ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ეს საქართველოა

ეს საქართველოა

საქართველო ეს ქვეყანაა, სადაც ყველამ იცის, რომ ომი იწყება, მაგრამ, წესით, იგი ზღვის სეზონზე  და შაბათის წინა დღეს, პარასკევს ( 8 აგვისტო) არ უნდა დაიწყოს. იმიტომ რომ და ამიტომ ყველა შვებულებაშია. და საერთოდაც:  ყველა დღე ისედაც პარასკევსაღამო – შაბათია.

ეს ქვეყანაა, რომლის სახლებზე რუსული ბომბები ცვივა,  ტელევიზიით კი რუსული ლუდის რეკლამა ტრიალებს.

ეს ქვეყანაა, სადაც  „ვეფხისტყაოსანს“ყველა კითხულობს, მაგრამ ანეკდოტზე გრძელ ტექსტს – ვერა.

ეს ქვეყანაა, სადაც სიგარეტის ფული არა აქვთ, ამიტომ „ჯიპის“ ფანჯრიდან ფეხით მოსიარულეს ერთ სიგარეტს სთხოვენ. ძმურად. თუ არ ეწევა, შეაგინებენ.

ეს ქვეყანაა, რომელიც ოკუპირებულია, სადაც უმუშევრობის მაღალი დონეა, მაგრამ ყველა სახლს იშენებს. მერე „ბიგ ბენის“ ფასად ჰყიდის და ეყიდება კიდეც. უმუშევარი ყიდულობს.

ეს ქვეყანაა, სადაც ქრონიკული ქალიშვილი, როგორც მინიმუმ, საკუთარი ცოლი მაინც უნდა იყოს. დაც. დედაც.

ეს ქვეყანაა, სადაც პირჯვარს იწერენ მანამ, სანამ სხვის ცოლს გაჟიმავენ. გაჟიმვის მერეც. შეიძლება  შუაშიც. 

ეს ქვეყანაა, სადაც „შემოქურდვა“, „შემოლახვა“, „შემოკვდომა“, „შემოჟიმვა“ ნაცვალსახელ – ქვემდებარეა, ხოლო „მე“ –  ზმნა – შემასმენელი.

ეს ქვეყანაა, სადაც როცა მღვდელი იწყევლება, მისი ძუძუები გვლოცავენ. თუ პირიქით.

ეს ქვეყანაა, სადაც 50 წლის კაცი დღემდე იხსენებს ჯარში რამდენს სცემა და რამდენი „ნაშა“ ჰყავდა, მაგრამ „არ ახსოვს“  მეგობრისგან გუშინ რამდენი ისესხა.

ეს ქვეყანაა, სადაც მთავარი დამნაშავე რეზიდენციაში ცხოვრობს. მას აზრს, ჭკუას ეკითხებიან. მათ შორის – პოტენციურ დამჭერებზეც.

ეს ქვეყანაა, სადაც პრეზიდენტის სასახლის შიდა პროექტი შეიძლება იშოვო, მაგრამ  მათემატიკის ნორმალური სახელმძღვანელო – ვერა.

ეს ქვეყანაა, სადაც ყველა პატრიოტია, მაგრამ მახათი ევროპულ–ამერიკული ურჩევნია.

ეს ქვეყანაა, სადაც ისე უყვართ, რომ ამგვარი სიძულვილი არც არავის  დასიზმრებია და სძულთ ისე, რომ ვერც ამგვარ სიყვარულს დაისიზმრებ.

ეს ქვეყანაა, საიდანაც ყველა გარბის, მაგრამ მაინც რჩება.

ეს საქართველოა.