თამარას ბლოგი ბავშვებისთვის

ბლოგის შესახებ

02.03.2010 | 1162 |
ბლოგის შესახებ

თამარა კალხიტაშვილი: ჩემს ბლოგს ბავშვებისა და ლიტერატურის შესახებ დავწერ ხოლმე. გიამბობთ ზოგიერთ სიახლეს და ვეცდები, საინტერესო ღონისძიებების შესახებ დროულად შეგატყობინოთ.

ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, მკითხველის (ინტერნეტ–მომხმარებლის) ყურადღება ბავშვებს და მათი სამყაროს მნიშვნელოვან ნაწილს,

წიგნებს მივაპყროთ. იმედი მაქვს, თემები, რომელსაც შევარჩევთ, დაგაინტერესებთ და კომენტარებში თქვენს გამოცდილებასა და რჩევებს გაგვიზიარებთ. წერილის ნაწილი აუცილებლად დაეთმობა  ახალ საბავშვო წიგნს, ორიგინალურ თუ ნათარგმნ ლიტერატურას, (თუკი ყველას ერთად გაგვიმართლებს და კვირიდან კვირამდე თითო ახალი წიგნის ავ–კარგიანობაზე გვექნება სასაუბრო). ასევე ვაპირებ გაგაცნოთ ან გაგახსენოთ ავტორები, რომლებიც კარგ წიგნებს წერენ ბავშვებისათვის (კარგია რომ მათ შესახებ ინტერნეტის საშუალებით ვისაუბრებთ და საინტერესო ბმულებს მარჯვედ მოვიშველიებთ )