ბლოგები |

ძალადობრივი აქციის მონაწილეები პეტარდებს, ბოთლებს, ქვებს და სხვა ნივთებს ისვრიან

06.07.2021 | 422 |

რუსთაველის გამზირზე მყოფი ძალადობრივი აქციის მონაწილეები მომიტინგეებისა და პოლიციელების მიმართულებით ისვრიან ბოთლებს, ქვებს, კვერცხებს, ჯოხებს და პეტარდებს.

ისინი ცდილობენ, რომ გაარღვიონ პოლიციის კორდონები და მიუახლოვდნენ პარლამენტის წინ მდგომ აქციის მონაწილეებს.

ამ დროისთვის პარლამენტთან მდუმარე აქცია იმართება, რომლის წევრებიც გუშინ, 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს აპროტესტებენ. გუშინ ძალადობრივი აქციის გამო თბილისი პრაიდმა “ღირსების მარშის” გამართვა ვერ მოახერხა. რუსთაველზე 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს.

ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები, რომელთა შორის მართლმადიდებელი მღვდლებიც არიან, დღესაც შეიკრიბნენ და ახლა ამ აქციის ჩაშლას ცდილობენ.