ბლოგები

არქტიკაში რუსულ გემს თავს ლომვეშაპი დაესხა

25.09.2019 | 1594 |
არქტიკაში რუსულ გემს თავს ლომვეშაპი დაესხა

არქტიკაში ჩრდილოეთის ექსპედიციის რუსულ გემს, რომელიც ფრანც-იოსების მიწაზე იმყოფებოდა, თავს მდედრი ლომვეშაპი დაესხა. ცხოველი ნაშიერებს იცავდა, ექსპედიციის მონაწილეებს კი თავის დაღწევა ნავებით მოუხდათ.

ინციდენტის შეასხებ, რომელიც 18 სექტემბერს მოხდა, Lenta.ru რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. 

“სერიოზული უსიამოვნებების თავიდან არიდება მოხერხდა ჩრდილოეთის ფლოტის სამხედრო მოსამსახურეთა ზუსტი და მწყობრი მოქმედებების წყალობით, რომლებმაც ცხოველებიგან ნავი მათთვის ზიანის მიყენების გარეშე განარიდეს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ლომვეშაპი. ფოტო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

ექსპედიციის წევრების გადასარჩენად რუსეთმა საომარი ფლოტის ბუქსირი “ალტაი“ ჩართო. რაც შეეხება თავად ექსპედიციას, ჩრდილოეთის ფლოტი ფრანც-იოსების მიწის აღმომჩენის, იულის პაიერის მარშრუტს იმეორებენ. რუსეთის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, მეცნიერები პაიერის მიერ აღწერილ ყველა წერტილს ხელახლა სტუმრობენ.