნა

ხატია ესართიას ინსტალაციები და არტისტების შექმნა

ია მერკვილაძე, ნიუ იორკი, აშშ

ნიუ იორკში მანჰეტენზე მდებარე გალერეამ Marisa Newman Projects, რომელიც  გალერისტისა და არტდილერის მარიასა ნიუმენის საკუთრებაა, აშშ-ში მოღვაწე ქართველი მხატვრის ხატია ესართიას ინსტალაცია “გამოქვაბულიდან” (Out of the Cave) წარადგინა. ეს ამ არტსივრცეში ხატიას მეორე სოლო გამოფენაა. პირველი სახელწოდებით “ჩემი ქოლგა დამავიწყდა” (Ich habe meinen Regenschirm vergessen)  2018-ში გაიმართა.  ხატია წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩადის, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი ისეთ არტბაზრობებზე მონაწილეობს,  როგორიცაა Tbilisi Art Fair, 2018  და Oxygen_Tbilisi No Fair.

ხატია ესართია

2019-ში ხატია ესართია თავისუფალი უნივერსიტეტის ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში (VA[A]DS) მიიწვიეს, სადაც იგი ერთი სემესტრის განმავლობაში  ხატვასა და ფერწერას  მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს ასწავლიდა.

“საოცარი   სტუდენტები არიან, ძალიან დამაიმედებელი   მომავლით” – ამბობს  ესართია, – “თბილისში ჩემი ყოფნის ყველაზე საუკეთესო მოგონება სწორედ სტუდენტებთან ურთიერთობას უკავშირდება. ძალიან ნიჭიერი   ბავშვები არიან. ისინი ყოველთვის თავის სტუდიებში   მუშაობენ, შეიძლება დროზე ვერ იღვიძებენ, რომ   უნივერსიტეტში არ დააგვიანონ, მაგრამ გვიანობამდე მუშაობენ მაშინაც კი, როცა უნივერსტეტის სხვა   სტუდენტები დიდი ხანია სახლებში არიან. მათთვის საინტერესოა ხელოვნების სამყარო, ისტორია და ისიც კარგად იციან, რომ თავად უნდა დაგეგმონ  მომავალი, რათა ხელოვნების ისტორიის წიგნებში თავიანთი ადგილი დაიმკვიდრონ. ისინი მასალასთან ყოველგვარი დათქმის გარეშე მუშაობენ, ექსპერიმენტებს ატარებენ, არ ეშინიათ წარუმატებლობის და ხელახლა ქმნიან მანამ, სანამ ისეთ შედეგს არ მიიღებენ, როგორიც უნდათ. ამაშია დიდი   თავისუფლება. ისინი ინიციატივიანი, დამოუკიდებელი არიან, უყვართ რასაც აკეთებენ და ეს შრომა სამომავლოდ მათთვის ძალიან სასარგებლო იქნება, რადგანაც დარწმუნებული ვარ, ნამდვილ არტისტებად ჩამოყალიბდებიან. მათთან მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო”.

ხატია ესართიამ დაამთავრა სახელოვნებო დარგში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ინსტიტუტი Christe’s Educaton  (ნიუ იორკი), სადაც თანამედროვე ხელოვნებისა და ხელოვნების მარკეტის ისტორიაში სამაგისტრო ხარისხი დაიცვა. მისი სოლო თუ ჯგუფური გამოფენები აშშ-ში 2002 წლიდან იმართება: ჩიკაგო, ლოს ანჯელესი, სანტა  მონიკა, ნიუ იორკი, ასევე  ბერლინი და თბილისი. ამბობს, რომ მისთვის შთაგონების წყარო გარემოა. ესართია  ბევრს კითხულობს, ყოველთვის მუშაობს, წერს იმისდა მიუხედავად თუ სად იმყოფება. მუშაობს მეტწილად სტუდიის გარეთ, სტუდიაში კი ექსპერიმენტებისთვისაა, რათა  სხვადასხვა  საშუალებითა და სტარტეგიით უფრო მასშტაბური პროექტები დაგეგმოს.

ინსტალაცია “გამოქვაბულიდან”

“ერთხელ მეგობარმა მოქანდაკემ გამიზიარა აზრი, რომ “ხელოვანის საქმე უფრო ფილოსოფიაა, ვიდრე – მხატვრობა.” – ამბობს ხატია. “– იმ დღეს მე მივხვდი, თუ რას ნიშნავს ჩემთვის სიტყვა “ხელოვანი”: ესაა ფილოსოფოსი, რომელიც გარემოს  ხელოვნებით მეშვეობით აღიქვამს. ინსტალაცია “გამოქვაბულიდან” დაფუძნებულია პლატონის იგივე სახელწოდების ალეგორიაზე, რომელშიც ფილოსოფოსი ადამიანებს შორის განსხვავებულოებაზე საუბრობს. ერთი მხრივ ადამიანები, რომლებსაც თავიანთი თვალისა და ყურის სჯერათ, თავს არ იწუხებენ კრიტიკული აზროვნებით და მეორე მხრივ, ადამიანები, რომლებიც აანალიზებენ ყველაფერს, რასაც კი ხედავენ და ისმენენ. დღევანდელ დღეს, როდესაც “ალტერნატული რეალობა” ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ადამიანები არ გახდნენ სენსორული გადატვირთვის მსხვერპლნი.

– თქვენი ნამუშევრებია კონცეფციას როგორ აღწერდით?

– ჩემი ნამუშევრების დიდი ნაწილი ემყარება ამ კონცეფციას – მე ვცდილობ ჩემი მნახველის ყურადღება ფერებსა და ნახატს მოვაცილო და გადავიყვანო იმ ცნების ანალიზზე, რომელიც ტილოზეა გამოხატული. ინსტალაცია “გამოქვებულიდან” პლატონის იგივე სახელწოდების ალეგორიას ეფუძნება. ეს ინსტალაცია საუბრობს ადამიანებს შორის გასხვავებაზე, რომლებსაც სჯერათ თავისი თვალისა და   ყურის, კრიტიკული აზროვნებას ყურადღებას   არ აქცევენ და არც ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ხედავენ და რა ესმით. ყოველ შემთხვევაში, ხედავენ   “ალტერნატიულ რეალობას”, რომელიც ჩაშენებულია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. დღეს, როგორც არასდროს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სენსორული გადაღლის მსხვერპლნი არ გავხდეთ.

ჩემი ნამუშევრების დიდი ნაწილი ამ კონცეფციას ემყარება; ქმნის სამყაროს, რომელშიც მე ნათელი ფერისთვის მყისიერი  ვიზუალური პასუხის გაცემას ვაპირებ და რომელიც დაჟინებით მოითხოვს ნახატის ნამდვილ სქემის შესახებ ღრმა, კრიტიკულ შეფასებას.

ინსტალაცია “გამოქვაბულიდან”

– თქვენ აბსტრაქციებს ხატავდით, ახლა კი ხელწერა შეცვალეთ.

– ადრე აბსტრაქციაში ვმუშაობდი, ბოლო რამდენიმე წელი კი ჩემთვის კონფიგურაციისა და აბსტრაქცის შეხამება გახდა მნიშვნელოვანი. მათ ცენტრში კი ხაზების შექმნაა, იქნება ეს ქაღალდზე, დაფაზე თუ  კედელზე დამაგრებული პლასტიკატის მილებით. მთელი ეს ინსტალაცია არის იმ ერთი ხაზის გავლება,  რომელიც კედლების გარშემო ცურავს და საგამოფენო დარბაზის გარეთაც გადის. ექსპოზიციის  განმავლობაში კი მიდის  მუდმივი დიალოგი არა მარტო მიმდინარე მოვლენებთან, არამედ ხელოვნების ისტორიასთანაც, ხოლო პასუხი არტისტებისთვის – ედ რეინჰარდტისთვის და ფრანც ვესტისთვის ასეთია – ანიმაციის ენის გამოყენება  და სპეციფიკურ ადგილებში  სინათლის დიოდური ფანრებისა და პლასტიკატის მილების დაყენება. ეს მილები საქართველოდანაა ჩამოტანილი. საბოლოოდ კი შევქმენი ინსტალაცია, რომელმაც ჩაიტია ბევრი სამყარო და კიდევ ერთი ფიზიკური სივრცე. ინსტალაციის ერთი კედელი კი მივუძღვენი ერთ ჩემს ნამუშევარს   სახელწოდებით A.I.T.T.Y.H.A.S.I.T.O (Anger Implies That You Have A Stake In The Outcome) (სიბრაზე გულისხმობს იმას, რომ თქვენ საბოლოო შედეგში წვლილი მიგიძღვით), რომელიც 2019-ის დასაწყისში, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში  ჩემ სტუდენტებთან ერთად გავაკეთე  და იგი Oxygen_Tbilisi No  Fair-ისთვის შეიქმნა. ინსტალაცია არის ერთგვარი კომენტარი იმ გახლეჩაზე, რომელსაც საზოგადოება გრძნობს იმათ შორის, ვინც ყველაფერი ომის, სტიქიური უბედურების გამო დაკარგა და ვინც ამ ადამიანებს არ იღებს, მტრულად უყურებს. კედელზე  ლურსმნების რუკაა განლაგებული. გამოფენის მნახველებს ვთავაზობ, რომ პლასტიკატის მილები გამოიყენონ, რათა კედლებზე  თავისუფალი ფორმები შექმნან და ამ სივრცეში სხვებიც მოიწვიონ. მე მათ ჩემ კედელთან ვუშვებ და ამგვარად არტისტებს ვქმნი. უბრალოდ, მათ ამის შესახებ არ იციან.”