ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

„შსს–ის რიგები ძალიან ბევრმა პროფესიონალმა პოლიციელმა დატოვა“ – ინტერვიუ გია ხუროშვილთან

„შსს–ის რიგები ძალიან ბევრმა პროფესიონალმა პოლიციელმა დატოვა“ – ინტერვიუ გია ხუროშვილთან

„აშშ – ში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქართველების ემიგრაცია კატასტროფულად გაიზარდა“ – მიყვება გია ხუროშვილი, „ინტერკონსალტინგის“ დირექტორი, სამართლის დოქტორი, ადამიანის უფლებათა ექსპერტი.

ემიგრანტებს შორის ყველანაირი კატეგორიის ადამიანებია, უმეტესობა, ძირითადად, ოპოზიციური პარტიის წევრები ან მხარდამჭერები არიან. არიან ისინიც, ვინც ბიძინას მთავრობის დროს მშვენივრად იცხოვრეს, დიდი ფულიც გააკეთეს და ახლა ამერიკაში ცხოვრების გასაუმჯობესებლად ჩამოვიდნენ.

ამ კატეგორიას აქ „ამერიკელ ქოცებს“ ვეძახით, ზოგიერთებზე ამბობენ, რომ ამერიკის მთავრობასაც ატყუებენ და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენო, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამერიკული დაზვერვა ამ ადამიანებს გამოავლენს, მათ სოციალურ ქსელებს შეისწავლის და ადვილად გაარკვევს, არიან თუ არა ისინი ოპოზიციონერები თუ ოპოზიციის მხარდამჭერები.

ასევე აუცილებელია, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო რუსულ-ირანული ფულის მოძრაობით დაინტერესდეს, რათა აქ ეს ფული რუსულ – ირანული გავლენების გასაძლიერებლად ვერავინ გამოიყენოს. მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანები დემოკრატიული საზოგადოებისთვის საშიშნი არიან და ე.წ. Watch List – ში მათი შეყვანა აუცილებელია.

ჩემი ემიგრაცია იძულებითი ნაბიჯი იყო. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლისთანავე მე და ჩემი ოჯახი სრული ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ვცხოვრობდით. ბოლოს ერთი ნაცნობი ადამიანი მოგვიგზავნეს, რომელმაც პირდაპირ მკითხა: „რამდენ დღეში დავტოვებ საქართველოს? ესაა ზემოდან მოთხოვნა!“

საქართველოდან ისე წამოვედი, რომ ვფიქრობდი, აუცილებლად დავბრუნდები – მეთქი, თუმცა სიტუაცია ყოველდღე უარესდებოდა. ამას დაემატა ენმ-ში, რომლის წევრიც მე გახლდით, ურთიერთდაპირისპირების დაიწყება, რაც დიდ შეცდომა იყო… სამწუხაროა, რომ ერთობა ვერ შენარჩუნდა, მე კი ივანიშვილის რეჟიმმა სამუდამო ემიგრაცია მომისაჯა. ჩემი სამი შვილი ამერიკაში დაიბადა და ასე გახდა ამერიკა ჩემთვის მეორე სამშობლო; ჩემი შვილებისათვის კი დაბადების ქვეყანა და მათი სამშობლო.

  • როგორც წესი, მექსიკის საზღვრის კვეთით აშშ–ში შემოსული ქართველები პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ, მათ შორის, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიც არიან…

მე უკვე მეათე წელია აშშ–ის საემიგრაციო სფეროში ვმუშაობ. როდესაც ჩვენს ოფისში, კლიენტის (ახალი ემიგრანტის) საქმეს ვეცნობი, ასევე ვაფასებ ადამიანის პიროვნულ თვისებებს, წარსულს, რასაც ამერიკელები Good Moral Face-ს [მორალური სახე] ეძახიან და საქმეს მხოლოდ ამის შემდეგ ვკიდებ ხელს. მიმაჩნია, რომ ამერიკა არის ის ქვეყანა, რომელმაც ემიგრანტებს უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება და საშუალება მოგვცა და ეს გვავალდებულებს, რომ ამერიკელი ხალხის უსაფრთხოება დავიცვათ.

მე, როგორც იურისტი და ადამიანის უფლებათა ექსპერტი, ყურადღებით ვსწავლობ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ვაგროვებ ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც სხვა ადამიანების უფლებებს უხეშად არღვევენ. რამდენჯერმე საჯაროდ განვაცხადე და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ მოძალადე ადამიანებმა ამერიკაში ან ევროპაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვონ და მიიღონ. იმ ადამიანების სახელ–გვარები, რომლებმაც რუსული მთავრობის უკანონო ბრძანებების შესრულების გზით, ბინძურის საქმეების კეთებით სისხლიანი, დიდძალი ფული იშოვეს უნდა გასაჯაროვდეს, უნდა მოხვდეს სადაზვერვო ანგარიშებში და ცნობილი უნდა გახდეს ამერიკისა და ევროკავშირის ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის.

  • ნოდარ მელაძის ერთერთი გადაცემის ეპიზოდი მიეძღვნა მექსიკით ამერიკაში ჩამოსულ ძალოვან მაღალჩინოსანს, რომელიც ლექსო ლაშქარავას, ასევეჩადებებისსაქმეებში ხშირად ფიგურირებს და ახლა პოლიტიკური თავშესაფრის მოლოდინშია

მე მინდა მოვუწოდო იურისტებს, ჟურნალისტებს, რიგით მოქალაქეებს, რომ ასეთი ადამიანები აუცილებლად ამხილონ! დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის საემიგრაციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. საერთაშორისო სამართლის პრინციპია, რომ პირი, რომელიც სხვა ადამიანს პოლიტიკურად დევნიდა, პოლიტიკური თავშესაფარს ვერასდროს მიიღებს.

  • საპროტესტო აქციის ძვლებდამტვრეული მონაწილისთვის სულ ერთია რობოკოპი მას პირადი შანტაჟის გამო ანუ იძულებით ურტყამს, ფულისთვის თუ იდეურად. ცნობილია, რომ ბევრი ქართველი პოლიციელი არ ასრულებს უკანონო ბრძანებებს და ამიტომ იძულებულია ემიგრაციაზე იფიქროს…

მე, ცხადია, კონკრეტულ ქეისებზე არ ვისაუბრებ, რადგან კლიენტის კონფიდენციალურობა დაცული უნდა იყოს. მხოლოდ დაგიდასტურებთ, რომ შსს–ის რიგები ძალიან ბევრმა პროფესიონალმა პოლიციელმა დატოვა და სხვადასხვა ქვეყნებში გაიქცა, მათ შორის ამერიკაში.

როდესაც პოლიციელს ვესაუბრები, ტესტად ვეკითხები: “რატომ თქვი იმ პრივილეგიებზე უარი, რასაც რეჟიმი გთავაზობდა?” ჭკვიანი და განათლებული მპასუხობს, რომ დანაშაულის ჩადენას ხელი არ მოაწერა, რადგან მორალური ფაქტორს რომ თავი დავანებოთ, მას ესმის, რომ მომავალში დაუსჯელი არავინ დარჩება. „ქოცი პოლიციელი“ კი ამბობს – „რა ვიცი იქ რა იქნება, ჩამოვედი ამერიკაში და თუ ავეწყე, ჩემებსაც ჩამოვიყვან. თუ არადა წავალ ისევ უკან“… თავადაც მიხვდებით თუ ამ ორი კატეგორიიდან რომელი იმსახურებს დახმარებას.

  • რა საინფორმაციო წყაროებს იყენებთ?

კონფიდენციალურ წყაროებს არ ვიყენებ. საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში, ყურადღებით ვეცნობი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ვაკეთებ ანალიზს, ვეცნობი საერთაშორისო და უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებს. ეს კი საკმარისია იმისთვის, რომ მოვლენები და პიროვნებები სწორად შევაფასო.

როგორ წარმოგიდგენიათ, სადმე დაიმალებიან ის მოძალადე, რობოკოპების ფორმებში გადაცმული და ნიღაბს ამოფარებული ადამიანები, რომლებსაც “პოლიციელებს” ვერანაირად ვუწოდებთ? არიან ისეთებიც, რომლებიც მუქარის წერილებს მიგზავნიან ფეისბუკით და მათი გამოაშკარავების დროც მალე დადგება.

ჩემთვის ნათელია, რომ საქართველოს მთავრობაში რღვევა დაწყებულია თუნდაც იმიტომ, რომ ძალოვანი სისტემაში დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი არ ეთანხმება ქართველების გარუსებას. იცით, რატომ ვარ დარწმუნებული? იმიტომ, რომ ინფორმაცია შიგნიდან გამოდის და ე.წ. სისტემის ადამიანები შველას ითხოვენ. ისინი გვაწვდიან ინფორმაციას და გვთხოვენ, რომ მათი ვინაობა არ გავამხილოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ უსაფრთხოებას ბოლომდე დავიცავთ, თუმცა პრობლემებსა და დამნაშავეებზე ხმამაღლა ვისაუბრებთ.

  • რაზე საუბრობენ ანონიმური წყაროები?

იმაზე, რომ რეჟიმი სასტიკად უსწორდება იმ ადამიანებს, ვინც უკანონო ბრძანებებს არ ასრულებს. ეს მე ერთი კვირის წინ ფეისბუკზე დავწერე და ამას დიდი აჟიოტაჟიც მოჰყვა. ქოცმა პარლამენტარმა წილოსანმა ტიკტოკური პასკვილიც გამოაცხო და “აბსურდი” უწოდა. მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ სისტემას უფრო მეტი ადამიანი ტოვებს და სამართალდამცავებზე ძალადობის ფაქტები საჯაროზე გამოდის. ბევრმა დატოვა შსს – ის რიგები, რადგანაც ხელმძღვანელობას შეეწინააღმდეგა.

სისტემა დაავადებულია – ყველანაირ უკანონობაზე დათანხმებულ პოლიციელებს აწინაურებენ, ხოლო პროფესიონალებს – აკნინებენ. ასევე ცნობილია, რომ სპეცსამსახურისთვის საკვალიფიკაციო ნორმატივები (უნარ–ჩვევების ტესტი), რომელსაც სპეცრაზმი ადრე აბარებდა, მოიხსნა. ამიტომ უმრავლესობას განა უმაღლესი არ დაუმთავრებია, არამედ საშუალო განათლების დიპლომიც კი არა აქვს.

აღმოჩნდა, რომ სპეცბრიგადებმა სოფელ–სოფელ სიარული და ძლიერი აღნაგობის კაცების შერჩევა დაიწყეს. შერჩევის მეორე კრიტერიუმი იყო კითხვაზე – “გინდა დიდი ფული იშოვო?” – დადებითი პასუხი. ანუ თუ მზად ხარ აქციაზე მყოფი სცემო–დაასახიჩრო, მაშინ აგერ – პოლიციელის ფორმა. გამოდის, რომ იმ კატეგორიის ადამიანს, რომელსაც ნორმალურ ქვეყანაში საჯარო სამსახურში მოხვედრის შანსი არ და ვერ უნდა ჰქონდეს, სწორედ ის ხდება “სამართალდამცავი”.

  • რეპრესიულ პირობებში ამგვარ მექანიკურად დაქოქილ მსახურებთან მორალურ შეგონებებს რა აზრი აქვს?

პირადად ჩემზე ვიტყვი, რომ ამათი ტროლ – ბოტების, ლანძღვა – გინების, ათასი ცილისწამების მე არ მეშინია. მე ვიცი, რომ სწორ საქმეს ვაკეთებ და მინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ევროპულ საქართველოში იცხოვრონ და არა – საბჭოთა ჭორვილაში.

გული მიკვდება, როცა აქციაზე ჩვენი განათლებული ახალგაზრდა რობოკოპთან მიდის და უხსნის მას, რომ სამშობლოს რუსეთი გვართმევს. არადა რობოკოპს არ წაუკითხავს საკუთარი ქვეყნის ისტორია, მან არ იცის სამშობლოს სიყვარული. ეს რეჟიმის რობოტები, ცივსისხლიანი და გაყინული თვალებით ელოდებიან იმ 500 ლარს, რომელიც ბავშვების დასისხლიანებისთვის დღის ბოლოს უნდა დაურიგონ.. .

  • რობოკობისთვის პოლიციის აკადემიის დიპლომი არაა სავალდებულო?

დევნილი პოლიციელები გვიყვებიან, რომ მათ რიგებში ბევრს არა აქვს დიპლომი და ვისაც აქვს, ისინი ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. პროფესიონალებს პროტესტი უჩნდებათ, რადგანაც მათ ბევრი ისწავლეს, პატიოსნად ემსახურეს საკუთარ პროფესიას/ქვეყანას და ამ დროს მოვიდა ბიძინა და სისტემაში გაუნათლებელი “კადრები” მოიყვანა. არაპროფესიონალებმა პროფესიონალები დაჩაგრეს, დააკნინეს, გააგდეს.

გაუნათლებელს არა აქვს რისკების შეფასების სათანადო უნარი, ვერ აცნობიერებს, რომ დანაშაულს სჩადის და ამის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა. ასეთი ადამიანები ადვილად სამართავი არიან ყველგან, პოლიციაში, სუსშიც და სპეცრაზმშიც. თუმცა მე იქ შემორჩენილი წესიერი ხალხის იმედი მაინც მაქვს.

  • სუსი ლამი ჰარი პოტერისეულ “სიკვდილის მჭამელებადგადაიქცა …

სუს–ი საქართველოში ყველაზე ბინძურ სტრუქტურად გადაიქცა. სუს–ი, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გარეშე მტრისაგან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უნდა იცავდეს. ოლიგარქმა იგი მოისყიდა, ახლა სუს–ი ქვეყნის მტრებს პატრიოტებისაგან იცავს და თავისი მიზნებისთვის იყენებს შანტაჟს, თვალთვალს, ძალადობას, უკანონო მოსმენებს.

დარჩა რაიმე, რაც არ შებილწეს? საქართველოში ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გაანადგურა, რაც კი რამ რეფორმირდა და მუშაობდა. ყველაფრის მიუხედავად, მაინც მჯერა, რომ ოლიგარქია მალე დასრულდება და ასპარეზი თავისუფალ, მოუსყიდველ ახალგაზრდებს მიეცემათ და აღარასდროს განმეორდება ის, რაც საქართველოს 2012 –ში დაემართა.